12 მარტი 2026, 18:22 / სანდო წყარო

ბიძინა გიორგობიანი: თუ ევრობიუროკრატებს თავზე ხელი არ აქვთ აღებული და რუკას მაინც შეხედავენ სერიოზულად, მიხვდებიან, რომ საქართველოსთან ე.წ. ღირებულებებით ჟონგლიორობა და საქართველოს წინააღმდეგ დამსჯელი აქციები სიკეთეს არ მოუტანთ

ბიძინა გიორგობიანი

ბიძინა გიორგობიანი

კომუნიკაციაში შემოდიან ისევ ძალადობით. ვერ ხედავენ რა ხდება ან ევროპის კონტინენტზე ან წინა აზიაში, როდესაც მიმდინარეობს ორი ფართო მასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. არიან ისევ ძველი დღის წესრიგით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა, ევრობიუროკრატიაზე საუბრისას.

მისი თქმით, ახლა ბურთი ბრიუსელის მოედანზეა და მან უნდა მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილება და აღადგინოს ურთიერთობა საქართველოსთან.

„ახლა ბურთი უკვე ბრიუსელის მოედანზეა. მან უნდა გამონახოს გზები საქართველოსთან სალაპარაკოდ. ვინაიდან საქართველო რჩება თავისი ბრძნული და გონიერი გადაწყვეტილებებით სტაბილურობის ოაზისად და დამაკავშირებელ გზად ცენტრალურ აზიას, ჩინეთს და ევროპას შორის.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან. თუ ევრობიუროკრატებს მართლაც თავზე ხელი არ აქვთ აღებული და რუკას მაინც შეხედავენ სერიოზულად მიხვდებიან, რომ საქართველოსთან ე.წ. ღირებულებებით ჟონგლიორობა და საქართველოს წინააღმდეგ დამსჯელი აქციები მათ სიკეთეს არ მოუტანს.

რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში არ შედის განადგურებული და ეკონომიკურად დაუძლურებული ევროპა, მაგრამ ისინი ამ გზაზე დგანან. შეუქცევადი პროცესი გვაქვს სახეზე ევროპის დეგრადაციის და დეზინტეგრაციის“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ევროკავშირის ბიუროკრატია სავარაუდოდ შეცვლის მის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ცნობილია, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ეკონომიკური პარამეტრების გამო საქართველო შეიძლება განწირული იყოს გარკვეული შეზღუდვებისთვის და ისეთი გადაწყვეტილებების შესრულებისთვის, რაც არ შედის ჩვენს ინტერესებში.

ყველა სიახლე

ალექსანდრე მაისურაძე

12 მარტი 2026, 19:33

პოლიტიკა

ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს ასახავს

„საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასახავს“, - განაცხადა ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, ალექსანდრე მაისურაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

12 მარტი 2026, 18:56

მსოფლიო

The New York Times: აშშ-ის წარსული კონფლიქტებისგან განსხვავებით, ირანზე თავდასხმას ამერიკელების უმეტესობა ეწინააღმდეგება

აშშ-ის წარსული კონფლიქტებისგან განსხვავებით, ირანზე თავდასხმას ამერიკელების უმეტესობა ეწინააღმდეგება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

12 მარტი 2026, 18:56

საზოგადოება

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

12 მარტი 2026, 18:54

საზოგადოება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება მიმდინარეობს

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავადასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება.

12 მარტი 2026, 18:53

რეგიონი

ბათუმის ბულვარში უნებართვო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ობიექტის მეპატრონე დემონტაჟის შესახებ რამდენჯერმე გააფრთხილა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მეპატრონემ თავად არ მოახდინა დემონტაჟი, რის შემდგომაც მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიება განახორციელა.

12 მარტი 2026, 18:51

რეგიონი

ბათუმის ბულვარში საბავშვო მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო

ბათუმის ბულვარში საბავშვო მოედნების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძველ ბულვარში მდებარე ბავშვთა კუთხეში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მოედნის ახალი საფარის მოწყობა, დაზიანებული ატრაქციონების განახლება და სამღებრო სამუშაოების ჩატარება.

12 მარტი 2026, 18:50

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ეუთო ოდირი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც ნაწილობრივ მაინც, ჯერ კიდევ სიმართლის მხარესაა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან ეხმაურება „ეუთო ოდირის“ დასკვნას. ის იხსენებს ორგანიზაციის მიერ წარსულში გაკეთებულ შეფასებებსაც და ამბობს, რომ „ეუთო ოდირი“, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რიგ შემთხვევაში ინარჩუნებს ობიექტურობას. მაჭარაშვილის აზრით, ეს დადასტურდა ეუთო ოდირის მიერ 4 ოქტომბერის დამხობის მცდელობის შეფასებისასაც.

