დავით მათიკაშვილი პოლონელი ექსპერტის დასკვნაზე: ეს დოკუმენტი გაჯერებულია ტყუილებით, მრუდე შეფასებებით და მასში აშკარად იკითხება ანტიქართული განწყობა
დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს დოკუმენტი გაჯერებულია ტყუილებით, მრუდე შეფასებებით და მასში აშკარად იკითხება ანტიქართული განწყობა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ პოლონელი ექსპერტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გარე ძალებს არ უნდათ, საქართველო იყოს დამოუკიდებელი და აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომ არ იყოს იმ მძიმე ვითარების შემადგენელი ნაწილი, რაც უკრაინაში ხდება.
„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი საქმე და კიდევ ერთი თავდასხმა ჩვენს ხალხზე, სუვერენიტეტზე, ჩვენი ხალხის სურვილზე, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად აწარმოოს პოლიტიკა, რომ არ იყოს იმ მსოფლიო მძიმე ვითარების შემადგენელი ნაწილი, რაც უკრაინაში ხდება. ამ მხრივ ჩვენ სულ უფრო მეტად ვგრძნობთ, რომ მცდელობა, დასაჯონ ამ სურვილისთვის ჩვენი ქვეყანა და ხალხი, სამწუხაროდ, დღესდღეობით ისევ აქტუალურია. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს?
კარგად ვიცით ჩვენ მოვლენები როგორ განვითარდა. დავიწყოთ იქიდან, რომ ეუთოდან საპარლამენტო ასამბლეა ჩამოვიდა საქართველოში, გარკვეულ ეტაპზე მეტ-ნაკლები სიზუსტით შეაფასა მოვლენები. ევროპიდან პირველად გაისმა ის, რომ დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმა, ბოიკოტი არ არის დემოკრატიის ფორმა და ა.შ. ანუ მოცემულობა, სადაც ევროპული წიაღიდან პირველად გავიგეთ საღი აზრი, იყო წარმოდგენილი. თითქოს იმიტომ, რომ ამ საღ აზრს არ გაემარჯვა და ალბათ იმ ძალებისთვის წინასწარაც ცნობილი იყო გარკვეული ინფორმაცია ეუთოს ვიზიტის მთლიანად პოლიტიკური შინაარსისა და განწყობების შესახებ, ორ დღეში საქართველოში ჩამოვიდა ე.წ. ექსპერტი, ვითომ მიუკერძოებელი, მაგრამ ამ დროს პოლონეთის ხელისუფლებასთან არსებითად დაკავშირებული და გაიარა ყველა მაღალი დონის შეხვედრა. საქართველოდან ჩასული არ არის ექსპერტი, რომ 100 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტი ქვეყნდება, რომელზედაც პასუხი მყისიერად იგზავნება ჩვენი ხელისუფლების მიერ და იქიდან ერთი წინადადების გაზიარებაც არ ხდება. ეს დოკუმენტი გაჯერებულია ტყუილებით, მრუდე შეფასებებით და აშკარად იკითხება ანტიქართული განწყობა. ასეთი დოკუმენტი გამოაცხვეს ძალიან მალე და შექმნეს იმის პლაცდარმი, რომ ხვალ და ზეგ ვინმე საქართველოსადმი მტრულად განწყობილი პირი თუ იტყვის აუგს ჩვენს ქვეყანაზე, იტყვის, რომ მარტო მე კი ნუ დამიჯერებთ, აგერ დასკვნაა, სადაც სრული აბსურდი წერია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ამ დასკვნის გამოქვეყნება კიდევ ერთხელ არის მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი ძალად.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 20:07
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი პატრიარქის მოსანახულებლად მეორედ მივიდა
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მიხეილ ყაველაშვილი მეორედ მივიდა. ყაველაშვილს თან ახლავს მეუღლე, თამარ ბაგრატიონი.
17 მარტი 2026, 19:57
საზოგადოება
გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის თაობაზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა და გაერო-ს ჟენევის ოფისში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ გაერო-ში აკრედიტებულ დიპლომატებსა და სახელმწიფოების მისიების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდეს ფორუმის შესახებ, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.
17 მარტი 2026, 19:47
მსოფლიო
ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება
ჩვენი ნატოელი „მოკავშირეების“ უმეტესობამ აშშ-ს აცნობა, რომ მათ არ სურთ ჩაერთონ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
17 მარტი 2026, 19:23
მსოფლიო
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს.
