მაკა ბოჭორიშვილი: რაც შეეხება 2030 წელს, მინდა ვისურვო, რომ ევროკავშირი გააღებს კარს ახალი წევრი ქვეყნებისთვის - ევროპის სიძლიერე სწორედ გაფართოებაშია, რომ ყველა ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო ერთი ქუდის ქვეშ მოექცეს
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დაკავშირებადობის კონტექსტში ქვეყნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
„აქ ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობებს და ძალიან ბევრი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პრაგმატულად სწორად შევძლოთ იმ შესაძლებლობების მიღება და განხორციელება, რაც სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციას უკავშირდება და ასევე სწორად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, დაკავშირებადობის საკითხზე საუბრისას პრობლემები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც ჩანს.
„ყველაზე მეტი არაპრაგმატულობა, საიდანაც ჩანს სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ევროპული მხრიდან. მაშინ, როდესაც, დღეს ევროპას სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველო და საქართველოს გავლით დაკავშირებადობა დანარჩენ სამყაროსთან, სწორედ ასეთ პირობებში, ევროკავშირის ბიუროკრატია ამ თემაზე საქართველოს არ ესაუბრება. ამის მიზეზი რა არის, ეს კიდევ შორს წაგვიყვანს, მაგრამ როდესაც პრაგმატულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რამდენად არის დღეს ევროპული ბიუროკრატია მზად იმისთვის, რომ რეალურად გაიხედოს წინ. თუნდაც, არ იყოს უფრო მეტად დამოკიდებული სხვა ძალებზე, ვიდრე დღეს არის. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად დამოუკიდებელია დღეს ევროპა და რამდენად შეუძლია, თავად მართოს თავისი საქმეები“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის უსაფრთხოებაა.
„ჩვენ რასაც ვიცავთ, ეს არის ძალიან ცხადი, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. როდესაც ვსაუბრობთ მიზეზებზე, ეს მიზეზები სწორედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება. ძალიან კარგად გვახსოვს, საიდან დაიწყო დამოკიდებულების ცვლილება საქართველოს მიმართ და როგორ შეიქმნა ის მითები საქართველოს შესახებ. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ მივიდეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებამდე. ესეც ილუზია არ ყოფილა და საკმაოდ რაელური იყო ის საფრთხეები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა, როდესაც საუბარი იყო, თუნდაც მეორე ფრონტსა და საქართველოს ომში ჩართვაზე.
თუ ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებას არ დავიცავდით, იმ რისკის და იმ დარტყმის ფასად, რაც აიღო საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე, დღეს არანაირ ევროინტეგრაციაზე საუბარი არ იქნებოდა. სჯობს, ვიდაოთ ევროინტეგრაციაზე, ევროინტეგრაციის სიჩქარეზე, ვიდრე სხვა პრობლემები გვქონდეს დღეს გადასაჭრელი, საერთოდ თუ შევძლებდით ამის გაკეთებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე. „რაც შეეხება 2030 წელს მინდა ვისურვო, რომ 2030 წელს ევროკავშირი იქნება იმ მდგომარეობაში, რომ გააღებს კარს ახალი წევრი ქვეყნებისთვის და შეძლებს გაფართოებას, იმიტომ რომ მე მართლაც მიმაჩნია გულწრფელად, რომ ევროპის ერთადერთი სიძლიერე სწორედ გაფართოებაშია, იმაში, რომ ყველა ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო ერთი ქუდის ქვეშ მოექცეს, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს პრაგმატულ და რეალურ პოლიტიკაზე დაფუძნებით. სხვანაირად ეს ალბათ წარმოუდგენელი და შეუძლებელი იქნება“, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ყველა სიახლე
11 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. LIVE
ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.
11 აპრილი 2026, 14:06
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ
უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
11 აპრილი 2026, 14:01
მსოფლიო
Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას
აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:00
რეგიონი
ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
11 აპრილი 2026, 13:18
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.
11 აპრილი 2026, 13:10
საზოგადოება
14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
11 აპრილი 2026, 13:01
მსოფლიო
კამალა ჰარისმა, შესაძლოა, აშშ-ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 12:32
საზოგადოება
ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
11 აპრილი 2026, 12:27
მსოფლიო
ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.
11 აპრილი 2026, 12:15
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.
11 აპრილი 2026, 12:03
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს.
11 აპრილი 2026, 11:56
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.
11 აპრილი 2026, 11:45
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად - ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
11 აპრილი 2026, 11:39
მსოფლიო
ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ
ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 11:21
მსოფლიო
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 11:19
საზოგადოება
მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
11 აპრილი 2026, 11:10
საზოგადოება
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
11 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
NASA-ს მთვარის მისია Artemis II დედამიწაზე დაბრუნდა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) Artemis II-ის მისიის კოსმონავტები, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კოსმოსში იყვნენ და მთვარეს შემოუარეს, დედამიწაზე დაბრუნდნენ. ინფორმაციას NASA ავრცელებს
11 აპრილი 2026, 10:24
მსოფლიო
ამერიკული დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს
ამერიკული დელეგაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.


