06 მარტი 2026, 13:10 / სანდო წყარო

ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური პროექტების განვითარების საკითხს

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა კონგრესმენებთან, რომლებიც საკმაოდ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა- განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

სეფაშვილის თქმით, საუბარი შეეხო ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

მისი თქმით, ის კითხვები, რომლებიც შეხვედრისას კონგრესმენების მხრიდან დაისვა, ადასტურებს იმ ინტერესს, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს საქართველოსთან დაკავშირებით.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და აქედან გამომდინარე არის საფრთხეები ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე. მით უმეტეს, იმ გარემოებაში, როდესაც მსოფლიო ფაქტობრივად ცეცხლის ალში არის გახვეული. ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული და ასევე, ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მომავალი ეკონომიკური ერთობლივი პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც არის კარგი საერთო ინტერესების განვითარებისთვის, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უფრო მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც შეიძლება აისახოს ახალი ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობაში, რომლის ჩამოყალიბება თანდათან უფრო რეალურ კონტურებს იძენს. ამის შესახებ საკმაოდ დადებითი მოლოდინებია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი და უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

აღსანიშნავია, რომ ყველა კონგრესმენს ჰქონდა გარკვეული კითხვები საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, მათი ეს კითხვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ინტერესს, რაც მათ გააჩნიათ საქართველოს მიმართ და მე განვიხილავ ამ ინტერესს პოზიტიურ ჭრილში, რადგან ის, რომ მათ სურთ პირველი წყაროდან მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც რეალურად არსებობს, ნიშნავს მათ სურვილს, რომ გაერკვნენ ვითარებაში და შესაბამისად ხელი შეუწყონ ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში განვითარებას“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

06 მარტი 2026, 19:16

მსოფლიო

კრემლი: ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

06 მარტი 2026, 19:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობერტ გერშნერთან შეხვედა გამართა.

06 მარტი 2026, 19:07

ეკონომიკა

თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

ანდრეი სიბიგა

06 მარტი 2026, 19:00

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში ბანკის ინკასატორების დაკავების გამო სანქციებით იმუქრება

უკრაინა მიიღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის სანქციების დაწესებას, უნგრეთში უკრაინის მოქალაქეების დაკავების გამო, - იტყობინება Reuters-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებაზე დაყრდნობით.

06 მარტი 2026, 18:59

რეგიონი

დაბა ხულოში ჭადრაკში მუნიციპალურ დონეზე პირველობა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესების შესაბამისად და მოიცავდა 7 ტურს. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ხულოს მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლის 135-მა სპორტსმენმა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 5 ასაკობრივ ჯგუფში.

ირაკლი კობახიძე

06 მარტი 2026, 18:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.

06 მარტი 2026, 18:36

მსოფლიო

ჯენიკა ფაუნდსი: ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივიღოთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელები და დავრწმუნდეთ, რომ მათი დაფინანსება ამერიკული ფედერალური ბიუჯეტიდან აღარ მოხდება

ამერიკელმა მკვლევარმა, ჯენიკა ფაუნდსმა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული ორდღიანი შეხვედრის შედეგები შეაჯამა. განხილვის მთავარი თემა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენები იყო.

06 მარტი 2026, 18:26

საზოგადოება

ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მეხუთედ უმასპინძლებს

ღონისძიების თემა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“ წარმოაჩენს არქივებში კინომეხსიერების შენარჩუნების, აღდგენისა და ხელახლა გააზრების პროცესს ციფრული ტრანსფორმაციის, რესტავრაციისა და უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. თანამედროვე ეპოქაში ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე საარქივო ფილმებს დიგიტალური ვერსია ახალ სიცოცხლეს სძენს და კინოეკრანებზე აბრუნებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

06 მარტი 2026, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: შიდა და გარე ძალების შეთანხმებული ქმედებით არის მცდელობა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მაქსიმალურად დააზიანონ. არ ერიდებიან ოდიოზური მიზეზების მოყვანასაც კი ოღონდ, მოსახლეობა როგორმე დაძაბულობაში ამყოფონ

შიდა და გარე ძალების შეთანხმებული ქმედების შედეგად არის მცდელობა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მაქსიმალურად დააზიანონ. საქართველოს შეუქმნან სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის, არ ერიდებიან ყველაზე ოდიოზური მიზეზებისა და საბაბების მოყვანასაც კი ოღონდ, ქვეყნის გარშემო და ქვეყნის შიგნით მოსახლეობა როგორმე დაძაბულობაში ამყოფონ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

პედრო სანჩესი

06 მარტი 2026, 18:19

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერი: ეს ომი ირანში, ჩემი და მთელი ესპანეთის აზრით, არის საშინელი შეცდომა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები და მათ „საშინელი შეცდომა“ უწოდა.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 18:14

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე: პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე. ეს იქნება რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის მზაობა და სურვილი აშკარად მოვისმინეთ ყველა შეხვედრაზე

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩვენ „მეგობარი აქტის“ მსგავს ინიციატივებზე ვსაუბრობდით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მან ამგვარად უპასუხა კითხვას აშშ-ში ვიზიტისას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადების შესახებ. კერძოდ, სამხარაძის თქმით, მათ სთხოვეს კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს.

06 მარტი 2026, 18:13

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა

„შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო. მიმოვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი - ძირითადად, უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ოკუპაცია. კონგრესმენებისგან ინფორმაცია მივიღეთ ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

06 მარტი 2026, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი გაცხადებული პოზიცია და სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ ორმხრივი ინტერესი ურთიერთობების აღდგენისა სახეზეა

„რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ში, საქართველოსთან მისი დამოკიდებულება შეიცვალა. პირდაპირი წნეხი, რასაც ჩვენ განვიცდიდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, ფაქტობრივად მოხსნილია. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ უკვე კონკრეტული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ნორმალური ურთიერთობა აღდგეს“.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 18:07

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა

ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ერკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 17:58

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ვუთხარით, რომ საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება, რომ გთხოვენ „FARA“-ს და ოჯახური ღირებულებების კანონების უკან გაწვევას. ეს მათთვის იყო მიუღებელი. ეს არის ღირებულებების თანხვედრა ტრამპის ადმინისტრაციასთან

ეს განცხადება სამიტზე არავის არ გაუკვირდა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, აქ იყვნენ ის კონსერვატორული ძალები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც სწორედ მსგავსი ჩარევების მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან და ფაქტობრივად ჩვენ ყველანი ერთ ენაზე ვსაუბრობდით და ძალიან ბევრი იყო ისეთი ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომელიც მსგავს ზეწოლაზე საუბრობდა. ამიტომ მათთვის სიახლე არ იყო და მათთვის არაფრის ახსნა არ გვიწევდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გარე ჩარევებს ეხებოდა.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 17:53

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე: იმედი გამოვთქვით ორივე მხარემ, რომ მომავალში ის ურთიერთობები, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აღარ განმეორდება და წარსულს ჩაბარდება

იმედი გამოთქვით ორივე მხარემ, რომ მომავალში ის ურთიერთობები, რაც წარსულში იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აღარ განმეორდება და წარსულს ჩაბარდება, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

06 მარტი 2026, 17:49

მსოფლიო

ისრაელმა თეირანსა და ისპაჰანზე საჰაერო შეტევის ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე და ქალაქ ისპაჰანზე საჰაერო შეტევის ახალი ტალღა დაიწყო. ინფორმაციას ისრაელური მედია ისრაელის თავდაცვის არმიაზე („ცაჰალზე“) დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

06 მარტი 2026, 17:48

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გარე ძალები ფიქრობენ რაღაცნაირი აამუშაონ ბერკეტები, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ და ამის ერთადერთი საშუალება აქვთ - ჩვენი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერება

გარე ძალები ფიქრობენ რაღაცნაირი ბერკეტები აამუშაონ, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ და ამის ერთადერთი საშუალება აქვთ - ჩვენი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 17:45

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: კონგრესმენებთან, სენატორებთან შეხვედრები თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა. გამოითქვა დიდი სურვილი, რომ ურთიერთობები გადაიზარდოს ისეთ კონკრეტულ შედეგში, როგორიცაა ახალი პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება

ვიზიტის ფარგლებში ბევრი შეხვედრა გვქონდა. შევხვდით როგორც კონგრესმენებს, სენატორებს და ყველა შეხვედრა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

06 მარტი 2026, 17:44

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

პროექტის ფარგლებში, ახალი საფეხმავლო ხიდი შენდება სოფელ რაჭისუბანში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი ბურჯების მოწყობა. ახალი ხიდები შენდება, სოფელ ქვემო ბოლნისსა და ქალაქ ბოლნისში. წისქვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, საყრდენი ბურჯების მოწყობა, მონოლითური სარეგულაციო კედლების ჩამოსხმა დასრულდა და მიმდინარეობს რკინაბეტონის კოჭების მოწყობის სამუშაოები.