ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა მხარესთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა და სააგენტოს ვეტერინარებმა, ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელებს რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად გააცნეს.
ყურადღება გამახვილდა ყველა რგოლის, მათ შორის ვეტერინარული კლინიკების ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პასუხები მიეღოთ დასმულ ყველა კითხვაზე. ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ჩაერთონ პროგრამით გათვალისწინებულ ვეტერინარული მანიპულაციების, კერძოდ პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის მანიპულაციის განხორციელების პროცესში.
„სექტორს ახალ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით მივაწოდეთ ინფორმაცია და განვუმარტეთ მათი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ვეტერინარული კლინიკების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას გაეცა კვალიფიციური პასუხი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.
შეხვედრას ქვეყნის მასშტაბით არსებული ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში ასევე განიხილეს ვეტერინართა სავალდებულო სერტიფიცირების მიმდინარეობა და სახელმწიფო კონტროლის ის ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია;
უპატრონო/მიკედლებული ძაღლების (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა), ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია.
ყველა სიახლე
13 მარტი 2026, 13:07
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: ევროკავშირი დღეს უკვე ტოტალიტარულად იქცა. მანქანამ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ფაქტობრივად საკომისიო კატასტროფას მიაღწია
ევროკავშირი დღეს უკვე ტოტალიტარულად იქცა. მანქანამ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ფაქტობრივად საკომისიო კატასტროფას მიაღწია, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.
13 მარტი 2026, 12:59
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: როცა ვუყურებ ამერიკულ პოლიტიკას, ისინი ცდილობენ ომის შეჩერებას, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ ომის გაგრძელების წახალისებაა, ამიტომ ცოტათი მეშინია
როცა ვუყურებ ამერიკულ პოლიტიკას, ისინი ცდილობენ ომის შეჩერებას, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ ომის გაგრძელების წახალისებაა ამიტომ ცოტათი მეშინია, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.
13 მარტი 2026, 12:56
პოლიტიკა
ტიერი მარიანი „იმედის“ ჟურნალისტზე მარკეტა გრეგოროვას მუქარაზე: შეშფოთებული ვარ. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ შენ უნდა აგკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი კითხვა არ მოეწონა?!
„ბოდიშით, მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ამ საკითხს. ძალიან შეშფოთებული ვარ ევროკავშირის განვითარებით. რაც უფრო ვსწავლობ, როგორ ვითარდება ევროკავშირი, მით უფრო მეშინია. რატომ? იმიტომ, რომ როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ შენ უნდა აგკრძალო, მხოლოდ იმიტომ, რომ ხარ ჟურნალისტი და შენი მთავრობა ევროკავშირის ხაზს არ ეთანხმება? უბრალოდ იმიტომ, რომ მას შენი კითხვა არ მოეწონა? - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა.
13 მარტი 2026, 12:55
პოლიტიკა
ტიერი მარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევაა - დარწმუნებული ვარ, მალე გნახავთ მე-10 რეზოლუციის განხილვაზე, რადგან ეს არ დასრულდება იქამდე, სანამ არ იქნება ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირის ხაზს მიჰყვება
ეს არის ჩარევა უცხო სახელმწიფოს საქმეებში, რადგან, ამ პარლამენტში მუდმივად ვიღებთ რეზოლუციებს, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ევროპულ პოლიტიკაში ჩარევას. მაგრამ ის, რაც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, ფაქტობრივად ზუსტად იგივეა, რადგან ამ რეზოლუციის საშუალებით ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ საქართველოს მოსახლეობაზე, მათი მთავრობის წინააღმდეგ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში გუშინ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
13 მარტი 2026, 12:51
მსოფლიო
Politico: ევროკავშირი ირანში ომის გამო მიგრანტების ახალი ტალღისთვის ემზადება
ევროკავშირი ირანში მიმდინარე ომის გამო ლტოლვილების ახალი ტალღისთვის ემზადება. ინფორმაციას Politico ოთხი ქვეყნის მიგრაციის საკითხებზე მომუშავე მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მარტი 2026, 12:49
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: თქვენ გინდათ, რომ ევროპაში იყოთ, რაც კარგია, მაგრამ ევროპა უნდა შეიცვალოს. იმედია, მომავალში ევროპული კომისია დააფასებს თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობას
„თქვენ გინდათ, რომ ევროპაში იყოთ, რაც კარგია, მაგრამ ევროპა უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება, რომ იყოს ევროპის კომისია, რომელიც ცდილობს ყველა სახელმწიფოში საკუთარი პოლიტიკის არჩევას, თავად მთავრობის წინააღმდეგაც კი.
