13 მარტი 2026, 12:17 / სანდო წყარო

„ნეიტრალური საქართველო“: საერთო ჯამში, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის - ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ანგარიში ადასტურებს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები.

„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები. ფაქტია, რომ აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები. რთული იქნება რომელიმე კონკრეტული ჩანაწერის გამოყოფა, რადგან ანგარიში მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. საერთო ჯამში, მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის - ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია - კოლექტიური ნაცმოძრაობის მმართველობა.

საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების ფორმატები გლობალურად კარგავს ფუნქციას, რადგან ბოლომდე ირღვევა ის მსოფლიო წესრიგი, რომლის ნაყოფსაც ისინი წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ აშშ 70-მდე ასეთი ხელშეკრულებიდან გავიდა.

სრული უფუნქციობის პირობებში, ამგვარი ფორმატები, იქნება ეს ეუთო, ვენეციის კომისია თუ სხვა, სრულად ჩამოყალიბდა ოლიგარქიული ოჯახების ინსტრუმენტად, რასაც საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნებისთვის იყენებენ.

უცვლელია საქართველოში ხელისუფლების დამხობის და მისი აგენტურით ჩანაცვლების სცენარი, და ეუთოს დასკვნა, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ სხვა მექანიზმები, გასული წლების მსგავსად, ასრულებს რევოლუციური პროცესებისთვის „საწვავის“ როლს.

ასეთ რეალობაში მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დატოვოს აბსოლუტურ ფარსად და მხოლოდ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ ორგანიზაციები. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ამ ვალდებულებების შესრულება, როდესაც ჩვენგან ითხოვენ, რომ უარი ვთქვათ საკუთარ სარწმუნოებაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, სუვერენიტეტზე და ხელისუფლებაში დავაბრუნოთ აგენტურული ქსელი. არ არსებობს სხვა რაიმე ობიექტური შეფასების კრიტერიუმი, და ეს ვითარება მომავალში არათუ გაუმჯობესდება, არამედ დეგრადაციის დონე ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავსმოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური ეფექტი ჩვენი ხალხისა თუ ქვეყნისთვის და გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

13 მარტი 2026, 13:49

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში არსებული დასკვნა სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების კრებულია, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

შოთა ლომთაძე

13 მარტი 2026, 13:40

ეკონომიკა

შოთა ლომთაძე: ეროვნული ბანკის მიერ Stablecoin-ის შეთავაზების წესის შემუშავება სექტორისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივების (stablecoin) პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია კრიპტოინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის, - განაცხადა Bybit Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა ლომთაძემ.

დავით ქართველიშვილი

13 მარტი 2026, 13:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თბილისმა ფაქტობრივად, ჩამოაყალიბა რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელი ევროპულ სივრცეში ავტორიტარული სისტემების გარეთ და იქცა კონსერვატიული საკანონმდებლო პოლიტიკის ერთგვარ ფლაგმანად

და მაინც, რატომ გვებრძვის ასეთი გაშმაგებით "ეფშტეინის ცივილიზაცია", "მოსკოველი მექანიზატორების" მეშვეობით. ერთ-ერთ "ცივილიზაციურ" მაჩვენებელში, ევროპამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თვალსაჩინო იდეოლოგიური ტრაექტორია გაიარა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 13:19

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ მას ნობელის პრემიის მიღება აღარ აინტერესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს ნობელის პრემიის მიღება.

ვახტანგ ცინცაძე

13 მარტი 2026, 13:16

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით და რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მოცულობაც, რომელმაც 1,026.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.9%-ით არის გაზრდილი.

ილია ინჯია

13 მარტი 2026, 13:16

პოლიტიკა

ილია ინჯია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: საქართველოს სუვერენიტეტი არ იყიდება!

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტები” ლიდერი ილია ინჯია ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება.

