ბორის ჯონსონს დასანქცირებაზე საუბრისას ინტერვიუში „იმედი“ და „პოსტივი“ არ უხსენებია - „იმედის კვირის“ მიერ აღმოჩენილი დეტალი „ინდეფენდენს ავენიუ მედიას“ მიერ გავრცელებულ კომენტარში
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების შესახებ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის კომენტარში, რომელიც „ინდეფენდენს ავენიუ მედიამ“ გაავრცელა, საინტერესო დეტალი აღმოაჩინა - მისი ინტერვიუს 24-წამიან ჩანაწერში ბორის ჯონსონი არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც „პოსტივის“ ახსენებს.
„ინდეფენდენს ავენიუ მედიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა რედაქტორმა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დახურული „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩაწერა.
საიტზე გამოქვეყნებული ინტერვიუს წინასიტყვაობიდან ვიგებთ, რომ ეს ინტერვიუ 24 თებერვალს ჩაიწერა. ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 წლისთავზე და ორი ქართული ტელეკომპანიისთვის სანქციების გამოქვეყნების დღეს. ია მეურმიშვილმა 24 თებერვალს ჩაწერილი ინტერვიუ 27 თებერვალს თარგმანის გარეშე გამოაქვეყნა.
27 თებერვალს ატვირთულ 8-წუთიან ჩანაწერში რატომღაც ვერ მოხვდა ის 24-წამიანი ფრაგმენტი, რომელიც 3 დღის შემდეგ, 2 მარტს გამოქვეყნდა არა ორიგინალი, არამედ - მხოლოდ ქართული გახმოვანებით. „ინდეფენდენს ავენიუ მედიას“ მტკიცებით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი „იმედსა“ და „პოსტივი“ ახსენებს.
რადგან ორი ქართული ტელეკომპანიის შესახებ ბორის ჯონსონის კომენტარის ეს ნაწილი ინტერვიუს ძირითად ვერსიაში ვერ მოხვდა და მხოლოდ ქართულად გახმოვანებული ვერსია შემოგვთავაზეს, „იმედის კვირამ“ ორიგინალი ვერსია სპეციალური ტექნიკური საშუალების გამოყენებით მოისმინა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ 24-წამიან ჩანაწერში ბორის ჯონსონი არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც „პოსტივის“ ახსენებს.
დეტალების დასაზუსტებლად და ამ ვერსიის გადასამოწმებლად „იმედის კვირა“ ინეტრვიუერს დაუკავშირდა თხოვნით, მოეწოდებინა ფრაგმენტის ორიგინალი, რაზეც მან უარი განაცხადა.
რატომ არ გამოქვეყნდა ეს მონაკვეთი ინტერვიუს ვრცელ ვერსიასთან ერთად, რატომ შეინახეს კიდევ 3 დღე და რატომ ვერ ამოვიკითხეთ ბორის ჯონსონის საუბარში „იმედი“ და „პოსტვ“?! ან რატომ არ გაავრცელა მედიასაშუალებამ ორიგინალი ჩანაწერი?
წერილობით პასუხში ია მეურმიშვილი აღიარებს, რომ ბორის ჯონსონს „იმედი“ და „პოსტივი“ არ უხსენებია და რადგან ამ თემაზე დასმულ კითხვას პასუხობდა, გახმოვანებისას ტელევიზიების სახელები თავად ჩაამატეს. ია მეურმიშვილი ირწმუნება, რომ ეს ფართოდ გავრცელებული ჟურნალისტური პრაქტიკაა.
„ბატონი ჯონსონი სწორედ ამ სანქცირებულ ტელევიზიებზე საუბრობდა კითხვაზე პასუხად, თუ რას ნიშნავს ბრიტანეთის მთავრობის მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით ამ ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირება. სიცხადისა და კონტექსტისთვის, და ფართოდ გავრცელებული ჟურნალისტური პრაქტიკის შესაბამისად, მისი პასუხის ტრანსკრიფციაში ბრაკეტებში „[...]“ დავამატეთ ამ ტელევიზიების სახელები“, - აღნიშნულია პასუხში.
თუმცა, არც მათ ვებგვერდებზე იკითხება, რომ ბორის ჯონსონთან ინტერვიუს ტრანსკრიპტში რედაქციის მიერ არის ჩამატებული „იმედი“ და „პოსტივი“. რა შეკითხვას უპასუხა ბორის ჯონსონმა, უცნობია. ჟურნალისტის კითხვის და გაუხმოვანებელი 24 წამიანი ფრაგმენტის მოწოდებაზე მეურმიშვილმა ისევ უარი თქვა.
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 11:36
პოლიტიკა
ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
მსოფლიოს მოწინავე კვლევითმა ორგანიზაციამ, ვაშინგტონის #1 -მა ანალიტიკური ცენტრმა - ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 2026 გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69.6 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
11 მარტი 2026, 11:34
მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერი ვარაუდობს, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ დაზიანებული არ არის და ნავთობის ნაკადის შეჩერება ზელენსკის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთის მსგავსად ევროკომისიაც მიიჩნევს, რომ მილსადენ „დრუჟბას“ გავლით ტრანზიტი უნდა აღდგეს.
