26 თებერვალი 2026, 11:44 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე.

მინისტრის განცხადებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაცია არსებობს, თუმცა გადამეტებული მოლოდინების შექმნა მიზანშეწონილი არ არის.

„ნამდვილად იყო გარკვეული კომუნიკაციები აშშ-ის მხარესთან. ფაქტობრივად, ერთი წლის
განმავლობაში ველოდებით აშშ-ის მხრიდან, რომ იქნებოდა გარკვეული ნაბიჯები გადმოდგმული საქართველოსთან ურთიერთობებში. იყო კომუნიკაცია, თუმცა გადამეტებული მოლოდინების შექმნა არ მინდა არც ამ კომუნიკაციების საფუძველზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ღიაა კონსულტაციებისთვის და ელოდება ურთიერთობების გადახედვას, რომელიც ორ ქვეყანას ორმხრივ პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში დააბრუნებს.

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყოს საუბარი. ჩვენ მოველით, რომ იქნება კონსულტაციები საქართველოსა და აშშ-ს შორის და მოვახერხებთ გადავლახოთ ის მართლაც რთული მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს ურთიერთობებში," - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, წინა წლებში საქართველო იყო ყოველდღიური პოლიტიკური დისკუსიის საგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის თეთრ სახლშიც, რაც ხშირად აისახებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან, საქართველო მუდმივად აფიქსირებდა თავის მტკიცე პოზიციას ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით.

“ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა საჯაროდ, თუ რას მივიჩნევთ აშშ-სთან ურთიერთობის გადახედვად. ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, ჩვენთვის მისაღები არ არის და ესეც გვითქვამს. ისიც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მეგობარი აქტი, რომელიც განიხილებოდა ამერიკის კონგრესში და რომელსაც ჩვენ არ მივიჩნევდით არანაირად მეგობარ აქტად, არ გვსურდა, რომ ყოფილიყო საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გარკვეულწილად განმსაზღვრელი და საფუძველი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს ნათქვამი, ჩვენი პოზიციები არის დაფიქსირებული და რა თქმა უნდა მოველით, რომ აშშ-ს მხრიდან გარკვეული სიცხადე იქნება საქართველოსთან ურთიერთობებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებულ ყურადღება რეგიონთან ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზეც გაამახვილა. მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უკავშირდებოდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულებისა და მშვიდობის მნიშვნელობის ხაზგასმას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ პროცესს საქართველო პოზიტიურად აფასებს და საკუთარი წვლილიც შეაქვს რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით.

მინისტრმა ასევე ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებებზე, რომ საქართველო შესაძლოა რეგიონული პროცესების მიღმა აღმოჩნდეს.

"როდესაც ჩვენი რეგიონის როლზე ვსაუბრობთ და უფრო მეტად არის საუბარი შუა დერეფანზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობაზე - წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება საქართველოს როლი დააკნინო. შეუძლებელია ამის გაკეთება, რაც არ უნდა ეცადონ. არავინ გამორიცხავს ალტერნატიული გზების არსებობას და ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ საქართველოს გამოტოვება წარმოუდგენელია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს გასასვლელი ზღვაზე და მარტო ეს კმარა იმისთვის, რომ მშვიდად იყო, რომ საქართველოს როლს ვერავინ დაკნინებს,“ - ხაზგასმით განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 23:04

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:57

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:48

მსოფლიო

ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.

16 აპრილი 2026, 21:52

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას

საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

16 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რომის პაპი ლეო XIV

16 აპრილი 2026, 21:42

მსოფლიო

რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე

რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 აპრილი 2026, 21:36

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.

16 აპრილი 2026, 21:21

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

16 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე

არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 21:02

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.

16 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი

ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.

16 აპრილი 2026, 20:51

პოლიტიკა

საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან

სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.

16 აპრილი 2026, 20:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 20:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

16 აპრილი 2026, 20:30

პოლიტიკა

რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.

16 აპრილი 2026, 20:28

საზოგადოება

ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.

16 აპრილი 2026, 20:21

პოლიტიკა

საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.

16 აპრილი 2026, 20:19

საზოგადოება

ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას

ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩარგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.

16 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს.