ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული და გამოდიხარ და ამბობ, რომ თურმე, აქ ტერორისტული სკოლაა, რას მოუწოდებ იმ ქვეყნებს, ვინც ებრძვის ტერორიზმს, რომ საქართველოში მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია?!
ირაკლი ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
არ შეიძლება, რომ აბრალებდე ქვეყანას იმას, რაც არ არსებობს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა და გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას.
„არ შეიძლება, რომ აბრალებდე ქვეყანას იმას, რაც არ არსებობს - ზოგადად მსგავსი ფაქტი. დღეს, როდესაც მთელი რეგიონი, მეზობლები, თითქმის ყველა არის ცეცხლის ალში გახვეული და შენ გამოდიხარ და ამბობ, რომ თურმე, ტერორისტული სკოლაა და რაღაც მსგავსი სწავლება ამ სკოლაში, ანუ რას მოუწოდებ იმ ქვეყნებს, ვინც ებრძვის ტერორიზმს?! - რას ეუბნები, რომ საქართველოში მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია?!“ - განაცხადა ჭეიშვილმა.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
ყველა სიახლე
07 მარტი 2026, 17:04
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი: ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?
„ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?”, - წერს იგი.
07 მარტი 2026, 16:52
მსოფლიო
Deutsche Welle: ბერლინის პროკურატურამ მერცის შეურაცხყოფის გამო 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ბერლინის პროკურატურამ 18 წლის სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეურაცხყოფის გამო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
07 მარტი 2026, 16:49
პოლიტიკა
აბაშიძე: ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე, არამეგობრულია, საზოგადოებამ განსაჯოს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ ერთმანეთს შევადარებთ - ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე და არამეგობრულია, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.“
07 მარტი 2026, 16:48
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე: მეგობრობა ის იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა რომ არ დაეწყო და მათი ჯარის მოდერნიზაციაში არ დახმარებოდა
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც წერია, რომ „მეგობარი რთულ დროში გამოიცდება“. მეგრელიშვილი იხსენებს, 2008 წლის აგვისტო ომის დროს ისრაელის მიერ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობას და აცხადებს, რომ სწორედ ის იქნებოდა ქართულ-ებრაული მეგობრობა ისინი რუსეთს რომ არ დახმარებოდნენ.
07 მარტი 2026, 16:47
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: ისრაელის საელჩომ მეგობარი ჭირში იცნობაო. შეგახსენებთ, საქართველო რომ ჭირში იყო, ისრაელმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა
პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში 2013 წლით დათარიღებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აქვეყნებს, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „უპილოტო საფრენი აპარატების კოდები, რომლებიც მისმა მთავრობამ ისრაელისგან რუსეთთან ომის წინ შეიძინა, ცნობილი გახდა „მოწინააღმდეგისთვის“.
07 მარტი 2026, 16:23
მსოფლიო
ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს ირანზე ძლიერი დარტყმა განხორციელდება.
07 მარტი 2026, 16:21
სამართალი
სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან
სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან
07 მარტი 2026, 16:04
პოლიტიკა
საქართველოს 8-10 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს 8-10 მარტს ეუთოს მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
07 მარტი 2026, 16:00
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის სპორტული ინვენტარის გადაცემა დასრულდა
საქართველოს სპორტის სამინისტრომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მეშვეობით საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებული საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის საფეხბურთო ინვენტარის გადაცემა დაასრულა. საფეხბურთო აღჭურვილობა გადაეცა 106 საფეხბურთო სკოლასა და აკადემიას. ხაშურის კომპლექსურ სასპორტო სკოლა „ივერიისა“ და გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბ „გორისთვის” ინვეტარის გადაცემის პროცესს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ესწრებოდნენ.
07 მარტი 2026, 15:53
საზოგადოება
გიორგი ძაძამია სენაკში აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს და პედაგოგებს შეხვდა.
07 მარტი 2026, 15:45
რეგიონი
აფხაზეთიდან დევნილ ქალებს ზუგდიდში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
07 მარტი 2026, 15:15
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო უსაფრთხოების სამსახურისკენ, რამდენად დაცულად იგრძნობდნენ თავს ამ დაძაბულ სიტუაციაში. მათი მოლოდინი გამართლდა
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ტერორიზმთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებზე სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებაზე მიუთითებს.
07 მარტი 2026, 15:13
პოლიტიკა
სოსიაშვილი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: ნებისმიერ სიტუაციას იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ახლა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია მოარგეს საკუთარ ინტერესებს, რომ საკუთარი სამშობლო დააზარალონ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და გამოქვეყნებული კვლევები შეაფასა.
07 მარტი 2026, 15:10
მსოფლიო
მედია: ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა, რომელიც ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთი კანდიდატია, ევროპაში ფეშენებელურ უძრავ ქონებას შუამავლების საშუალებით ფლობს
Euronews-ის ინფორმაციით, რომელიც სააგენტო Bloomberg-ის მიერ ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს ეყრდნობა, მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება, უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
07 მარტი 2026, 15:08
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და იმ წარმომადგენლებისა, რომელთა პოლიტიკური გზავნილი ყოველთვის იყო ერთი - საქართველო იმსახურებს სანქციებს
თუ არ დავუწესებთ სანქციებს, ისე ქართველი ხალხის გაბრაზებას, თუ ქართველი ხალხის ანტისამთავრობო განწყობილებების მიღებას ვერ ვაღწევთ - აი, ეს არის ის გზავნილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გერმანიის ელჩისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ, რომელიც შესახებაც ინფორმაცია „ქრონიკამ“ მოიპოვა და რომელზეც განხილვის თემა უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობა იყო.
07 მარტი 2026, 14:48
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: ტატა ხვედელიანი ლადო ვარძელაშვილის სტუდენტურ თვითმმართველობაში იყო „ნაცების“ დროს და ეს ხალხი გვიტრიალდება, „ნაცები“ ხართო
რაც პანკისში მოხდა, ჩატაევი რომ შემოეპარათ ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი გახარია არ არის? და ეს ხალხი გვიტრიალდება, რომ თქვენ „ნაცები“ ხართო, ეს გახარიას „აპარატჩიკი“ არარაობები საერთოდ, გაქცეული კურდღლის, ჩვეულებრივად, - განაცხადა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
07 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
გერმანიის ელჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია მედიას ემალება, საელჩო კი შეხვედრასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ კითხვას ამ დრომდე არ პასუხობს
„ქრონიკამ“ გუშინვე მიმართა გერმანიის საელჩოს კითხვუთ, ადასტურებენ თუ არა შეხვედრას ნინო ლომჯარიასთან და იყო თუ არა კონსპირაციული შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, თუმცა, „ქრონიკას“ საელჩოდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
07 მარტი 2026, 14:38
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
07 მარტი 2026, 14:25
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები
იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მტკიცებულებაზე საუბრისას, სადაც ასახულია გერმანიის საელჩოდან ელჩის მანქანით ნინო ლომჯარიას გაყვანის ფაქტი.


