კონფრონტაციით დაინტერესებული ძალების კამპანია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - დარტყმა ტურიზმსა და ეკონომიკაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ვის ინტერესში შედის საქართველოში დაპირისპირებისა და ესკალაციისთვის ნიადაგის შექმნა? პროვოკაციული რიტორიკის გაძლიერების საფრთხეზე „ქართულ ოცნებასა“ და საპარლამენტო ოპოზიციაში აკეთებენ აქცენტს.
სიძულვილის ენისა და დაპირისპირების წახალისებაში ისინი გარედან მართული ძალებისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების როლს ხედავენ.
როგორც აღნიშნავენ, ოკუპაციის პირობებში, ქსენოფობიური რიტორიკის გაძლიერება სამხედრო საფრთხის რისკს ზრდის და ტურიზმსა და ეკონომიკას ზიანს აყენებს.
ვრცლად ანი ბერძენიშვილის სიუჟეტში.
ყველა სიახლე
15 აგვისტო 2026, 21:41
საზოგადოება
საქართველო ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება
საქართველო ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება, გამორჩეულ ფოტოგრაფს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში არაერთი გამორჩეული კადრი აღბეჭდა. ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ ბავშვობაში, ლანჩხუთში დაინტერესდა და როგორც თავად ამბობდა, ყოველთვის ცდილობდა ბუნებრივი კადრის დაჭერას.
15 აგვისტო 2026, 21:30
მსოფლიო
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს - კოკისპირული წვიმა, წყალდიდობები, შტორმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპაში გვალვა და ხანძრებია, ამერიკასა და იაპონიაში კი წვიმა, წყალდიდობა და შტორმის საფრთხე; დამანგრეველ სტიქიას ელოდებიან ჰავაის კუნძულებზე; ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია მეზობელ სომხეთშიც.
15 აგვისტო 2026, 21:15
საზოგადოება
დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგებს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე უმკლავდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩუღურეთი, ვაკე-საბურთალო, კრწანისი, მთაწმინდა - სტიქიამ ყველაზე მეტად სწორედ ეს რაიონები დააზარალა. რამდენიმე საათში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ქვა-ღორღი და მიწის მასა ჩამოიშალა, დაიტბორა ქუჩები, სახლები და სარდაფები. ღამიდან მოყოლებული, შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე უწყვეტად მუშაობენ.
15 აგვისტო 2026, 20:30
სამართალი
ნარკოდანაშაულთან სახელმწიფოს ბრძოლა უკომპრომისოა - უცხო ქვეყნის მოქალაქეები აეროპორტში დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა - კრიმინალური პოლიციის აჭარის სამმართველოსა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც საქართველოში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანა სურდათ.
15 აგვისტო 2026, 19:02
რეგიონი
ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების გაკეთებას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.
15 აგვისტო 2026, 18:24
სპორტი
პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე ევროპის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (J2 +95კგ) ევროპის ჩემპიონია.
15 აგვისტო 2026, 17:41
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
15 აგვისტო 2026, 17:36
რეგიონი
ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით გრძელდება
დმანისის თეატრის დასი ამჯერად აბაშაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ილაპარაკეს ქართულ თეატრზე და იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობაზე. ხვალ კი აბაშაში ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრის მსახიობები სპექტაკლ „ხალდეს" წარმოადგენენ, რითაც ფესტივალი რეგიონში დაიხურება.
15 აგვისტო 2026, 17:22
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ბრალდებულებს 18 -18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო.
15 აგვისტო 2026, 17:17
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: ამ დროისთვის საერთო სამუშაოების 40-45%-ია შესრულებული
ამ დროისთვის საერთო სამუშაოების 40-45%-ია შესრულებული, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ. მისივე თქმით, დასუფთავებაზე ამ ეტაპზე 200 ადამიანი მუშაობს.
15 აგვისტო 2026, 16:51
მსოფლიო
Euronews: გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მკაცრი რეაგირება მოახდინა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომელმაც დიდ ბრიტანეთს „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა“ უწოდა
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მკაცრი რეაგირება მოახდინა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომელმაც დიდ ბრიტანეთს „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა“ უწოდა, - წერს Euronews-ი.
15 აგვისტო 2026, 16:48
საზოგადოება
ლეღვთახევში ტერიტორიას წმენდენ - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური
„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენებით; ასევე იწმინდება გზის სავალი ნაწილი ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.
15 აგვისტო 2026, 15:59
საზოგადოება
15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
15 აგვისტო 2026, 15:08
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში
ლიბანის პრეზიდენტის, ჟოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელის მიერ ქვეყნის სამხრეთზე განხორციელებული დარტყმები „ღია გზავნილია“ ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
15 აგვისტო 2026, 15:03
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო, საწარმოო, სამეცნიერო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო.
15 აგვისტო 2026, 14:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ტოკიოდან თბილისამდე, უხვ ნალექთან დაკავშირებული გამოწვევებია, ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს, ოპოზიცია კი, ლაზარეობას (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებზე ოპოზიციის წარმომადგენელთა რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება
15 აგვისტო 2026, 14:30
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი რუსოფობიურ განცხადებებზე: ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა
ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა ქსენოფობიური განცხადებების შეფასებისას.
15 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში დანერგონ აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს. ხალხს ახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცა
რა თქმა უნდა, ეს ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში დანერგონ ასეთი აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
15 აგვისტო 2026, 14:15
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონის გამგებელი: ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით
ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით, - აცხადებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე. მისივე თქმით, უხვი ნალექის გამო, მთაწმინდის რაიონიდან ბევრი შეტყობინება შევიდა.


