ლევან მაჭავარიანი: როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენი გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული საქმეები ამაზე მეტყველებს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
ლევან მაჭავარიანი თავისი განცხადებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთხელ გაერთიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, მათი გარე პატრონების დავალებით მოხდა. ამ შემთხვევაში, ყველა ეპოქის, ყველა თაობის, ყველა მიმართულების „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა „ყველა დროის ნაციონალური მოძრაობა“. დასაფიქრებელია, გარე უფროსებმა რატომ არ გააერთიანეს ამ ჯგუფში პარტიები „ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“. გარე ძალები ცდილობენ, ეს ორი პარტია გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ - ვითომ ისინი ცალკე ძალას წარმოადგენენ. არადა, ყველა ერთი და იმავე ვერტიკალით იმართება.
„გახარია - საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2021 წლიდან პარტნიორობს. მათ ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია ჰქონდათ შექმნილი და ამ მუნიციპალიტეტებს პრობლემები შეუქმნეს. იმასაც შევახსენებ ყველას, რომ „ლელო“, „გახარია“ და „ნაცები“ 2024 წელს „ქარტიის“ გარშემო გაერთიანდნენ და როდესაც გახარიას პარტია 2024 წლიდან ამბობს, რომ „ნაცებთან“ თანამშრომლობა წითელი ხაზია, იმასაც შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ „ლელოსაც“ და „გახარიასაც“ დაანონსებული ჰქონდათ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციას არ შექმნიდნენ „ქართულ ოცნებასთან“. შესაბამისად, ჩვენ რომ აგვეღო 49%, რა თქმა უნდა, ისინი კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქმნიდნენ. მათი მესიჯ ბოქსიც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ერთიანი ძალაა. ისინი პიროტექნიკით პოლიციელების წინააღმდეგ ბრძოლას მშვიდობიან აქციას, მზია ამაღლობელს - პოლიტპატიმარს და ქართულ „გამჭვირვალობის კანონს“ „რუსულ კანონს“ ეძახიან. ასევე, ებრძვიან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას საქართველოში. ებრძვიან ძალიან მსხვილ - 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის საქართველოში შემოსვლას. ებრძვიან განათლების რეფორმას. არ უნდა დაგვავიწყდეს 2024 წლის ნოემბერში ის სამარცხვინო წერილი, რომელიც ბრიუსელში ოთხმა პარტიამ, კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - უშუალოდ „ნაცებმა“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარიამ“ გააგზავნა, სადაც ისინი ბრიუსელისგან საქართველოს დასანქცირებას ითხოვდნენ. ეს ფაქტია და ამას ვერ გაექცევიან.
მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადააჯგუფებენ გარე უფროსები მათ. ჩვენი მოქალაქეები ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებიან. ეს ყველაფერი აისახა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 14:59
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებაზე: ეს აღარ არის პოლიტიკური შეფასებების საგანი. ეს არის გარკვეულწილად უკვე სამედიცინო დიაგნოზიც
ეს აღარ არის პოლიტიკური შეფასებების მხოლოდ საგანი. ეს არის გარკვეულწილად უკვე სამედიცინო დიაგნოზიც საგანიც, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ ლაშა ჩხარტიშვილზე საუბრისას.
04 მარტი 2026, 14:58
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ზელენსკიზე: არამარტო ერეოდა საქართველოს პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ომში ჩართვისკენ. ახლა უნგრეთის არჩევნებში მოინდომა ჩარევა
„არამარტო ერეოდა საქართველოს პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ომში ჩართვისკენ, მერე საზოგადოებას უკანონო ხელისუფლების შეცვლისკენ და პირდაპირ მონაწილეობდნენ ის და მისი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ახლა უკვე სხვა ქვეყნებში მოინდომა ჩარევა, მათ შორის უნგრეთის არჩევნებში. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია სამწუხაროდ უკრაინა - ეკონომიკა ჩამოქცეული, ბუნდოვანი მომავალი და ის იცლის იმისთვის, რომ პირდაპირ, თავხედურად ამბობს, რომ გაიმარჯვებს იქ ორბანი თუ არ გაიმარჯვებს, რომ შემდეგ იქ კლანური ურთიერთობა დაამყაროს, დიფ სთეითის წარმომადგენელი თუ გაიმარჯვებს უნგრეთში“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
04 მარტი 2026, 14:48
პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია ლევან ცუცქირიძეზე: ცუცქირიძე ძველი, გამოცდილი „მიშისტია“
ლევან ცუცქირიძე ცდილობს ამტკიცოს, რომ არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას. მას მისი წარსული საქმიანობა ამხელს. მაგალითად, ცუცქირიძე ჯერ კიდევ 2007 წელს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესებში მონაწილეობდა. 2008 წელს კი ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების შედეგები უღიარა. ის იყო ჩატარებული ეგზიტპოლების ერთ-ერთი ავტორი.
04 მარტი 2026, 14:47
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლაშა ჩხარტიშვილზე: როდესაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისი ფილიალებით აქვს ომის და დაპირისპირების ბუნება და მათ ქვეყანა არ მიაჩნიათ თავიანთ სამშობლოდ, გვეუბნებოდნენ, რომ სად იყო არგუმენტები - ინებეთ არგუმენტები
როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისი ფილიალებით აქვს ომის და დაპირისპირების ბუნება და მათ ქვეყანა არ მიაჩნიათ თავიანთ სამშობლოდ, გვეუბნებოდნენ, რომ სად იყო არგუმენტები - ინებეთ არგუმენტები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილზე საუბრისას.
04 მარტი 2026, 14:47
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ჩხარტიშვილის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა არაერთგზის იხსნა და ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოება განაჩენს ძალიან კარგად გამოუტანს
ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა არაერთგზის იხსნა და ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოება განაჩენს ძალიან კარგად გამოუტანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილის განცხადების შეფასებისას. კერძოდ, ჩხარტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილი აიათოლას ბედს მალე გაზიარებს“.
04 მარტი 2026, 14:44
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს, ეს განსაკუთრებით შეეხება ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებებს, ასევე ენერგეტიკის სექტორს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
04 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.
04 მარტი 2026, 14:37
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოვლად უსამართლოდ შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებლად აღდგება არც ისე შორეულ პერსპექტივაში
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება.
04 მარტი 2026, 14:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის, ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ურთიერთობებში წინსვლა გვექნება
საქართველო მზად არის და მიესალმება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების ნორმალურ რეჟიმში გადაყვანას, სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას რეალურად სუფთა ფურცლიდან, სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად წარვმართოთ პარტნიორული ურთიერთობები, – განაცხადა მედიასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მარტი 2026, 14:31
მსოფლიო
The Financial Times: ევროკავშირი მოუწოდებს უკრაინას დაუშვას ინსპექტორები ნავთობსადენ „დრუჟბაზე“
გამოცემა The Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი უკრაინაში რუსული ნავთობსადენის „დრუჟბას“ ინსპექტირებას ითხოვს.
04 მარტი 2026, 14:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიმართოს საქართველოს საელჩოებს და დააფიქსიროს საკუთარი სურვილი, თუ მას უნდა სამშობლოში დაბრუნება
„იმ ქვეყნებში, სადაც დღეს საქართველოს მოქალაქეები არიან - საუბარი არის ამ შემთხვევაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ასევე კატარის სახელმწიფოებზე, სადაც საჰაერო სივრცე დაკეტილია და ვერ ხორციელდება ფრენები, ორივე სახელმწიფო დიდი მზრუნველობით ექცევა მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ ამ სახელმწიფოებში. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად უფასოდ შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ახლო ლოკაციებიდან მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა იმისათვის, რომ მათ დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნათ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
04 მარტი 2026, 14:28
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ონლაინ მედიების მიერ ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერად, ხოლო ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ პრემიერად მოხსენებაზე: ეს მათზე უფრო მეტად მეტყველებს, რეალურად რას წარმოადგენენ
ეს მათზე უფრო მეტად მეტყველებს, რეალურად რას წარმოადგენენ, ემსახურებიან თუ არა სიმართლეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
04 მარტი 2026, 14:27
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ონლაინ მედიებზე: ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები არიან ინსტრუმენტი უცხო გავლენის ხელში, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვალდებულება ჰქონდათ, რომ ზიზღი და შუღლი გაევრცელებინათ
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები არიან ინსტრუმენტი უცხო გავლენის ხელში, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვალდებულება ჰქონდათ, რომ ზიზღი და შუღლი გაევრცელებინათ, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პირების დისკრედიტაცია განეხორციელებინათ. ვინც აფინანსებდა, ის უკვეთავდა მუსიკას. სწორედ ამ მუსიკას უკრავდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ნეტგაზეთი“ იქნება ეს თუ ყველა ის სხვა ონლაინ მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს ინსტიტუციებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაციას ეწეოდნენ. ამიტომ, ისინი საკუთარ თავს ნამდვილად არ ეკუთვნიან. ვინც აფინანსებს, მათი მხრიდან არის დაკვეთილი ეს პოლიტიკაც, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ“, - განაცხადა წილოსანმა.
04 მარტი 2026, 14:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაცმოძრაობის“ დანაშაულები: თუ როგორ მუშაობდა წამების სისტემა, როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები
მისი თქმით, დოკუმენტში, რომლის ინგლისური თარგმანიც მომზადდა და გამოიცა, დეტალურადაა აღწერილი თითოეული პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი დანაშაული.
04 მარტი 2026, 14:21
პოლიტიკა
ილია ინჯია: მსოფლიო იცვლება და ჩვენი პატარა ქვეყანა აღმოჩნდა ორ ცეცხლს შუა. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში მიღწეული და შენარჩუნებული მშვიდობის ფასი დღეს კიდევ უფრო დიდია
მსოფლიო იცვლება და ჩვენი პატარა ქვეყანა აღმოჩნდა ორ ცეცხლს შუა. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში მიღწეული და შენარჩუნებული მშვიდობის ფასი დღეს კიდევ უფრო დიდია - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ილია ინჯიამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ გამოსვლების დროს.
04 მარტი 2026, 14:17
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ჩვენი ქვეყანა იყოს ღირსეული, ჰქონდეს თავისი ადგილი და გაიზარდოს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა
ჩვენი ქვეყნის ოპონენტები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მუდმივად აპელირებენ, თითქოსდა ქართული სახელმწიფო, ქართული ეკონომიკა, ქართული ფინანსური სექტორი ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში ვერ განვითარდება და მეტიც, მუდმივად აპოკალიფსს პროგნოზირებენ. ამის საპირისპიროდ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების შედეგები, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრმა თორნიკე ფაღავამ.
04 მარტი 2026, 14:16
პოლიტიკა
„პუბლიკა“, „on.ge“ და „ნეტგაზეთის“ მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ისინი ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებენ, საქართველოს ხელისუფლებაზე კი ამას ვერ ბედავენ
„პუბლიკა“, „on.ge“ და „ნეტგაზეთის“ მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია.
04 მარტი 2026, 14:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთ-საქართველოს ლიდერებს შორის არის ძალიან მეგობრული ურთიერთობა, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი
ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ფორმატი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაჯამებლად, თუ როგორი დინამიკა გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებში და რა გეგმები გვაქვს მომავალში, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთ-საქართველოს სამთავრობოთაშორისო შეხვედრის შემდეგ.
04 მარტი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ხელისუფლების დამარცხების პერსპექტივას განიხილავს. ის ამბობს, რომ ცვლილებების მომხრეა, თუმცა, არსებული ოპოზიციური სპექტრით ხელისუფლების ცვლილების გზას ვერ ხედავს.
04 მარტი 2026, 14:04
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს
ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის, მოჰამად მოხბერის განცხადებით, ირანი აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავს და ვაშინგტონთან არანაირი კონტაქტი არ აქვს.