13 მარტი 2026, 13:12

რეგიონი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

დიმიტრი სამხარაძე

13 მარტი 2026, 13:10

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: კიდევ ერთხელ, ღიად დაადასტურეს, რომ ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ- ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით

მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო! სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება !!- წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 13:07

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: ევროკავშირი დღეს უკვე ტოტალიტარულად იქცა. მანქანამ, ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად საკომისიო კატასტროფას მიაღწია

ევროკავშირი დღეს უკვე ტოტალიტარულად იქცა. მანქანამ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ფაქტობრივად საკომისიო კატასტროფას მიაღწია, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 13:02

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: მთავარი არ არის რეზოლუციის შინაარსი. მთავარია მისი მიღება „ქართული ოცნების“, თქვენი მთავრობის წინააღმდეგ, მისი დესტაბილიზაციის მიზნით. სულ ეს არის

მთავარი არ არის რეზოლუციის საკითხი. მთავარია მისი მიღება პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა არ არის ზუსტად ისეთი, როგორსაც ევროკავშირი ისურვებდა საქართველოსთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან" ინტერვიუში.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 12:59

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: როცა ვუყურებ ამერიკულ პოლიტიკას, ისინი ცდილობენ ომის შეჩერებას, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ ომის გაგრძელების წახალისებაა, ამიტომ ცოტათი მეშინია

როცა ვუყურებ ამერიკულ პოლიტიკას, ისინი ცდილობენ ომის შეჩერებას, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ ომის გაგრძელების წახალისებაა ამიტომ ცოტათი მეშინია, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 12:56

პოლიტიკა

ტიერი მარიანი „იმედის“ ჟურნალისტზე მარკეტა გრეგოროვას მუქარაზე: შეშფოთებული ვარ. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ შენ უნდა აგკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი კითხვა არ მოეწონა?!

„ბოდიშით, მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ამ საკითხს. ძალიან შეშფოთებული ვარ ევროკავშირის განვითარებით. რაც უფრო ვსწავლობ, როგორ ვითარდება ევროკავშირი, მით უფრო მეშინია. რატომ? იმიტომ, რომ როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ შენ უნდა აგკრძალო, მხოლოდ იმიტომ, რომ ხარ ჟურნალისტი და შენი მთავრობა ევროკავშირის ხაზს არ ეთანხმება? უბრალოდ იმიტომ, რომ მას შენი კითხვა არ მოეწონა? - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 12:55

პოლიტიკა

ტიერი მარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: გინდათ ერთი „საიდუმლო“ გითხრათ? დარწმუნებული ვარ, მალე ისევ გნახავთ მე-10 რეზოლუციის განხილვაზე. ეს ჰგავს ძველ დროს, თითქოს პოლიტბიურო ცდილობდეს თქვენს სახელმწიფოში პოლიტიკის თავს მოხვევას

ეს არის ჩარევა უცხო სახელმწიფოს საქმეებში, რადგან, ამ პარლამენტში მუდმივად ვიღებთ რეზოლუციებს, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ევროპულ პოლიტიკაში ჩარევას. მაგრამ ის, რაც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, ფაქტობრივად ზუსტად იგივეა, რადგან ამ რეზოლუციის საშუალებით ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ საქართველოს მოსახლეობაზე, მათი მთავრობის წინააღმდეგ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში გუშინ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

13 მარტი 2026, 12:51

მსოფლიო

Politico: ევროკავშირი ირანში ომის გამო მიგრანტების ახალი ტალღისთვის ემზადება

ევროკავშირი ირანში მიმდინარე ომის გამო ლტოლვილების ახალი ტალღისთვის ემზადება. ინფორმაციას Politico ოთხი ქვეყნის მიგრაციის საკითხებზე მომუშავე მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 12:49

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: თქვენ გინდათ, რომ ევროპაში იყოთ, რაც კარგია, მაგრამ ევროპა უნდა შეიცვალოს. იმედია, მომავალში ევროპული კომისია დააფასებს თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობას

„თქვენ გინდათ, რომ ევროპაში იყოთ, რაც კარგია, მაგრამ ევროპა უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება, რომ იყოს ევროპის კომისია, რომელიც ცდილობს ყველა სახელმწიფოში საკუთარი პოლიტიკის არჩევას, თავად მთავრობის წინააღმდეგაც კი.

13 მარტი 2026, 12:16

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.

კაროლ ნავროცკი

13 მარტი 2026, 12:09

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის 43,7 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ევროკავშირის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

13 მარტი 2026, 11:43

პოლიტიკა

ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის არიან აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი

ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. ასევე 32 ქვეყანა არ შეუერთდა გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას.

13 მარტი 2026, 11:42

საზოგადოება

ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა მხარესთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.