12 მარტი 2026, 19:33 / სანდო წყარო

ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს ასახავს

ალექსანდრე მაისურაძე

ალექსანდრე მაისურაძე

„საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასახავს“, - განაცხადა ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, ალექსანდრე მაისურაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ მტკიცედ განაგრძობს ეუთო-ს პრინციპებისა და ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მხარდაჭერას, ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას და ობიექტურობას.

თავიდანვე საქართველომ სერიოზული ეჭვი გამოთქვა ეუთო-ს 23 მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ შერჩევითად და პოლიტიკური მოტივებით გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, ეუთო-ს ნორმების სრული დაცვით და კონსტრუქციული ჩართულობის სულისკვეთებით, საქართველომ ფაქტების დამდგენ მისიასთან სრულად და გამჭვირვალედ ითანამშრომლა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნული ექსპერტი საქართველოს 17-18 თებერვალს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო ყველა მოთხოვნილი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან უმაღლეს დონეზე - მათ შორის, შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან, განათლების მინისტრთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და წამყვანი უწყებების ხელმძღვანელებთან, მათ შორის პროკურატურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესთან და სახალხო დამცველთან.

ექსპერტს წარედგინა ვრცელი წერილობითი მასალები, და მიეცა წვდომა შესაბამის ინსტიტუტებსა და დოკუმენტაციაზე, რაც უზრუნველყოფდა დასაბუთებული შეფასების მოსამზადებლად აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას.

ამ თანამშრომლობის მიუხედავად, ანგარიში ვერ ასახავს საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის სირთულეს, არ ითვალისწინებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მნიშვნელოვან განმარტებებს, შერჩევითად აკეთებს აქცენტს ცალკეულ საქმეებზე და წარმოაჩენს მათ როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულს“, უგულებელყოფს სამართლებრივ გარანტიებს, მიმდინარე სასამართლო პროცესებს და სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

კანონმდებლობის, საარჩევნო პროცედურებისა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების აღწერა შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებსა და შეცდომაში შემყვან ინტერპრეტაციებს.

გარდა ამისა, ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს, მათ შორის მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, რაც ასევე სცდება მისიის უფლებამოსილების ფარგლებს.

ანგარიშში ინფორმაციის შერჩევითი წარმოჩენა და მისი გამოქვეყნების დრო მიუთითებს დასკვნების პოლიტიზირების ტენდენციაზე, ამავდროულად, ანგარიშში უგულვებელყოფილია საქართველოს დიდი ხნის მიღწევები დემოკრატიული რეფორმების, პოლიტიკური პლურალიზმის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით, ასევე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადების რაოდენობის 85%-ზე მეტით შემცირება, რაც ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და ინსტიტუციური რეფორმების ეფექტიანობაზე მეტყველებს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამუშაოს შესასრულებლად მისიას უკიდურესად შეზღუდული 14 დღიანი ვადა მიეცა, და რომ ანგარიში ვიზიტიდან მხოლოდ რამდენიმე დღეში მომზადდა, ზემოაღნიშნული ხარვეზები კიდევ უფრო გააღრმავა, რასაც შედეგად მოჰყვა ვრცელი დოკუმენტაციის არასრული ანალიზი.

გასაკვირია, რომ ფაქტების დამდგენმა მისიამ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდების სწორად იდენტიფიცირებაც კი ვერ შესძლო და „საქართველოს“ ნაცვლად არაერთხელ გამოიყენა „საქართველოს რესპუბლიკა“.

ბატონო თავმჯდომარევ,

საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები.

ეს პასუხი აერთიანებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განმარტებებსა და პოზიციებს ფაქტების დამდგენი მისიის ვარაუდებზე.

ის ასევე განმარტავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ხაზს უსვამს უგულვებელყოფილ კონტექსტს და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

ამ მასალების წარდგენით, ქართული მხარის მიზანი იყო, რათა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორებს ჰქონოდათ წვდომა ყოვლისმომცველ ფაქტობრივ მასალაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა ქვეყნის მიერ ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ობიექტურ, დაბალანსებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებას.

