დავით ქართველიშვილი: საქართველო თანდათან ხდება ქვეყანა, რომლის გარეშეც რეგიონის მსხვილი გეოეკონომიკური პროექტები ან არასრულია, ან ნაკლებად კონკურენტუნარიანი
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ როლს.
ანალიტიკოსი წერს, რომ სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი სატრანსპორტო დერეფანი ეყრდნობა საქართველოს:
„გლობალური სატრანსპორტო კონკურენციის პირობებში, ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, "შუა დერეფანი" და სპარსეთის ყურის მიმართულებები, საქართველო ბუნებრივ ლოჯისტიკურ ჰაბად აქცევს შავი ზღვის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის შორის“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენცია მხოლოდ ზრდის საქართველოს გლობალურ და რეგიონულ მნიშვნელობას.
„საერთაშორისო ჩრდილოეთი–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი ჩაფიქრებულია ალტერნატიულ სავაჭრო გზად ევროპას, რუსეთს, კავკასიას, ირანსა და ინდოეთს შორის. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა აშკარაა: ამ მარშრუტით ტვირთების მიწოდების დრო შეიძლება შემცირდეს დაახლოებით 15–24 დღემდე, მაშინ როდესაც ტრადიციული საზღვაო გზა სუეცის არხის გავლით 30–45 დღეს მოითხოვს. უკვე დღეს, შესაძლო ტვირთბრუნვა შეფასებულია ათეულ მილიონ ტონად, ხოლო უახლოეს წლებში გამტარუნარიანობა შესაძლოა გაიზარდოს დაახლოებით 30 მილიონ ტონამდე და მეტი.
თუმცა პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზი აჩვენებს, რომ დერეფნის დასავლეთის მიმართულება სერიოზულ შეზღუდვებს აწყდება. დღეს ძირითადი სატრანზიტო სარგებელი კონცენტრირდება აზერბაიჯანის გარშემო, რომელიც ცდილობს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი სტაბილური ეკონომიკური შემოსავლის წყაროდ აქციოს. ამასთან, ტვირთების ბაზად განიხილება დიდი საექსპორტო ნაკადები - მარცვლეული, ქვანახშირი, მინერალური სასუქები და წლიურად დაახლოებით ერთი მილიონი კონტეინერი.
სწორედ აქ იკვეთება მთავარი გეოპოლიტიკური ფაქტორი: სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი სატრანსპორტო კონფიგურაცია გარდაუვალად ეყრდნობა საქართველოს გეოგრაფიას. საქართველოს სტაბილური მონაწილეობის გარეშე, რეგიონული სატრანსპორტო პროექტები ან ნაკლებად ეფექტური ხდება, ან იძულებულია რთული ალტერნატიული მარშრუტები ეძებოს. გლობალური სატრანსპორტო კონკურენციის პირობებში, ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, „შუა დერეფანი“ და სპარსეთის ყურის მიმართულებები, საქართველო ბუნებრივ ლოჯისტიკურ ჰაბად აქცევს შავი ზღვის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის შორის.
უფრო ფართო სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ნიშნავს შემდეგს: გლობალური სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენცია მხოლოდ ზრდის საქართველოს მნიშვნელობას. რაც უფრო აქტიურად ცდილობენ რეგიონული სახელმწიფოები ლოგისტიკური ჯაჭვების გადახალისებას, მით უფრო იზრდება სტაბილური სატრანზიტო პლატფორმების ღირებულება. ამ სისტემაში საქართველო თანდათან იმკვიდრებს ადგილს, როგორც ევრაზიული სატრანსპორტო არქიტექტურის ყველაზე საკვანძო ელემენტი, ქვეყანა, რომლის გარეშე რეგიონის მსხვილი გეოეკონომიკური პროექტები ან არასრულია, ან ნაკლებად კონკურენტუნარიანი“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
11 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. LIVE
ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.
11 აპრილი 2026, 14:06
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ
უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
11 აპრილი 2026, 14:01
მსოფლიო
Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას
აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:00
რეგიონი
ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
11 აპრილი 2026, 13:18
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.
11 აპრილი 2026, 13:10
საზოგადოება
14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
11 აპრილი 2026, 13:01
მსოფლიო
კამალა ჰარისმა, შესაძლოა, აშშ-ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 12:32
საზოგადოება
ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
11 აპრილი 2026, 12:27
მსოფლიო
ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.
11 აპრილი 2026, 12:15
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.
11 აპრილი 2026, 12:03
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს.
11 აპრილი 2026, 11:56
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.
11 აპრილი 2026, 11:45
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად - ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
11 აპრილი 2026, 11:39
მსოფლიო
ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ
ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 11:21
მსოფლიო
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 11:19
საზოგადოება
მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
11 აპრილი 2026, 11:10
საზოგადოება
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
11 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
NASA-ს მთვარის მისია Artemis II დედამიწაზე დაბრუნდა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) Artemis II-ის მისიის კოსმონავტები, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კოსმოსში იყვნენ და მთვარეს შემოუარეს, დედამიწაზე დაბრუნდნენ. ინფორმაციას NASA ავრცელებს
11 აპრილი 2026, 10:24
მსოფლიო
ამერიკული დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს
ამერიკული დელეგაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.


