08 მარტი 2026, 20:22 / სანდო წყარო

ისეთი ძლიერი სპეცსამსახურები, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს, ბევრ ქვეყანას შეშურდება. დღევანდელი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს ეფუძნება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

სპეკულაცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ სხვის ომში ჩართულ მხარედ, ფაქტია, არც ამჯერად მუშაობს, თუმცა მცდელობებს მაინც არ აკლებენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ კვირის მოვლენების შეჯამებისას.

მისივე თქმით, 15 ქვეყნის ცაზე გამოჩნდა საბრძოლო დრონები თუ ბალისტიკური რაკეტები და ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის რკალშია. არსებული დრამატული ვითარების ფონზე კი საქართველო მიზანმიმართული დეზინფორმაციის მორევში აღმოჩნდა.

„ირანი, ისრაელი, ერაყი, იორდანია, ლიბანი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საამიროები, კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, კვიპროსი, აზერბაიჯანი, თურქეთი და სირია - 15 ქვეყნის ცაზე გამოჩნდა საბრძოლო დრონები თუ ბალისტიკური რაკეტები. ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის რკალშია. მშვიდობა, საქართველო.

ვითარება უკიდურესად მძიმეა. ახლა ყველას მართებს თავშეკავება, სიფრთხილე და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება. ახალი მსოფლიო წესრიგი არა დიპლომატიით, არამედ ცეცხლით და ძალის პოლიტიკით ყალიბდება. ასეთ დროს იმ ერებს, რომლებიც პრაგმატული პოლიტიკის ერთგულნი რჩებიან და იციან სუვერენიტეტის ფასი, აქვთ შანსი აირიდონ კონფლიქტი - არ იქცნენ პოლიგონად მეორე ფრონტისთვის. ამის მწარე გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ და ყველამ კარგად ვიცით, რომ არა „ქართული ოცნება“ და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, დიდი იყო ალბათობა, ბევრი დედა შემოსილიყო ძაძით. ომგამოვლილი ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებდა.

საქართველო ცეცხლის რკალშია. ერთი არასწორი ნაბიჯი და შეიძლება ცეცხლი ჩვენც მოგვედოს. საბედნიეროდ, ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამას კარგად ხედავს. იციან, რა გამოწვევების წინაშეა დღევანდელი ხელისუფლება და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მშვიდობის მცველებს. მშვიდობის დაცვაში ერი და ბერი ერთსულოვანია - ცალკეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით. არიან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვაჭრის თვალით უყურებენ ომს, ცეცხლს, ოკუპაციას, კრიზისებს და სიტყვა ტერორიზმსაც კი.

ფაქტია, ახლო აღმოსავლეთში არსებული დრამატული ვითარების ფონზე, საქართველო მიზანმიმართული დეზინფორმაციის მორევში აღმოჩნდა. კონკრეტულმა ძალებმა ღია საინფორმაციო ომი წამოიწყეს. სპეკულაცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ სხვის ომში ჩართულ მხარედ, ფაქტია, არც ამჯერად მუშაობს, თუმცა მცდელობებს მაინც არ აკლებენ. დღეს უკვე თვისობრივად სხვა რეალობაა. ისეთი ძლიერი სპეცსამსახურები, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს, ბევრ ქვეყანას შეშურდება. ისიც ხაზგასასმელია, რომ დღევანდელი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს და არაფერს სხვას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება და ანტიქართული ბრალდებების ავტორები სასამართლოში დღეს გამოიკითხნენ.

ვინ ეთამაშება ცეცხლს და რა მოტივით? - სანდრო გამსახურდია მოგიყვებათ, რის საფუძველზე დაადანაშაულეს საკუთარი სამშობლო ტერორიზმის ხელშეწყობაში ხიდაშელმა, გიგაურმა და სხვებმა.

ყველა სიახლე

10 მარტი 2026, 14:33

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 219.81 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ლევან მახაშვილი

10 მარტი 2026, 14:33

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იმედია ამჯერად მაინც გვექნება ინფორმაცია გერმანიის ხელისუფლებისგან, რას ხმარდება, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას და რა თანხა იხარჯება საქართველოში

იმედია ამჯერად მაინც გვექნება ინფორმაცია, რას ხმარდება, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას და რა თანხა იხარჯება საქართველოში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: პიროვნულად მათი ურთიერთობა, როგორიც არის სოციალურ ქსელებში მთელი ეს ეპოპეა კარგად ჩანს. ასე რომ ჩემი დახმარება მათ, ერთმანეთის ეპითეტებით შემკობაში არ სჭირდებათ

ალბათ უფრო იძულებითი ქმედება არის ვიდრე ბუნებრივად სურვილი გაერთიანების, - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ალიანსს.

ლევან მაჭავარიანი

10 მარტი 2026, 14:30

პოლიტიკა

მაჭავარიანი გივი თარგამაძესა და გიორგი კანდელაკზე: ეს არის უსამშობლოთა გაერთიანება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას რამენაირად ავნონ

„ეს არის უსამშობლოთა გაერთიანება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად ავნონ ჩვენს ქვეყანას და ფიქრობენ, რომ თუ რაღაც უბედურება დატრიალდება საქართველოში, მხოლოდ მაგ შემთხვევაში აქვთ შანსი, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ“.

