ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ. თვითონ აღარ აქვს პრეტენზია სააკაშვილს თავის ჯანმრთელობაზე, მაგრამ რეზოლუციაში მაინც წერენ
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: ვიდეოკადრი
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა.
„მერამდენე რეზოლუციას იღებენ და ყოველ რეზოლუციაში ათასი სისულელე არის ჩაწერილი, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, თითქოს სააკაშვილი კვდება. თვითონ აღარ აქვს პრეტენზია სააკაშვილს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ რეზოლუციაში მაინც წერენ.
ყველა საღად მოაზროვნე, კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა. თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ იმისთვის, რომ თავიანთ ამომრჩეველს დააჯერონ, რომ კი არ ატყუებენ, ევრობიუროკრატებიც ასე თვლიან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
რეზოლუციას სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ყველა სიახლე
13 მარტი 2026, 21:15
საზოგადოება
პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტები მომხმარებელს პლასტმასის ბოთლებით სასმელს ვეღარ მიაწვდიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება პირველი ივლისიდან აიკრძალება. რეფორმა ეტაპობრივად სრულდება და მოგვიანებით, შეზღუდვა პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოებასა და რეალიზაციასაც შეეხება.
13 მარტი 2026, 21:09
რეგიონი
როდის შეძლებს მოსახლეობა სოფელ კურსებში შესვლას - მეწყერი კვლავ აქტიურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია. ტერიტორიაზე მუდმივი მონიტორინგია და მოსახლეობისთვის დასახლებაში შესვლა აკრძალულია. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და გეოლოგები. სტიქიას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. შესაბამისმა
13 მარტი 2026, 21:06
პოლიტიკა
ვინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება პარტიის სახელით - პეტრე ცისკარიშვილის მცველები და საერთო გზავნილის საპირისპირო კომენტარები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება პარტიის სახელით - ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. „ნაციონალების“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ცისკარიშვილი მხოლოდ საკუთარ პოზიციას არ გამოხატავდა.
13 მარტი 2026, 21:05
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი: ჩვენი ამოცანაა, თითოეულმა მოქალაქემ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნოს კეთილდღეობა და შედეგები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი იუსტიციის სახლის გახსნა ნიშნავს მეტ ხელმისაწვდომობასა და კომფორტს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე.
13 მარტი 2026, 21:03
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს - ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს. ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რატომ არის ღიაობა პრობლემა, თუ დასამალი არაფერია.
13 მარტი 2026, 20:55
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიები: „ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს მწვავედ აკრიტიკებენ.
13 მარტი 2026, 20:52
პოლიტიკა
რეზოლუციებით ბრძოლა პოლიტიკური გავლენებისთვის - ევროკავშირის პოლიტიკას, ევროპაშივე აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისია, ევროპარლამენტი და მათი მოქმედი ლიდერები, სულ უფრო ხშირად არიან ევროპელი დეპუტატების კრიტიკის სამიზნე. მათ შორის საქართველოსთან მიმართებით არსებული პოზიციის გამო.
13 მარტი 2026, 20:47
მსოფლიო
POLITICO: „ტრამპი ცდება“ - ევროპელები აკრიტიკებენ აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების შესახებ
პარასკევს ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის გამო - ეს გადაწყვეტილება ენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების ფონზე მოხდა, - წერს გამოცემა POLITICO.
13 მარტი 2026, 20:43
პოლიტიკა
ხელისუფლება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ დასკვნას კატეგორიულად უარყოფს - რატომ არ აისახა დოკუმენტში მთავრობის ინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მოკლე ვადაში მომზადებული მოცულობითი ანგარიში, სადაც მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან არაფერი მოხვდა - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს,ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება. კმაყოფილია ოპოზიცია, რომელიც ამ მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლიდან მოითხოვდა.
13 მარტი 2026, 20:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ექსპერტს დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტს საკუთარ დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
13 მარტი 2026, 20:31
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან, 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს იუსტიციის სახლი ხელმისაწვდომია 127 მისამართზე
დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე, აქ მოსულ ადამიანებს - ადგილობრივებს, თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს - ექნებათ საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლესი სტანდარტების სერვისების პირობებში მიიღონ ყველა მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 მარტი 2026, 20:26
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს დოკუმენტი ჩვეულებრივი მაკულატურაა, რომლის ერთადერთი მიზანია ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ხელშეწყობა და გარედან ზეწოლის გაძლიერება - საქართველო არ არის ვინმეს პოლიგონი
ამ ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ არის შეურაცხყოფა იმ ტრაგედიის, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს გამოიარა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ შექმნილი მექანიზმის მიმართვა დემოკრატიული საქართველოსკენ სხვა არაფერია, თუ არა ისტორიული უსამართლობა და პროცესების სრული გაყალბება, - ასე აფასებს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.
13 მარტი 2026, 20:18
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი: გაერო-ს საჯარო სამსახურისა და საჯარო სერვისების ყოველწლიური ფორუმის საქართველოში ჩატარება საჯარო სერვისების განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა“
ჩვენი მიზანია ძლიერი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც უსმენს მოქალაქეს, ზრუნავს მასზე და ქმნის შესაძლებლობებს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნაზე.
13 მარტი 2026, 20:16
რეგიონი
პაატა სალია: ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე
ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ნიშნავს ახალ შესაძლებლობას კონკრეტული რეგიონისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო თავად რეგიონი – დამატებითი განვითარების შესაძლებლობას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მეტ ეკონომიკურ აქტივობას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
13 მარტი 2026, 20:15
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა გვთხოვს, მარადიული ღირებულებები დავთმოთ დროებითი კავშირის გამო. ვერ ხვდებიან, რომ ამ პოლიტიკური შტურმით კვლავ ხელისუფლებას აძლიერებენ ხალხისგან
ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა ქვეყანაში ევროკავშირის მხარდაჭერას ამცირებს. ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში საპირისპირო ეფექტს იწვევს და ხელისუფლების მხარდაჭერას აძლიერებს.
13 მარტი 2026, 20:03
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
13 მარტი 2026, 20:03
რეგიონი
იუსტიციის სახლი ხელვაჩაურში გაიხსნა
ხელვაჩაურში ახალი იუსტიციის სახლის გახსნას პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება.
13 მარტი 2026, 19:36
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.
13 მარტი 2026, 19:34
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, პუტინი ირანს შეიძლება ცოტათი ეხმარებოდეს - ჩვენც ვეხმარებით უკრაინას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიჩნევს, რუსეთი ირანს „ცოტათი“ ეხმარება, თუმცა ამის გასამართლებლად უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე მიუთითა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
13 მარტი 2026, 19:12
მსოფლიო
ანა ფოტიგამ, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, განაცხადა, რომ პოლიტიკური კარიერა დაასრულა
პოლონელმა პოლიტიკოსმა, ანა ფოტიგამ, რომელიც არაერთხელ ითხოვდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას, განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა.


