დავით ქართველიშვილი: უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის დაკრძალვის ერთ-ერთ ემოციურ ეპიზოდს აღწერს, როცა უწმინდესს მისი პირადი დაცვის წევრები გამოემშვიდობნენ. ემოციური სცენის აღწერის პარალელურად, დავით ქართველიშვილმა საეკლესიო მემატიანის მიერ ჩვენამდე მოსული ერთი ცნობაც ახსნა, რომელიც დავით აღმაშენებლისა და სავარაუდოდ მისი დაცვის წევრებს უკავშირდება.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შვიდი წელი ვიმუშავე - სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში.
ბევრისთვის ალბათ უცნობ ამბავს მოვყვები. წმ. შიო მღვიმელის მონასტერში, მთავარი, ყველაზე დიდი ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების, წმ. დავით აღმაშენებლის აშენებულია. როდესაც მოხვდებით შიგნით, სახით საკურთხეველთან დადექით, და ხელმარჯვნივ კუთხეში, სამი საფლავია. საუკუნეებმა წარწერები წაგვიშალა, თუმცა არც ის ვიცით, ჰქონდათ თუ არა საერთოდ. სამაგიეროდ, საეკლესიო მემატიანემ შეგვინარჩუნა მათი ვინაობა - წმ. დავით მეფის პირადი დაცვის წევრებია დასვენებული. ეტყობა ერთ-ერთი ბრძოლის დროს გადაეფარა სამივე თავის საყვარელ „დასაცავ პირს", ხოლო წმინდა დავითმა ასეთი პატივი მიაგო მათ ნეშტებს - უშუალოდ საკურთხევლის წინ მიაბრძანა წმინდა მიწას,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
22 მარტი 2026, 21:20
საზოგადოება
სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს. რამაზანის ტრადიციული დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმებაც, ამ პატივისცემისა და მორალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ უმაღლეს გამოხატულებად დარჩა
საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ წელს კიდევ ერთხელ აჩვენა მაღალი ერთგულება მორალური ღირებულებებისადმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ნოვრუზის დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმება, აზერბაიჯანელებმა ღრმა, სულიერი გაგებითა და პატივისცემით მიიღეს- წერს საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში.
22 მარტი 2026, 21:18
საზოგადოება
როგორ შეძლო უწმინდესმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თითოეულმა ქართველმა იცის, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მაგრამ ქართული ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მისი ავტოკეფალიის აღიარება კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ. ეს სწორედ უწმინდესის მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და ბრძოლის შედეგად 1990 წელს მოხერხდა.
22 მარტი 2026, 21:18
საზოგადოება
სიონის ტაძარი, სადაც დღეს ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება
სიონის საპატრიარქო ტაძარი, სადაც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უწმინდესის საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგონ მას.
22 მარტი 2026, 20:58
საზოგადოება
ეპოქის პატრიარქი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
იგი საზოგადოებას ხშირად შეახსენებდა, რომ თაობათა ერთობა და ერთსულოვნება ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.
22 მარტი 2026, 20:30
საზოგადოება
ეპოქა, რომელიც პატრიარქმა შექმნა, არის საფუძველი საქართველოს სულიერი განახლების. მართლაც მძიმე იყო ჯვარი, რომელიც მან, თითქმის ნახევარი საუკუნე ატარა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
დღევანდელი ეთერი ეძღვნება ეპოქის პატრიარქს. ეპოქა, რომელიც მან შექმნა, არის საფუძველი საქართველოს სულიერი განახლების, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
22 მარტი 2026, 19:45
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს პირისპირ შეხვდა
ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
22 მარტი 2026, 18:24
მსოფლიო
ირანი აშშ-ის მიერ ქვეყნის ენერგეტიკაზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი რეგიონის ენერგეტიკულ და ნავთობის ინფრასტრუქტურას განადგურებით იმუქრება
„რეგიონის მასშტაბით კრიტიკული, ასევე ენერგეტიკული და ნავთობის ინფრასტრუქტურა ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლება. ისინი სამუდამოდ განადგურდება, ხოლო ნავთობის ფასები ხანგრძლივი დროის განმავლობაში გააგრძელებს ზრდას“, - დაწერა სოციალურ ქსელში X ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ-ბაღერ გალიბაფმა.
22 მარტი 2026, 17:23
საზოგადოება
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა ავტოკეფალია, აღადგინა ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები და აღასრულა სხვა დიდი საქმეები
დღეს მწუხარეა ჩვენი სული, ჩვენი ერი გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას, - განაცხადა მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ პატრიარქთან გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას.
22 მარტი 2026, 17:12
საზოგადოება
„პატრიარქო, გვიყვარხარ“ - საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკანასკნელ გზაზე გააცილა
საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
22 მარტი 2026, 17:03
საზოგადოება
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტი პატრიარქს გამოემშვიდობნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტი გამოემშვიდობნენ.
22 მარტი 2026, 17:00
საზოგადოება
უწმინდესსა და უნეტარესს ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები გამოემშვიდობნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები გამოემშვიდობნენ.
22 მარტი 2026, 17:00
საზოგადოება
მეუფე შიო: დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი, სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი
შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაშიც გული ვატკინეთ; რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 16:53
საზოგადოება
უწმინდესსა და უნეტარესს მისი დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოემშვიდობნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს მისი დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოემშვიდობნენ. ისინი უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ იხმო. პატრიარქს მისი დაცვის წევრები სიონის ტაძარში გამოეთხოვნენ.
22 მარტი 2026, 14:48
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა
პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების ტაძარში.
22 მარტი 2026, 14:47
საზოგადოება
ბართლომეოს I: ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ შორს მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან
მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოს I-მა, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესთან მეგობრობასა და ურთიერთდამოკიდებულებაზე ისაუბრა.
22 მარტი 2026, 14:42
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად
ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 14:39
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის
ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 14:39
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად - მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ
ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 14:39
საზოგადოება
სამგლოვიარო პროცესია სამებიდან სიონისკენ მიემართება
იმ გზაზე, რომლითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში მსვლელობით გადაასვენებენ, ჯარისკაცები საქართველოს დროშებით ხელში არიან განლაგებული.