სამწუხაროა, რომ მონაწილე სახელმწიფოებს არ მიეცათ საკმარისი დრო საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ვრცელი მასალების გასაანალიზებლად, მუდმივი საბჭოს სხდომამდე.

ბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო კოლეგებო,

კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო, რომ საქართველო ყოველთვის მოქმედებდა პასუხისმგებლობითა და თანამშრომლობის სულისკვეთებით და სრულ პატივისცემას იჩენდა ეუთო-სა და მისი დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და მექანიზმების მიმართ.

საქართველოს საქმიანობა მუდმივად ეფუძნებოდა დიალოგის, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი თანამშრომლობის ერთგულებას.

დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორინგის ან ფაქტების დადგენის ნებისმიერი პროცესის სანდოობისთვის.

სამწუხაროა, რომ სულ უფრო ხშირად ვხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის მათ საიმედოობას და ინსტიტუციური ნეიტრალიტეტის მიმართ საზოგადოების ნდობას.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეუთო-ს დაზიანება ამგვარი არასათანადო პრაქტიკის შედეგად ან მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მუდმივი საბჭოს მიერ.

ასეთ მცდარ და მიკერძოებულ ანგარიშზე უარის თქმა აუცილებელი ნაბიჯია საერთაშორისო პროცესების სანდოობის დასაცავად.

ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობის, დაბალანსებულობისა და მანდატის ფარგლებში მოქმედების უზრუნველყოფა ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და თავად ორგანიზაციის ინტერესებშია.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და უარყონ და არ გაიზიარონ ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადაო დასკვნები და პოლიტიკურად მოტივირებული რეკომენდაციები.

გთხოვთ, ეს განცხადება სხდომის ჟურნალს დაურთოთ“, - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

ყველა სიახლე

12 მარტი 2026, 20:51

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის ევროპაში ვიზიტი დასრულებულია. „ქრონიკა“ სტრასბურგიდან

საპარლამენტო დელეგაციის ევროპაში ვიზიტი დასრულებულია. ქართველი დეპუტატები სამი დღის განმავლობაში ევროპელ კოლეგებს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.

გივი თარგამაძე

12 მარტი 2026, 20:49

პოლიტიკა

მძიმე ბრალდებები ლოგიკური ანალიზის საფუძველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისულმა გივი თარგამაძემ ტერორიზმის კონტექსტში საჯარო განცხადებები მხოლოდ ასე ახსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მძიმე ბრალდებები ლოგიკური ანალიზის საფუძველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისულმა გივი თარგამაძემ ტერორიზმის კონტექსტში საჯარო განცხადებები მხოლოდ ასე ახსნა და ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

12 მარტი 2026, 20:39

პოლიტიკა

შეეწირება თუ არა თინათინ ბოკუჩავას პარტიული თანამდებობა პეტრე ცისკარიშვილისა და თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო კონფლიქტს? დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მორიგ ალიანსში მორიგ კონფლიქტს, შესაძლოა, თინა ბოკუჩავას პარტიული თანამდებობა შეეწიროს.

12 მარტი 2026, 20:38

პოლიტიკა

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმი „ოჯახური ღირებულებების“ კანონის გაუქმებას ითხოვს - „ეს ეხება გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას“

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.

12 მარტი 2026, 20:32

პოლიტიკა

რა საერთო აქვს ევროპარლამენტში გამართულ დებატებს საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობასთან? მიღებულია მორიგი რეზოლუცია, რომელიც მოძალადეების გმირებად წარმოჩენის მცდელობად შეფასდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კიდევ ერთი რეზოლუცია, დაუსაბუთებელი ბრალდებებით და მუქარით. ევროპარლამენტში მიღებული ეს დოკუმენტიც მოიცავს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ჩანაწერს, თუმცა საკუთარ მდგომარეობას მსჯავრდადებული რა ხანია თავადაც აღარ უჩივის.