გიორგი გაბუნია

10 მარტი 2026, 14:24

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: თარგამაძე და კანდელაკი რომ დიდი ხანია ჩართულები არიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, არიან გარე დავალებების შემსრულებლები, ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია

თარგამაძე და კანდელაკი რომ დიდი ხანია ჩართულები არიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, არიან გარე დავალებების შემსრულებლები, ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

10 მარტი 2026, 14:18

სამართალი

გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. გამოკითხვის დაწყებამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ლევან მახაშვილი

10 მარტი 2026, 14:16

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით: დავინახეთ, რომ იყო აღვირახსნილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა ინფორმაცია იყო მანიპულაცია, ზოგიერთი ელჩის თუ სხვა პირის ჭორაობა

მთელი ეს პროცესი ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ საქართველო კეთილსინდისიერად იცავს სასანქციო პოლიტიკას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, ევროკავშირის მიერ ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

10 მარტი 2026, 14:09

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რადიკალები, მდიდარი „ენჯეოები“, რამდენიმე ელჩი ძალიან გულშემატკივრობდნენ ყულევის პორტის დასანქცირებას. რა თქმა უნდა, ყველაფერი წყალში ჩაუვარდათ. ბატონი სალივანისგან მივიღეთ მადლობის წერილი

„ეს რადიკალები, მდიდარი „ენჯეოები“, რამდენიმე ელჩი, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივად ჩამოყალიბდნენ. ისინი ძალიან გულშემატკივრობდნენ დასანქცირებას, ავრცელებდნენ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას. ამ შემთხვევაში შემიძლია [გერმანიის ელჩი პეტერ] ბატონი ფიშერი გამოვყო, რომელიც ირწმუნებოდა, თითქოს პორტის დასანქცირებისთვის მტკიცებულებები არსებობდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი წყალში ჩაუვარდათ. ბატონი სალივანისგან მივიღეთ მადლობის წერილი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

თამარ იოსელიანი

10 მარტი 2026, 14:02

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების მკაცრ აღსრულებას და ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ როგორც პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

დონალდ ტრამპი

10 მარტი 2026, 13:50

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანზე აშშ-ის შეტევამ პუტინზე შთაბეჭდილება მოახდინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო, როცა ნახა, თუ როგორ შეუტია ამერიკამ ირანს.

10 მარტი 2026, 13:34

მსოფლიო

Der Spiegel: ირანმა იორდანიაში გერმანულ სამხედრო ბაზას დაარტყა

როგორც Der Spiegel-ი იტყობინება, 9 მარტის საღამოს ირანულმა რაკეტებმა ბაზის ამერიკულ სექტორს შეუტიეს, რის შედეგადაც გერმანული ყაზარმებიც დაზიანდა. ბუნდესვერის ჯარისკაცები იმ დროს თავშესაფარში იმყოფებოდნენ, ამიტომ არავინ დაშავებულა. ჟურნალის ცნობით, ბაზა დაცულია ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით და შედარებით უსაფრთხოდ ითვლება. შესაძლოა, გერმანულ ყაზარმებზე ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივდა.

ლევან მაჭავარიანი

10 მარტი 2026, 13:34

პოლიტიკა

მაჭავარიანი აშშ-ის სახ.დეპ-ის მონაცემებზე: ეროვნული, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება - მშვიდობის, სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

მიუხედავად, არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

10 მარტი 2026, 13:32

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო მოგზაურობის განახლებული რეკომენდაციების გვერდი აამოქმედა, რომელიც მოიცავს გლობალურ ინტერაქციულ რუკას.

10 მარტი 2026, 13:30

სპორტი

სპორტის მინისტრის მოადგილეები საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიღებას დაესწრნენ

საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა საერთაშორისო არენაზე. ხორვატიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ჩატარებული ორი თამაშიდან გუნდმა ორივეში გაიმარჯვა, მსოფლიოს რეიტინგში 7 ქვეყანას გაუსწრო და 33-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ჯაბა ხუბუა

10 მარტი 2026, 13:29

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. ასეთები საუბრობენ დამხობაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება

რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

10 მარტი 2026, 13:07

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა.

10 მარტი 2026, 13:01

პოლიტიკა

გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

10 მარტი 2026, 12:55

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპის მრჩევლები არწმუნებენ მას, ირანის ომიდან გამოსავალი მოძებნოს

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვა დაჟინებით მოითხოვს, რომ მან რაც შეიძლება სწრაფად ირანთან კონფლიქტიდან გამოსავალი მონახოს, რადგან ხანგრძლივი ომი სერიოზული პოლიტიკური დანაკარგების მომტანი იქნება.

კალინ ჯორჯესკუ

10 მარტი 2026, 12:46

მსოფლიო

რუმინეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ჯორჯესკუს წინააღმდეგ მტკიცებულებები უკანონო გზით იყო მოპოვებული

ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ მტკიცებულებები უკანონო გზით იყო მოპოვებული, რაც ბრალდების პოზიციას ძირს უთხრის. ინფორმაციას Brussels Signal-ი ავრცელებს.

10 მარტი 2026, 12:28

საზოგადოება

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გარდაბანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, შეხვედრა გაიმართა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გარდაბანში გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.