13 მარტი 2026, 12:17
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველო“: საერთო ჯამში, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის - ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება.
13 მარტი 2026, 12:16
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
13 მარტი 2026, 12:09
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის 43,7 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ევროკავშირის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
13 მარტი 2026, 11:43
პოლიტიკა
ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის არიან აშშ, საფრანგეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი
ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. ასევე 32 ქვეყანა არ შეუერთდა გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას.
13 მარტი 2026, 11:34
ეკონომიკა
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2026" საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2026" ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
13 მარტი 2026, 11:25
პოლიტიკა
შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე": მბრძანებლური ტონით გვითვლიან, ეს გაასწორეთ, ეს გააუქმეთო - ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული საკითხებია მოცემული, რასაც ჩვენთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს
რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი. საკანონმდებლო სივრცე ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ამას არ შევეხებით. რატომ არ შევეხებით, მათგან განსხვავებით, ეს დასაბუთებული გვაქვს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს.
13 მარტი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: მათი მიზანია, სიცრუეები ხან ერთ რეზოლუციაში ასახონ, ხან - მეორეში, რომ ამან საქართველოსთვის სახელგამტეხად და იმიჯის შემლახველად იმოქმედოს
მათი მიზანია, სიცრუეები ხან ერთ რეზოლუციაში ასახონ, ხან - მეორეში, რომ ამან საქართველოსთვის სახელგამტეხად და იმიჯის შემლახველად იმოქმედოს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. დეპუტატი ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.
13 მარტი 2026, 11:18
პოლიტიკა
მაჭარაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მე-20 საუკუნეში ძალით შემოვიდნენ და წაგვართვეს სუვერენიტეტი და ახლა, 21-ე საუკუნეში გვეუბნებიან, შენი ნებით გადმოგვეცი სუვერენიტეტიო. ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არ გააჩნია
ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არც „ხალხის ძალისთვის“, არც ხელისუფლებისთვის და მით უფრო არც ქართველი ხალხისთვის არ გააჩნია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
13 მარტი 2026, 11:11
რეგიონი
ტყიბულში, სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა
ტყიბულში სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა. სპეციალისტების პირველადი დასკვნა სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი. სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია.
13 მარტი 2026, 11:03
მსოფლიო
კაია კალასი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ - გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა გამოცემა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროპის გაყოფა სურს.
13 მარტი 2026, 10:59
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე სწორედ საქართველო ნელ-ნელა გადაიქცევა რეგიონული სტაბილურობის მთავარ კვანძად, მათ შორის იმ ევროპისთვის, რომლის მთავარი ამოცანა - საქართველოს ჩათრევაა „ეფშტეინის ცივილიზაციაში“
„საქართველოს გარეშე არცერთი დერეფანი, რომელიც შავ ზღვასა და შემდეგ ევროპას უკავშირდება, პრაქტიკულად ვერ იფუნქციონირებს. ამიტომაც რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხე განსაკუთრებული სიფრთხილით აღიქმება“, - წერს სოციალურ ქსელში ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
13 მარტი 2026, 10:59
პოლიტიკა
გეგეჭკორი: იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც „მოსკოვის მექანიზმს“ უჭერენ მხარს, იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეშიო. გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ, გინდ ბრიუსელის, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე
იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი კლინიკაში იყო, კარგად ვიცით ქართველებმა ამ ხალხის ზრახვები და მიზნები, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
13 მარტი 2026, 10:55
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.


