„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: ამ დროისთვის საერთო სამუშაოების 40-45%-ია შესრულებული
გიორგი პაპავა
IMEDI/ვიდეოკადრი
ამ დროისთვის შესრულებულია საერთო სამუშაოების 40-45%, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.
მისივე თქმით, დასუფთავებაზე ამ ეტაპზე 200 ადამიანი მუშაობს.
„უახლოესი დღენახევარის განმავლობაში იმავე რეჟიმით გავაგრძელებთ მუშაობას. ყველა რაიონის გამგეობა ჩართულია, პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან. შესაბამისად, დღენახევარში დავხურავთ სტიქიის შედეგად მიყენებულ ყველა კერას. 200 ადამიანი გვყავს დასუფთავებაზე შემოყვანილი, ხელით გაგვაქვს, რადგან საფეხმავლო ტერიტორიაა.
დღეს ღამით გათვალისწინებულია შესაბამის მონაკვეთებზე ასფალტის საფარის აღდგენაც ისე, რომ დილისთვის ყველა ადგილმდებარეობა მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა თბილისის ქუჩებსა და ინფრასტრუქტურას ისევ წმენდენ. პროცესში მერიის სამსახურები, გამგეობები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები არიან ჩართული. უხვი ნალექის შედეგად, გარკვეულ მონაკვეთებზე მიწის მასა ჩამოიშალა. ძლიერმა წვიმამ დატბორა ქუჩები, სახლების ნაწილი და სარდაფები. ასევე მეტროსადგურები - „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა.
ყველა სიახლე
15 აგვისტო 2026, 17:41
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
15 აგვისტო 2026, 17:36
რეგიონი
ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით გრძელდება
დმანისის თეატრის დასი ამჯერად აბაშაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ილაპარაკეს ქართულ თეატრზე და იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობაზე. ხვალ კი აბაშაში ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრის მსახიობები სპექტაკლ „ხალდეს" წარმოადგენენ, რითაც ფესტივალი რეგიონში დაიხურება.
15 აგვისტო 2026, 17:22
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ბრალდებულებს 18 -18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო.
15 აგვისტო 2026, 16:51
მსოფლიო
Euronews: გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მკაცრი რეაგირება მოახდინა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომელმაც დიდ ბრიტანეთს „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა“ უწოდა
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მკაცრი რეაგირება მოახდინა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომელმაც დიდ ბრიტანეთს „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა“ უწოდა, - წერს Euronews-ი.
15 აგვისტო 2026, 16:48
საზოგადოება
ლეღვთახევში ტერიტორიას წმენდენ - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური
„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენებით; ასევე იწმინდება გზის სავალი ნაწილი ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.
15 აგვისტო 2026, 15:59
საზოგადოება
15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
15 აგვისტო 2026, 15:08
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში
ლიბანის პრეზიდენტის, ჟოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელის მიერ ქვეყნის სამხრეთზე განხორციელებული დარტყმები „ღია გზავნილია“ ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
15 აგვისტო 2026, 15:03
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო, საწარმოო, სამეცნიერო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო.
15 აგვისტო 2026, 14:30
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი რუსოფობიურ განცხადებებზე: ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა
ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა ქსენოფობიური განცხადებების შეფასებისას.
15 აგვისტო 2026, 14:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ტოკიოდან თბილისამდე, უხვ ნალექთან დაკავშირებული გამოწვევებია, ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს, ოპოზიცია კი, ლაზარეობას (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებზე ოპოზიციის წარმომადგენელთა რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება
15 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში დანერგონ აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს. ხალხს ახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცა
რა თქმა უნდა, ეს ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში დანერგონ ასეთი აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
15 აგვისტო 2026, 14:15
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონის გამგებელი: ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით
ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით, - აცხადებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე. მისივე თქმით, უხვი ნალექის გამო მთაწმინდის რაიონიდან ბევრი შეტყობინება შევიდა.
15 აგვისტო 2026, 13:59
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული ხორბლის წარმოების ზრდას, ასევე ქართული ჯიშების შენარჩუნებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში კომპანიის „ლომთაგორა“ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო და მეხორბლე-ფერმერებს შეხვდა.
15 აგვისტო 2026, 13:26
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი ნედლეულის ადგილზე გადამუშავება დამატებული ღირებულების პროდუქციის შექმნას უწყობს ხელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობასა და წარმოების პროცესს გაეცნო.
15 აგვისტო 2026, 13:25
მსოფლიო
POLITICO: BBC-ი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ტრამპის ოჯახის წევრების სასამართლოში გამოძახებას ითხოვს
BBC-ი ცდილობს სასამართლოში გამოიძახოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი, ქალიშვილი და სიძე - აღნიშნული დაკავშირებულია 10 მილიარდი დოლარის ცილისწამების სარჩელთან, რომელსაც პრეზიდენტი ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ აწარმოებს, - წერს გამოცემა POLITICO.
15 აგვისტო 2026, 13:22
რეგიონი
რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო დასასვენებელი სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.
15 აგვისტო 2026, 13:10
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას, სასწავლო პროცესსა და საწარმოო მიმართულებებს გაეცნო. მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა, მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილმა სკოლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებისა და წარმოების განვითარების შესახებ.
15 აგვისტო 2026, 12:45
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
პროკურატურის ინფორმაციით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე ადამიანს.
15 აგვისტო 2026, 12:16
მსოფლიო
აშშ-ის ვაჭრობის მდივანი: ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ Apple-მა მეხსიერების ჩიპები ჩინეთისგან შეიძინოს
ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ Apple-მა მეხსიერების ჩიპები ჩინეთისგან შეიძინოს, - განაცხადა ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა.