12 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ ევროპარლამენტის წევრებთან და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

ზაალ ანჯაფარიძე

12 მარტი 2026, 20:27

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე მოსკოვის მექანიზმზე: რომ იტყვიან, ამით ყველაფერი ნათქვამია. კონკრეტულად ის, რომ ქართველებს გვეუბნებიან და გვკადრებენ, ხელი საბოლოოდ ავიღოთ ეროვნულ ღირსებაზე, ადათ-წესებზე, ტრადიციებსა და სარწმუნოებაზე

სიმართლე გითხრათ, ზუსტად ასეთ ანგარიშს ველოდებოდი, რადგანაც ძალიან გაუჭირდათ აქ საკუთარი გავლენების დამკვიდრება, ვერ დახვდათ ნოყიერი ნიადაგი, იმის მიუხედავად რომ ან ნიადაგის შექმნაში მილიონები და მილიარდები ჩახარჯეს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.

ალექსანდრე მაისურაძე

12 მარტი 2026, 20:26

პოლიტიკა

ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე: ანგარიში სცდება მოსკოვის მექანიზმის მანდატს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი „მოსკოვის მექანიზმის“ ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები სცდება მისიის მანდატს.

12 მარტი 2026, 20:20

პოლიტიკა

ფინანსური ტრანზაქციებისთვის გვერდის ავლის მორიგი სქემა და ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია - როგორ ცდილობს თინა ხიდაშელი ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას? „ქრონიკის“ სიუჟეტი

თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია და მიღებული ტრანში. როგორც ირკვევა, „გამჭვირვალობის კანონისთვის“ გვერდის ავლის ამ გზას გიგაურის და სხვების მსგავსად, ხიდაშელმაც წარმატებით მიმართა.

ალექსანდრე მაისურაძე

12 მარტი 2026, 20:19

პოლიტიკა

ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშზე: ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

12 მარტი 2026, 20:18

მსოფლიო

ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს ირანის საფეხბურთო ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიზანშეწონილობას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის საფეხბურთო ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას, თუმცა ეჭვქვეშ დააყენა მათი აშშ-ში ჩასვლის მიზანშეწონილობა და გამოხატა შეშფოთება მოთამაშეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

მარკეტა გრეგოროვა

12 მარტი 2026, 20:13

პოლიტიკა

ევროპარლამენტარის შეტევა თავისუფალ მედიაზე - მარკეტა გრეგოროვა ტელე „იმედს“ დაემუქრა. დეპუტატის გაღიზიანება ელენე ხოშტარიას რუსული შემოსავლის შესახებ კითხვამ გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მედიასთან დამოკიდებულების გარდა, მისი რეაქციებიდან და პასუხებიდან ისიც გაირკვა, რომ არ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ პოლიტიკოსის შესახებ, რომელსაც პროევროპულად და პოლიტპატიმრად აცხადებს.

12 მარტი 2026, 19:59

პოლიტიკა

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ

გამოქვეყნდა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.

იოჰან ვადეფული

12 მარტი 2026, 19:57

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი

სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.

12 მარტი 2026, 18:56

საზოგადოება

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

დონალდ ტრამპი

12 მარტი 2026, 18:56

მსოფლიო

The New York Times: აშშ-ის წარსული კონფლიქტებისგან განსხვავებით, ირანზე თავდასხმას ამერიკელების უმეტესობა ეწინააღმდეგება

აშშ-ის წარსული კონფლიქტებისგან განსხვავებით, ირანზე თავდასხმას ამერიკელების უმეტესობა ეწინააღმდეგება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

12 მარტი 2026, 18:54

საზოგადოება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება მიმდინარეობს

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავადასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება.

12 მარტი 2026, 18:53

რეგიონი

ბათუმის ბულვარში უნებართვო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ობიექტის მეპატრონე დემონტაჟის შესახებ რამდენჯერმე გააფრთხილა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მეპატრონემ თავად არ მოახდინა დემონტაჟი, რის შემდგომაც მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიება განახორციელა.

12 მარტი 2026, 18:51

რეგიონი

ბათუმის ბულვარში საბავშვო მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო

ბათუმის ბულვარში საბავშვო მოედნების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძველ ბულვარში მდებარე ბავშვთა კუთხეში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მოედნის ახალი საფარის მოწყობა, დაზიანებული ატრაქციონების განახლება და სამღებრო სამუშაოების ჩატარება.