ძამაშვილი: გადაწყვეტილებაში, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ვარაუდების საფუძველზე - წლების განმავლობაში იყო მცდელობა, რაღაც ინფორმაცია შეთხზან და საზოგადოებას მიაწოდონ, როგორც სიმართლე
ბექა ძამაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. მისი თქმით, სანქციების მიზანი იყო დებატების სივრცის დახურვა, რადგან სულ რამდენიმე ეთერმაც აჩვენა, სად იყო სიმართლე.
„სულ რამდენიმე ეთერმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ყველა იმ მგრძნობიარე საკითხზე, რომლებზეც უნდოდათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მოხდა დებატებში ჩართვა და საკმაოდ აშკარა გახდა საზოგადოებისთვის, სად იყო სიმართლე. როდესაც ვიღაცას სიმართლის ეშინია, მაშინ ხდება სივრცის დახურვის მცდელობები. სხვა შეფასება რთული გასაკეთებელი იქნება, ლოგიკური არ იქნება და დროში დამთხვევაც შემთხვევითი არ არის; ის, რაზეც საუბრობენ, უკრაინაში ომი დაწყებულია 4 წლის წინ, „იმედი“ და „პოსTV“ ასე მაუწყებლობდნენ ყოველთვის და თუ მათგან რაღაც იყო მიუღებელი, რატომ მაინცადამაინც ახლა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ბექა ძამაშვილის თქმით, დებატებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და სანამ პირდაპირი ფორმით ინტერვენცია მოხდებოდა, როცა პირდაპირ მედიაზე თავდასხმა განხორციელდა, წლების განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა აქტორების მეშვეობით მომხდარიყო ფაქტების აღრევა რაღაც ვარაუდებში, შეფასებებში თუ აღქმებში. ყოველთვის იყო აღქმების ფაქტებად გასაღების მცდელობა.
„იმ საზოგადოებაში, სადაც მედიასივრცე დახურულია და დებატები არ ხორციელდება და ცალმხრივად ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამის შესაძლებლობა არის უფრო მეტი. თვითონ გადაწყვეტილება, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით, ესეც საინტერესოა, რომ არც დაფარეს; პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს ვარაუდების თუ ეჭვების საფუძველზე. ანუ ვარაუდი არსებობსო, ეჭვი არსებობს, რომ, შესაძლოა, ამ მიზნით გამოიყენებოდეს ეს ტელევიზიებიო. წლების განმავლობაში იყო ამის მცდელობა, რომ რაღაც ინფორმაცია შეთხზან და საზოგადოებას მიაწოდონ, როგორც სიმართლე, ფაქტი. წლებისწინანდელი ფაქტი შეგვიძლია, გავიხსენოთ, როცა მედიაში ჩარევა ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი პირველი ფაქტი იყო „რუსთავი 2“-ის საქმე. მაშინ იყო მცდელობა, რომ საზოგადოებაში შეექმნათ აზრი, თითქოს ხელისუფლება ჩაერია მედიის თავისუფლებაში. ოღონდ საუბარი რაზე იყო – გავლილი იყო სამი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სახეზე და იყო მცდელობა, რომ ეს წარმოეჩინათ როგორც მედიის თავისუფლებაში ჩარევა; მაშინ, როცა ახლა გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი სასამართლო ზედამხედველობის გარეშე რაღაც პოლიტიკური ორგანოს მიერ და ეს უნდათ, წარმოაჩინონ როგორც ფაქტი. დებატები სწორედ ამას უშლის ხელს. დებატებზე ირკვევა სწორედ, ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი, სად არის ფაქტები, სად არის, უბრალოდ, შეფასებები“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ყველა სიახლე
01 მარტი 2026, 00:16
მსოფლიო
ისრაელური მედია: ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს
01 მარტი 2026, 00:10
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში პროცესების დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციაში მას მოქმედების რამდენიმე გზა აქვს, მათ შორის ქვეყანაზე კონტროლის დამყარების გრძელვადიანი ძალისხმევა.
28 თებერვალი 2026, 23:49
მსოფლიო
მედია: ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია
ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ქვეყანას 1989 წლიდან მართავდა, მოკლულია.
28 თებერვალი 2026, 23:41
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ამერიკულ მხარეს საბრძოლო დანაკარგები არ აქვს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ამერიკულ მხარეს საბრძოლო დანაკარგები არ ჰქონია.
28 თებერვალი 2026, 23:14
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალი აღარ არის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ირანზე განხორციელებული აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ.
28 თებერვალი 2026, 23:12
რეგიონი
ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
28 თებერვალი 2026, 23:08
მსოფლიო
CNN: ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ირანული სახელმწიფო მედიის, Press TV-ის ინფორმაციით, რომელიც ირანის „წითელ ნახევარმთვარეზე“ დაყრდნობით ვრცელდება, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დღევანდელი ერთობლივი დარტყმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 22:49
სპორტი
მოკრივე ლაშა გურულმა მესამე პროფესიონალური ბრძოლა მოიგო
ინგლისის ქალაქ დერბიში ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა მესამე პროფესიონალური ბრძოლა გამართა. მან მექსიკელი ბენიტო სანჩესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
28 თებერვალი 2026, 22:20
პოლიტიკა
საბა ჯანაშია: ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამბავს, რომელიც „იმედისა“ და „პოსტივის“ ირგვლივ ხდება, ამ ყველაფერს ქართველი ადამიანი გულშემატკივრობს
ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამბავს, რომელიც „იმედისა“ და „პოსტივის“ ირგვლივ ხდება, ამ ყველაფერს ქართველი ადამიანი გულშემატკივრობს - რა მაგარია რომ უცხო ქვეყანა ერევა ქართულ ტელევიზიაში და ასანქცირებს, განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ბლოგერმა საბა ჯანაშიამ. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ეს გასაკვირიც აღარ არის.
28 თებერვალი 2026, 22:16
მსოფლიო
ერდოღანმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გამო, ამავდროულად კი დაგმო თეირანის მიერ განხორციელებული დარტყმები ყურის ქვეყნებზე
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გამო, ამავდროულად კი დაგმო თეირანის მიერ განხორციელებული დრონებითა და რაკეტებით დარტყმები ყურის ქვეყნებზე.
28 თებერვალი 2026, 22:13
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი: საქართველო გარკვეულწილად რთულ ვითარებებში კონსოლიდაციამ გადაარჩინა და ვფიქრობ, ახლა ასეთი რთული ვითარებაა. ჩვენ გჭირდება კონსოლიდაცია, როგორც „იმედი“ არის შემოკრებილი მაკა ლომიძის გარშემო - ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით
გადაცემის „შემდეგი გაჩერება“ წამყვანმა თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“ კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მომავალს დიდი იმედით უყურებს.
28 თებერვალი 2026, 22:03
მსოფლიო
მაკრონი: არავის უნდა ეგონოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხები უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება
არავის უნდა ეგონოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხები უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
28 თებერვალი 2026, 21:58
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის ფაქტზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინა
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გ. დ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
28 თებერვალი 2026, 21:55
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი დებატებზე: როცა ვიღაცას სიმართლის ეშინია, მაშინ ხდება სივრცის დახურვის მცდელობები
დებატებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ყოველთვის იყო აღქმების ფაქტებით გასაღების მცდელობა და იმ საზოგადოებაში სადაც დებატები არ ხდება ამის შესაძლებლობა არის უფრო მეტი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა. მისივე თქმით, სანამ მედიაზე თავდასხმა პირდაპირი ფორმით განხორციელდებოდა, წლების განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა აქტორების მეშვეობით მომხდარიყო ფაქტების აღრევა ვარაუდებში, შეფასებებში, აღქმებში.
28 თებერვალი 2026, 21:54
მსოფლიო
მაკრონი: საფრანგეთი წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული ირანზე განხორციელებული დარტყმების შესახებ
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანში შეტევის დაწყების შესახებ საფრანგეთი წინასწარ არ ყოფილა გაფრთხილებული.
28 თებერვალი 2026, 21:54
პოლიტიკა
რევაზ კარანაძე: საქართველოში არავის იჭერენ პოსტების გამო, როგორც ბრიტანეთში, საქართველოში გენოციდის გაპროტესტების გამო ხალხს უნივერსიტეტებში პოლიცია არ უვარდება, როგორც ეს ხდებოდა ბერლინში
საქართველოში არავის იჭერენ პოსტების გამო როგორც ბრიტანეთში, საქართველოში გენოციდის გაპროტესტების გამო ხალხს უნივერსიტეტებში პოლიცია არ უვარდება, როგორც ეს ხდებოდა ბერლინში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ.
28 თებერვალი 2026, 21:52
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ უცხო ძალების შემოყვანა არასდროს კარგად არ მთავრდება
„უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს და მთლიანად უნდა იყოს ამ იდეით გამსჭვალული, რომ აქ მიმდინარეობს საქართველოს დაცვა, გადარჩენა და ჩვენს ისტორიაში ყოფნა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ჩვენ ავირჩიეთ: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენიტეტი, ეს არის რამდენიმე თაობის გაცხადებული ნება და ამის დათმობას რაღაც სანქციებით არ ვაპირებთ“.
28 თებერვალი 2026, 21:44
მსოფლიო
მერცი: გერმანია მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმები ისრაელისა და რეგიონის სხვა პარტნიორების წინააღმდეგ
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ადასტურებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და აცხადებს, რომ ბერლინი „მჭიდრო კოორდინაციაშია“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და რეგიონულ პარტნიორებთან
28 თებერვალი 2026, 21:40
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ეს გადაწყვეტილება მთლიანად გასულია ევროპული კონვენციის სტანდარტებიდან. სტრასბურგის პრეცედენტები აჩვენებს, რომ გაეროს მიერ ტერორისტად გამოცხადებული პირების უფლებებში ჩარევაც კი ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული
კონკრეტული სუბიექტების, მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივად დაიცვან საკუთარი უფლებები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.


