მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევი არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია ჩვენი მამა-პაპის მიერ
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოების გარემოსა და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, ეს ჩვენი ოპოზიციისთვის უცხო სიტყვებია, ძალიან რთულია ამ სიტყვების გაგება და იმ აზრის გაგება, რაც უკავშირდება სწორედ ამ სიტყვებს. უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენი ქვეყნისთვის არ არის უცხო, რა მოცემულობაშიც ჩვენ ვართ, ეს ახალი არ არის. ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, განსაზღვრულია. ამას თქმაც არ სჭირდება, ეს ჩვენს კონსტიტუციაში წერია“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და აღნიშნა, რომ თავად ევროკავშირში არ არის ერთსულოვნება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით.
„თქვენ თუ ნახეთ, ევროკომისიის ანგარიშში შეფასებული არის თუ არა საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკური რეფორმები, ის შედეგები რაც ქვეყანას აქვს? რატომ არ არის შეფასებული, თუ ვინმეს გაგიჩნდათ ეს კითხვა? უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ყველაზე კარგად ასახავს ქვეყნის სწორ პოლიტიკას, ყველაზე კარგად ასახავს იმ შედეგებს, რა შედეგებიც აქვს ქვეყანას და ყველაზე მეტად უკავშირდება სწორედ იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ - ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს და ამისთვის ძლიერი ეკონომიკური საფუძველია აუცილებელი.
„რატომ არ არის ერთსულოვნება, თუნდაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით, ეს ხომ კომპლექსური საკითხია. ჩვენ როგორ ვემზადებით წევრობისთვის? წევრობისთვის ვერაფრით მოვემზადებით დანგრეული ეკონომიკით, ვერაფრით მოვემზადებით ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მივიდოდით, რომ არ მივყოლოდით იმ გზას, რა გზასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ევროპულ ცივილიზაციაში საქართველოს ადგილზე.
„ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ის, რაც ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევი არაფერია. ჩვენ შეიძლება, ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია ჩვენი მამა-პაპის მიერ. ჩვენ ვართ არა მარტო ნაწილი, არამედ ჩვენ ძალიან სერიოზული წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, იმ ფასეულობებში ზუსტად, რა ფასეულობებზედაც დგას დღევანდელი ევროკავშირი და ეს ფასეულობები, საბოლოო ჯამში, მივა ქრისტიანობასთან, ქრისტიანულ ფასეულობებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა მთელი ისტორიის მანძილზე და მთელი არსებობის მანძილზე იცავდა და იყო ზუსტად აი იმ კართან, სადაც ხდებოდა პირველი დარტყმის მოგერიება და დღესაც იქ ვდგავართ, სხვათაშორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
11 აპრილი 2026, 15:52
მსოფლიო
Reuters: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დასახიჩრებულია და მკურნალობის კურსს გადის
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი სერიოზულად არის დაჭრილი სახესა და ფეხებში და დღემდე მკურნალობის კურსს გადის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 15:50
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ხიდაშელსა და კანდელაკზე: ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, სამიზნე ხდება თავად საქართველო - მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია
როდესაც პოლიტიკური ფიგურები მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით აღარ შემოიფარგლებიან და განზრახ ავრცელებენ საზღვარგარეთ შეგნებულად ყალბ ვერსიას, თითქოს საკუთარი სახელმწიფო არარსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში მონაწილეობს ირანთან ერთად აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ, ეს უკვე აღარ ჰგავს ჩვეულებრივ ოპოზიციურ საქმიანობას - ეს არის დარტყმა ქვეყნის საგარეო და შიდა უსაფრთხოებაზე, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Fox News-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის თანაავტორობით გავრცელდა.
11 აპრილი 2026, 15:48
პოლიტიკა
ჩიხელიძე ზურაბ ფარჯიანზე: Fox News-ის სტატიის გამო აჟიტირებულია, რა კარგია, ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევსო - რაზე უნდა ესაუბრო ადამიანს, რომელმაც იცის, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც, სრული ცინიზმით ატყუებს საზოგადოებას?
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ოპოზიციონერ ზურაბ ფარჯიანის განცხადებას Fox News-ის სტატიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ ფარჯიანი აჟიტირებული და გახარებულიც კია იმის გამო, რომ "ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევს."
11 აპრილი 2026, 15:14
საზოგადოება
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
11 აპრილი 2026, 15:08
პოლიტიკა
მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიაზე: გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია, საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს
სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობს და ორმხრივი დიალოგი აქტიურად განახლდა, საეჭვოდ გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიის შესახებ, რომლის თანაავტორიც მისი თქმით, გიორგი კანდელაკია, ხოლო თინა ხიდაშელის ორგანიზაცია სააგენტოს დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა.
11 აპრილი 2026, 15:05
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ და ირანულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანულ და ამერიკულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 15:04
პოლიტიკა
გია აბაშიძე: საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-„ტაივანჩიკები" და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი „შპანა" კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ "ნაცასკარიდები" - თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
11 აპრილი 2026, 15:03
პოლიტიკა
ჩიხელიძე: fox news-ის სტატიის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან-გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, გარე აქტორების დღის წესრიგის მხარდაჭერა დგას
fox news-ის სტატიაზე, რომლის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან, სტატიაში საუბარია საქართველოს ირანთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და საქართველოს მიერ ირანის მხარდაჭერაზე. თუ ადრე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება სირცხვილად ითვლებოდა და ასეთი ქმედებები ფარულად ხორციელდებოდა, დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია, მსგავსი ნაბიჯები უკვე ღიად, დემონსტრაციულადაც კი იდგმება, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე FOX NEWS-ის სტატიაზე.
11 აპრილი 2026, 15:00
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება - წერს ანალიტიკოსი,ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
11 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.
11 აპრილი 2026, 14:06
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ
უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
11 აპრილი 2026, 14:01
მსოფლიო
Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას
აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:00
რეგიონი
ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
11 აპრილი 2026, 13:18
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.
11 აპრილი 2026, 13:10
საზოგადოება
14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
11 აპრილი 2026, 13:01
მსოფლიო
კამალა ჰარისმა, შესაძლოა, აშშ-ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 12:32
საზოგადოება
ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
11 აპრილი 2026, 12:27
მსოფლიო
ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.
11 აპრილი 2026, 12:15
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.


