07 მარტი 2026, 20:45 / სანდო წყარო

პრემიერი: ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა უარყოფითი სალდო, ანუ იმაზე მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა, 2024 წელს 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ემიგრაცია არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე დაფიქსირებული სტატისტიკიდან, ამის მთავარი მიზეზი არის ეკონომიკა, რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვას, ესეც პრობლემური საკითხია და საჭიროა პროცესების სწორად მართვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ

მისივე თქმით, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ.

„ეს არის თემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და სამართლიანად, ბუნებრივია. ყველა ვხედავთ, რომ საკმაოდ შემაშფოთებელია ტენდენციები, განსაკუთრებით ევროპაში, თუმცა მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც, შესაბამისად ის, რომ ეს საკითხი იწვევს ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს, გასაკვირი არ არის. შესაბამისად, მისასალმებელია ამ თემაზე ფართო დისკუსიის გაშლა.

რაც შეეხება ზოგადად ემიგრაციას და იმიგრაციას. ემიგრაციაც არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე დაფიქსირებული სტატისტიკიდან. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მიგრაციული სალდო, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა და ეს ბალანსი არის ნეგატიური. ამას აქვს ზოგადად ერთი მთავარი მიზეზი, ეს არის - ეკონომიკა. ესაა ძირითადი ფაქტორი, რაც იწვევს მოსახლეობის ემიგრაციას და უარყოფით მიგრაციულ სალდოს. რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვას, ეს პრობლემური საკითხია, საჭიროა პროცესების სწორად მართვა და 3 ძირითადი ფაქტორია, რაც განაპირობებს მიგრანტების შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ის, რომ ვართ ტურისტული ქვეყანა, შესაბამისად, გახსნილი ვართ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მეორე - ეს არის სტუდენტების პროგრამები, უცხოელი სტუდენტები გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობით და მესამე არის ეკონომიკის ზრდა და სამუშაო ძალის დეფიციტი, რასაც სჭირდება შევსება. ამ დეფიციტის შევსება ხდება ხშირად, პირველ რიგში, კომპანიების მიერ უცხოური სამუშაო ძალით.

რაც შეეხება ეკონომიკას და ემიგრაციას რომ შევეხოთ, რატომ გადიან ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ. ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა უარყოფითი სალდო საქართველოს მოქალაქეების ნაწილში, ანუ იმაზე მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა. შარშან წინ საიმედო მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველად მოხდა ისე, 2020 წლის შემდეგ, 2020 წელს მიზეზი იყო კოვიდი, 2024 წელს 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა 2024 წელს 2020 წლის შემდეგ დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ერთგვარი ეკონომიკური გრავიტაციის კანონი მოქმედებს მიგრაციის კუთხით, ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი ეკონომიკა, იზიდავს მოქალაქეებს ქვეყნებიდან, რომელთაც აქვთ უფრო მცირე ეკონომიკა.

„რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს შემთხვევაში, 33 340 აშშ დოლარია ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. გერმანიაში იგივე მაჩვენებელი არის 75 480, საფრანგეთში 67 671, საბერძნეთში 46 800 და ინდოეთი - 12 964. ციფრებიდან ჩანს, რომ რეალურად, დიდი სხვაობაა საქართველოსა და გერმანიას შორის, თითქმის 2.5-ჯერ უკეთესია ცხოვრების დონე გერმანიაში, ამას ემატება დაგროვილი ინფრასტრუქტურა, სერვისები, მომსახურება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ერთგვარი ეკონომიკური გრავიტაციის კანონი მოქმედებს მიგრაციის კუთხით, გრავიტაციაში ვიცით, რომ რაც უფრო დიდია სხეული, მით მეტად იზიდავს მცირე სხეულს. აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფრო დიდი ეკონომიკა და ეს ქვეყანა იზიდავს მოქალაქეებს იმ ქვეყნიდან, რომელსაც აქვს უფრო მცირე ეკონომიკა. შენი ეკონომიკა, რომელიც არის 2.5 - ჯერ ნაკლები ვიდრე სხვა ქვეყანაში, შენი მოქალაქეები მიდრეკილნი არიან ემიგრაციისკენ და ეს მსოფლიოში ყველგან ასეა. თუმცა, ეს სხვაობა მცირდება. რომ შევადაროთ 2012 წლის მონაცემები და 2026 წლის მონაცემები, ოთხნახევარმაგი იყო სხვაობა გერმანიასთან, ანუ 4.5-ჯერ გვისწრებდა და ეს სხვაობა შემცირებულია რადიკალურად. საფრანგეთთან ოთხმაგი იყო სხვაობა და ორმაგია, საბერძნეთთან სხვაობა იყო 2.5 და შემცირებულია 40 %-მდე. საბერძნეთის მაგალითი რომ ავიღოთ, 90-იან წლებში იყო ძალიან დიდი მიგრაციული ნაკადი საბერძნეთში, დღეს, პრაქტიკულად, აღარავინ მიდის საბერძნეთში სამუშაოდ, იმიტომ რომ ეს ეკონომიკამ განაპირობა. 40 % არის სხვაობა, ასეთ პირობებში, მიგრაციის ინტერესი აღარ არის. 90-იან წლებში მიდიოდნენ იმიტომ, რომ 8-ჯერ მეტი იყო ეს მაჩვენებელი და ბუნებრივია იყო მიგრაცია საქართველოდან საბერძნეთში. ინდოეთის მაგალითი რომ ავიღოთ, 2.5-ჯერ ვასწრებთ ინდოეთს, ამიტომ აქ პირიქით ინტერესი არსებობს. თუ გერმანიის შემთხვევაში ინტერესი არის, რომ საქართველოდან წავიდეს მოქალაქე, ამ შემთხვევაში არის ინტერესი, რომ ინდოეთიდან ჩამოვიდეს საქართველოში მოქალაქე,“- განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

22 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

უნგრეთის ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება, რომელზეც, სავარაუდოდ პეტერ მადიარს პრემიერის პოსტზე დაამტკიცებენ

უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს ჩანიშნა.

22 აპრილი 2026, 08:58

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი მედალი მოიპოვა და შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი - ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა; შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

22 აპრილი 2026, 08:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 აპრილს საქართველოში

ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

22 აპრილი 2026, 08:42

რეგიონი

გორის ერისთავის თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს

გორის ერისთავის თეატრში კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს. შესრულდა პატრიარქის საგალობლები, ხოლო ახალგაზრდებმა, პოეტ ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, წაიკითხეს ლექსები.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

22 აპრილი 2026, 08:33

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან და ისაუბრებენ საქართველო-ყაზახეთის საკითხებსა და პერსპექტივებზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 08:24

პოლიტიკა

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.

არჩილ გორდულაძე

22 აპრილი 2026, 08:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს

დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.

ნინო წილოსანი

22 აპრილი 2026, 08:15

პოლიტიკა

ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს

პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.

22 აპრილი 2026, 08:02

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აპრილიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.

22 აპრილი 2026, 07:59

სპორტი

„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა

„დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.

სკოტ ბესენტი

22 აპრილი 2026, 02:24

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.

22 აპრილი 2026, 02:12

მსოფლიო

The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს

გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

შეჰბაზ შარიფი

22 აპრილი 2026, 01:37

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.

22 აპრილი 2026, 00:41

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.

რეინჰარდ მარქსი

22 აპრილი 2026, 00:33

მსოფლიო

Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ

მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

დონალდ ტრამპი

22 აპრილი 2026, 00:19

მსოფლიო

ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა

იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

22 აპრილი 2026, 00:11

მსოფლიო

Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს

უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.

22 აპრილი 2026, 00:04

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა

ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.

21 აპრილი 2026, 23:50

მსოფლიო

The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს

პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

ჯეი დი ვენსი

21 აპრილი 2026, 23:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.