26 თებერვალი 2026, 11:50 / სანდო წყარო

დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

გარეთ ოურდი

გარეთ ოურდი

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად „იმედსა“ და „პოსტივიზე“ თავდასხმას ხედავს.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ყველა სიახლე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: როგორც ჩანს, ევროკავშირს არ სურს თურქეთის მიღება და არც ჩვენთვის აღარ არის ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტული. შედეგად, წაგებულ მდგომარეობაში ევროპა დარჩება

ევროკავშირის წევრობა ანკარასთვის პრიორიტეტი აღარ არის, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, ევროკავშირის რიგებში თურქეთის არყოფნით ევროპა დარჩება წაგებული.

16 აგვისტო 2026, 11:21

მსოფლიო

ლიბანზე ისრაელის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიშში მიიტანა. დარტყმები ნაბატიეს რაიონზე განხორციელდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა და 20-მდე დაშავდა.

16 აგვისტო 2026, 11:16

მსოფლიო

ლონდონში უკრაინის დაფინანსება გააპროტესტეს

ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი მილიარდები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე უნდა იხარჯებოდეს.

16 აგვისტო 2026, 11:16

სამართალი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

16 აგვისტო 2026, 11:13

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

16 აგვისტო 2026, 11:11

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიევში ხანძრები გაჩნდა. ობოლონის რაიონში ცეცხლი არასაცხოვრებელ შენობებს ორ სხვადასხვა მისამართზე გაუჩნდა. გოლოსეევის რაიონში ასევე აალდა არასაცხოვრებელი შენობა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, დაშავებულია სამი ადამიანი.

16 აგვისტო 2026, 11:08

სამართალი

პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

16 აგვისტო 2026, 11:05

სამართალი

თაღლითობის საქმეზე დაკავებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალს დღეს წარუდგენენ

გამოძიება თაღლითობის მუხლით არის დაწყებული, ბრალს დღეს წაუყენებენ. აღკვეთის ღონისძიებაზე ალბათ ხვალ იქნება მსჯელობა. დაკავებულს შევხვდი, სავარაუდოდ დუმილის უფლებას გამოიყენებს, რადგან ჯერ მასალებს არ ვართ გაცნობილი, რომ პოზიცია ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა.

16 აგვისტო 2026, 11:02

მსოფლიო

აშშ-ში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

სროლა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინციდენტში სავარაუდოდ ერთზე მეტი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. ამ დროისთვის ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.

16 აგვისტო 2026, 11:02

საზოგადოება

18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 16-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

16 აგვისტო 2026, 10:45

მსოფლიო

ბელგიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

ბელგიის აღმოსავლეთით, გერმანიის საზღვართან მდებარე პარკში მომუშავე მეხანძრეების დასახმარებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სახანძრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაიგზავნა. ბელგიის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შაბათს ნაშუადღევის მონაცემებით, ცეცხლის გაკონტროლება ჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა.

16 აგვისტო 2026, 10:34

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ფლორესის კუნძულს ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:00 საათზე მოხდა, მისი კერა კი 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

16 აგვისტო 2026, 10:14

მსოფლიო

მედია: მაროკოს პოლიციამ ათობით მიგრანტი დააკავა, რომლებიც სეუტაში გადასვლას გეგმავდნენ

მაროკოს ხელისუფლებამ ათობით მიგრანტი შეაჩერა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ექსკლავ სეუტაში გადასვლას ცდილობდნენ. მედია მაროკოს უსაფრთხოების სფეროში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ ფნიდაკის გარეუბანში, საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 111 ადამიანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობაც სუბსაჰარული აფრიკიდან იყო.

15 აგვისტო 2026, 22:05

რეგიონი

ახალი საწარმოები, მეურნეობები და ახალი სამუშაო ადგილები - როგორ ვითარდება სოფლის მეურნეობა ქვემო ქართლში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვემო ქართლში აგრარული სფეროს საწარმოები და მეურნეობები დაათვალიერა. დავით სონღულაშვილი წარმოების პროცესს, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობებს გაეცნო.

ბადრი ვადაჭკორია

15 აგვისტო 2026, 21:41

საზოგადოება

საქართველო ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება

საქართველო ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება, გამორჩეულ ფოტოგრაფს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში არაერთი გამორჩეული კადრი აღბეჭდა. ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ ბავშვობაში, ლანჩხუთში დაინტერესდა და როგორც თავად ამბობდა, ყოველთვის ცდილობდა ბუნებრივი კადრის დაჭერას.

15 აგვისტო 2026, 21:30

მსოფლიო

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს - კოკისპირული წვიმა, წყალდიდობები, შტორმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპაში გვალვა და ხანძრებია, ამერიკასა და იაპონიაში კი წვიმა, წყალდიდობა და შტორმის საფრთხე; დამანგრეველ სტიქიას ელოდებიან ჰავაის კუნძულებზე; ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია მეზობელ სომხეთშიც.

15 აგვისტო 2026, 21:15

საზოგადოება

დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგებს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე უმკლავდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩუღურეთი, ვაკე-საბურთალო, კრწანისი, მთაწმინდა - სტიქიამ ყველაზე მეტად სწორედ ეს რაიონები დააზარალა. რამდენიმე საათში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ქვა-ღორღი და მიწის მასა ჩამოიშალა, დაიტბორა ქუჩები, სახლები და სარდაფები. ღამიდან მოყოლებული, შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე უწყვეტად მუშაობენ.

15 აგვისტო 2026, 21:06

პოლიტიკა

კონფრონტაციით დაინტერესებული ძალების კამპანია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - დარტყმა ტურიზმსა და ეკონომიკაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვის ინტერესში შედის საქართველოში დაპირისპირებისა და ესკალაციისთვის ნიადაგის შექმნა? პროვოკაციული რიტორიკის გაძლიერების საფრთხეზე „ქართულ ოცნებასა“ და საპარლამენტო ოპოზიციაში აკეთებენ აქცენტს.

15 აგვისტო 2026, 20:30

სამართალი

ნარკოდანაშაულთან სახელმწიფოს ბრძოლა უკომპრომისოა - უცხო ქვეყნის მოქალაქეები აეროპორტში დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა - კრიმინალური პოლიციის აჭარის სამმართველოსა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც საქართველოში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანა სურდათ.

15 აგვისტო 2026, 19:02

რეგიონი

ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების გაკეთებას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.