12 მარტი 2026, 18:49

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მარკეტა გრეგოროვა და სხვა ბევრი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ განცხადება გააკეთა, საერთოდ არ იცნობს ჩვენს ქვეყანას - ისინი „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებენ

ევროპარლამენტარების განცხადებებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი, მათ შორის მარკეტა გრეგოროვა, საქართველოს შესახებ განცხადებებს საკმარისი ინფორმაციის გარეშე აკეთებს.

12 მარტი 2026, 18:45

კულტურა

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის - „მარიამობის თვე 1924“ პრემიერა გაიმართა

საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრნენ.

რადოსლავ სიკორსი

12 მარტი 2026, 18:37

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებამდე, ირანი ევროპისთვის ან შეერთებული შტატებისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებამდე, ირანი ევროპისთვის ან შეერთებული შტატებისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

12 მარტი 2026, 18:30

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს

ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".

დონალდ ტრამპი

12 მარტი 2026, 18:25

მსოფლიო

ტრამპი: აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში - ასე რომ, როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ ფულს ვაკეთებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან კონფლიქტით გამოწვეული ნავთობის ფასების ზრდისა და ბაზრის მერყეობის მნიშვნელობის შემცირება სცადა და აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე ფასების მატება შეერთებული შტატებისთვის სასარგებლოა, - წერს CNN-ი.

არჩილ გორდულაძე

12 მარტი 2026, 18:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაზე: მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ძალადობრივი აქციები დაიწყო, პირველად ითქვა, რომ თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე ეს დემოკრატია არ არის - უცხოელების ნათქვამი მაინც გაიგონონ

მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი აქციები დაიწყო, პირველად ითქვა, რომ ძალადობა და შტურმი, თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეს დემოკრატია არ არის; ეს არ არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი ნაწილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

12 მარტი 2026, 18:19

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ოპოზიციაზე: პოლარიზაცია მიიყვანეს უკიდურეს ზღვარზე. საზოგადოებაში შემოიტანეს შფოთი, არეულობა და მუდმივად ამყოფებენ რევოლუციურ რეჟიმში. მათ მოუწოდა ეუთო-მ, რომ ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში არ მონაწილეობენ

პოლარიზაცია მიიყვანეს უკიდურეს ზღვარზე. საზოგადოებაში შემოიტანეს შფოთი, არეულობა და მუდმივად ამყოფებენ რევოლუციურ რეჟიმში და მათ მოუწოდა ეუთო-მ, რომ ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში არ მონაწილეობენ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“.

არჩილ გორდულაძე

12 მარტი 2026, 18:13

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ. ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ

„ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მოჯთაბა ხამენეი

12 მარტი 2026, 18:07

მსოფლიო

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ პირველი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ პირველი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება, როგორც „ზეწოლის ინსტრუმენტი“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

12 მარტი 2026, 18:07

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: თუ გრეგოროვამ არ იცის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფულით ფინანსდება, ეს ფაქტი მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს და საერთოდ ხმა არ ამოეღება. მაგრამ თუ იცის და მაინც ასე იტყუება, ეს მეორე უბედურებაა

ეს არის თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავდასხმა დემოკრატიის მთავარ პრინციპზე და ამავდროულად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მარკეტა გრეგოროვაზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

12 მარტი 2026, 18:04

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ევროპარლამენტის რეზოლუციებს უკვე აღარ აქვს ის მაგიური ძალა, რომელიც 1 ან 2 წლის წინ ჰქონდა

„ამ რეზოლუციებს უკვე აღარ აქვს ის მაგიური ძალა, რომელიც 1 ან 2 წლის წინ ჰქონდა და გარკვეულ ემოციურ შოკს იწვევდა საქართველოს მოქალაქეებში. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამას. არის რაღაც გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფება, დიფ სთეითია ეს თუ ფარული მმართველობა, თუ გარკვეული ინტერესების ლობისტური ჯგუფი, რომელიც ამ რეზოლუციებს ამზადებენ და შიგ წერია ყოველგვარი შესაძლო და შეუძლებელი სიცრუე. მაგალითად, ელენე ხოშტარია, რომელიც ღიად და პირდაპირ ფინანსდება რუსეთიდან, პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული“, - განაცხადა გიორგობიანმა.

ლევან ზაუტაშვილი

12 მარტი 2026, 17:50

რეგიონი

ლევან ზაუტაშვილი: ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა

ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, - განაცახდა რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა.