ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს, რომ ირანის სასარგებლოდ იღვწის, ეს არის საკუთარი ქვეყნის მტრობა, გუშინ თავადვე აღიარეს, რომ ტერორისტები საქართველოში არ მზადდებიან
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ დიდი ხანია, ვადევნებთ თვალს ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და როდესაც, რაიმე ცხელი თემა ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში, მაშინვე ხდება საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის დაბრალება, რომ ისინი ამა თუ იმ ქვეყანას უწევენ დახმარებას, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ შეკითხვაზე.
მისივე თქმით, ნებისმიერ საკითხს ებღაუჭება, რომ როგორმე საკუთარი, ნულს ქვემოთ დაცემული რეიტინგი უცხოელების თვალში წინ წამოწიოს, რათა საქართველოს ხელისუფლების იმიჯს პრობლემები შეუქმნას.
„ჩვენ გვახსოვს რუსეთთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მაშინ, როდესაც პირველი დღეები იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის. გვახსოვს განცხადებები, რომ თითქოს, საქართველო ეხმარებოდა რუსეთს და ლამის ისიც დაგვაბრალეს, რომ შეიარაღებასაც ვაწვდიდით რუსეთს და რუსეთის მხარეს ვიბრძოდით უკრაინის ომში. ეს ბრალდებები ყველას გვახსოვს. ახლა ცხელი თემა არის ირანი და შესაბამისად, ოპოზიციამაც არ დააყოვნა. ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს, რომ ირანის სასარგებლოდ იწვის და ირანის სასარგებლო ღონისძიებებს ატარებს.
ხვალ შეიძლება, ეს იყოს ვენესუელა და თქვან, რომ თუ ვენესუელა გახდება ცხელი თემა, საქართველოს ხელისუფლება ვენესუელის ხელისუფლებას ეხმარება. ამიტომ ეს არის არა მხოლოდ უტიფრობა და საკუთარი ქვეყნის მტრობა, არამედ ეს ტენდენცია ისტორიულ ჭრილშიც უნდა დავინახოთ. უნდა გადავხედოთ მოვლენებს და მივხვდეთ, რომ ოპოზიცია ნებისმიერ საკითხს ებღაუჭება, რომ როგორმე საკუთარი, ნულს ქვემოთ დაცემული რეიტინგი წინ წამოწიოს არა საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების თვალში, არამედ უცხოელების თვალში, რათა საქართველოს ხელისუფლებას შეუქმნას იმიჯური პრობლემები. ყველამ ძალიან კარგად იცის, და გუშინ თვითონვე აღიარეს, 24 საათიც არ დასჭირდათ ამ ინფორმაციისთვის, რომ არანაირი ტერორისტები საქართველოში არ მზადდებიან“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ყველა სიახლე
11 აპრილი 2026, 15:52
მსოფლიო
Reuters: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დასახიჩრებულია და მკურნალობის კურსს გადის
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი სერიოზულად არის დაჭრილი სახესა და ფეხებში და დღემდე მკურნალობის კურსს გადის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 15:50
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ხიდაშელსა და კანდელაკზე: ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, სამიზნე ხდება თავად საქართველო - მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია
როდესაც პოლიტიკური ფიგურები მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით აღარ შემოიფარგლებიან და განზრახ ავრცელებენ საზღვარგარეთ შეგნებულად ყალბ ვერსიას, თითქოს საკუთარი სახელმწიფო არარსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში მონაწილეობს ირანთან ერთად აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ, ეს უკვე აღარ ჰგავს ჩვეულებრივ ოპოზიციურ საქმიანობას - ეს არის დარტყმა ქვეყნის საგარეო და შიდა უსაფრთხოებაზე, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Fox News-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის თანაავტორობით გავრცელდა.
11 აპრილი 2026, 15:48
პოლიტიკა
ჩიხელიძე ზურაბ ფარჯიანზე: Fox News-ის სტატიის გამო აჟიტირებულია, რა კარგია, ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევსო - რაზე უნდა ესაუბრო ადამიანს, რომელმაც იცის, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც, სრული ცინიზმით ატყუებს საზოგადოებას?
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ოპოზიციონერ ზურაბ ფარჯიანის განცხადებას Fox News-ის სტატიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ ფარჯიანი აჟიტირებული და გახარებულიც კია იმის გამო, რომ "ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევს."
11 აპრილი 2026, 15:14
საზოგადოება
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
11 აპრილი 2026, 15:08
პოლიტიკა
მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიაზე: გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია, საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს
სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობს და ორმხრივი დიალოგი აქტიურად განახლდა, საეჭვოდ გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიის შესახებ, რომლის თანაავტორიც მისი თქმით, გიორგი კანდელაკია, ხოლო თინა ხიდაშელის ორგანიზაცია სააგენტოს დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა.
11 აპრილი 2026, 15:05
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ და ირანულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანულ და ამერიკულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 15:04
პოლიტიკა
გია აბაშიძე: საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-„ტაივანჩიკები" და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი „შპანა" კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ "ნაცასკარიდები" - თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
11 აპრილი 2026, 15:03
პოლიტიკა
ჩიხელიძე: fox news-ის სტატიის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან-გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, გარე აქტორების დღის წესრიგის მხარდაჭერა დგას
fox news-ის სტატიაზე, რომლის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან, სტატიაში საუბარია საქართველოს ირანთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და საქართველოს მიერ ირანის მხარდაჭერაზე. თუ ადრე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება სირცხვილად ითვლებოდა და ასეთი ქმედებები ფარულად ხორციელდებოდა, დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია, მსგავსი ნაბიჯები უკვე ღიად, დემონსტრაციულადაც კი იდგმება, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე FOX NEWS-ის სტატიაზე.
11 აპრილი 2026, 15:00
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება - წერს ანალიტიკოსი,ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
11 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.
11 აპრილი 2026, 14:06
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ
უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
11 აპრილი 2026, 14:01
მსოფლიო
Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას
აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:00
რეგიონი
ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
11 აპრილი 2026, 13:18
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.
11 აპრილი 2026, 13:10
საზოგადოება
14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
11 აპრილი 2026, 13:01
მსოფლიო
კამალა ჰარისმა, შესაძლოა, აშშ-ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 12:32
საზოგადოება
ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
11 აპრილი 2026, 12:27
მსოფლიო
ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.
11 აპრილი 2026, 12:15
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.