17 მარტი 2026, 19:16
პოლიტიკა
პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 92 ხმით მხარი დაუჭირა.
17 მარტი 2026, 19:12
ჯანდაცვა
პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 94 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
17 მარტი 2026, 19:04
მსოფლიო
მაკრონი უარს ამბობს არსებულ კონტექსტში ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ ოპერაციებში მონაწილეობაზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანას „ეს ომი არ აურჩევია“.
17 მარტი 2026, 18:46
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
17 მარტი 2026, 18:43
პოლიტიკა
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ცვლილებების თანახმად, ზუსტდება, რომ ეტიკეტზე მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია და გრაფიკული გამოსახულება, რომელიც მიკრულია, დაბეჭდილია, ამოტვიფრულია ან სხვა სახით, დამაგრებულია სამომხმარებლო ტარაზე. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება.
17 მარტი 2026, 18:41
მსოფლიო
Reuters: კაია კალასი აშშ-სა და ისრაელს ირანთან ომის დასრულებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-სა და ისრაელს მოუწოდა, დაასრულონ ომი ირანთან და განაცხადა, რომ ევროკავშირი კონსულტაციებს მართავს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მთავრობებთან კონფლიქტის დასრულების გზების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 18:35
საზოგადოება
პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
საკითხი პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
17 მარტი 2026, 18:33
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ავტომობილების იმპორტის წესებში დაგეგმილ ცვლილებებზე: მე ვხედავ რისკებს, რომ შესაძლოა, მოხდეს ისეთი ავტომობილების იმპორტი, რომლებსაც ასაკი ექნება პატარა, მაგრამ იქნება ძალიან დაზიანებული
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იმ რისკებზე ისაუბრა, რომლებსაც შესაძლოა, ავტომობილების იმპორტის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები შეიცავდეს.
17 მარტი 2026, 18:29
საზოგადოება
მეუფე შიო პატრიარქზე: როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა - თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს
ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია II-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.
17 მარტი 2026, 18:25
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური რეგულაციით შესაძლოა საპირისპირო ან უარესი შედეგი მივიღოთ. ჩვენ ძველ მანქანებს უფრო დიდხანს დავტოვებთ მიმოქცევაში, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის უნარიანი, რომ იყიდოს ახალი ავტომობილი
გაჟღერებული მიზანი და სურვილი იმისა, თუ რა შედეგი უნდა მოიტანოს ამ კანონპროექტმა, ამ სულისკვეთებას ჩვენ ვეთანხმებით, უბრალოდ მე მგონია, რომ ეს გზა არასწორია და მინიმუმ შედეგს ვერ მოიტანს და შესაძლოა სხვა მიმართულებით საპირისპირო შედეგიც დააყენოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საუბრისას.
17 მარტი 2026, 18:24
პოლიტიკა
პარლამენტმა მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.
17 მარტი 2026, 18:21
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ - პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მხრიდან
„მახსოვს გასული მოწვევის პარლამენტში არასამთავრობო სექტორის და უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტურის წარმომადგენლობა პარლამენტის შემადგენლობაში. ხშირად ისინი გადაწყვეტილებებზე მძლავრ ზეწოლას ახდენდნენ. იყო გარედან შიდა ინსტრუმენტებით იძულებით მართვა პარლამენტზე. დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ. პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მხრიდან. ოპოზიციაც არის პარლამენტში საკმაოდ წარმოდგენილია“.
17 მარტი 2026, 18:15
პოლიტიკა
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ცვლილების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
17 მარტი 2026, 18:13
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ლიბერალები ცდილობენ საზოგადოებას არ აპატიონ ის სურვილი, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა. არა უშავს, ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია გავუძლოთ ასეთ შემოტევებს
„ლიბერალები ნელა - ნელა კარგავენ ინსტრუმენტს, რომ საქართველოს მოუტანონ ზიანი. ისინი ამით ცდილობენ, რომ საზოგადოებას არ აპატიონ ის სურვილი, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენი ხვალინდელი დღე განვსაზღვროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენ“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით.
17 მარტი 2026, 18:09
მსოფლიო
„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს. ირანი ჩვენი ქვეყნისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ - აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, ჯოზეფ კენტი ირანში მიმდინარე ომის გამო თანამდებობიდან გადადგა.
17 მარტი 2026, 18:05
პოლიტიკა
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ცვლილებებით ზუსტდება უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ ახორციელებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი და ის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.