11 მარტი 2026, 11:29
საზოგადოება
ლოტკინის დასახლებაში უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი ეწყობა
წელინაძალადევის გამგეობა რაიონში, უსაფრთხოების მიზნით, კიდევ ერთ საყრდენ კედელს აწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარია გათვალისწინებული.
11 მარტი 2026, 11:27
საზოგადოება
ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება
ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
11 მარტი 2026, 11:12
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტოს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირებთან მათ გემს თავს დაესხნენ
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირებთან მათ გემზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
11 მარტი 2026, 11:09
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაშავებული ფრინველები - ყანჩა და „წითელი ნუსხით“ დაცული შურთხი გადაარჩინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
11 მარტი 2026, 10:47
მსოფლიო
ფინელი ოპოზიციონერი არმანდო მემა: თუ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ, ფინეთი ნატოს დატოვებს
ფინეთის ოპოზიციური პარტია „თავისუფლების ალიანსის“ ლიდერმა არმანდო მემამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ მისი პოლიტიკური გაერთიანება საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ფინეთი ნატოს დატოვებს.
11 მარტი 2026, 10:42
ტექნოლოგიები
Apple-მა ემოჯების ახალი ნაკრები წარადგინა
ახალი ემოჯების ჩამონათვალში შეხვდებით შემდეგ გამოსახულებებს: განძის სკივრი, იეტი, ტრომბონი, ჩხუბის ღრუბელი, ცელნამგალა ვეშაპი, მეწყერი, ბალერონი, დამანჭული სახე.
11 მარტი 2026, 10:31
მსოფლიო
შვეიცარიაში კაცმა ავტობუსში თავი დაიწვა - დაიღუპა ექვსი, დაშავდა მინიმუმ 5 ადამიანი
კაცმა შვეიცარიის ქალაქ კერცერსში ავტობუსში თავი დაიწვა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ ხუთი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა Mirror ავრცელებს.
11 მარტი 2026, 10:30
სპორტი
ჰარი სტაილზმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს მანჩესტერის კონცერტის ბილეთები აჩუქა
„როგორც ჰარის ყოფილი დირექტორი, ძალიან მოხარული ვარ, რომ მის გულში კვლავ დარჩა ადგილი თავისი ფესვების, სოფლისა და იმ სკოლისთვის, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა. ყველა იმ ოჯახის სახელით, რომელსაც ვემსახურები, დიდ მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ თავისი ძველი სკოლის ბავშვებს მისცა საშუალება, გამხდარიყვნენ იმ მოვლენის ნაწილი, რომელიც ზოგისთვის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება“, - განაცხდა სკოლის დირექტორმა, ნაიჯელ ბილბიმ, რომელიც ჰარის სწავლის პერიოდშიც ამ პოზიციაზე მუშაობდა.
11 მარტი 2026, 10:28
რეგიონი
ირიგაციის ახალი ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნენ
ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მხარეებმა იმსჯელეს წყლის მიწოდების ეფექტიან მართვაზე, სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
11 მარტი 2026, 10:22
მსოფლიო
სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი: როგორც ჩანს, ირანში ამერიკული ჯარების განლაგებისკენ მივდივართ
„უფრო მეტი კითხვა გამიჩნდა, ვიდრე პასუხი მივიღე. ჩემი შეკითხვები უპასუხოდ დარჩა, თუმცა მე მოვითხოვ მათზე რეაგირებას, რადგან ამერიკელი ხალხი იმსახურებს სიმართლის ცოდნას“, - აღნიშნა სენატორმა.
11 მარტი 2026, 10:20
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
11 მარტი 2026, 10:19
მსოფლიო
ალის ვაიდელი: ევროკავშირმა მერკელი და ზელენსკი ღირსების უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა. ერთ-ერთმა მათგანმა 16 წლის განმავლობაში დაანგრია გერმანია, მეორე კი იმ წერტილიდან აგრძელებს გზას, სადაც მერკელი გაჩერდა
ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი, ალის ვაიდელი ევროპარლამენტის მიერ გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჯილდოების ფაქტს გამოეხმაურა და მკაცრად გააკრიტიკა ისინი.
11 მარტი 2026, 10:19
პოლიტიკა
გეკა გელაძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.
11 მარტი 2026, 10:17
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ა.ა. და 1997 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს.
11 მარტი 2026, 10:13
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის, 1,3 მილიონ ლარამდე ღირებულების ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებასა და თანამშრომელთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
11 მარტი 2026, 10:13
სამართალი
პოლიციამ მარნეულში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 მარტი 2026, 10:11
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული თ.ს. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ს.ჰ., სხვადასხვა დროს დააკავეს.
11 მარტი 2026, 10:10
მსოფლიო
კანადის პრემიერი: კანადა არ მონაწილეობს ისრაელისა და შეერთებული შტატების ოპერაციაში ირანში და არასდროს მიიღებს მონაწილეობას
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, მისი ქვეყანა ირანზე განხორციელებულ ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივ თავდასხმით ოპერაციაში არ მონაწილეობს და არასდროს მიიღებს მონაწილეობას.


