imedi /  05 იანვარი 2018, 13:42 / სანდო წყარო

მწერლები: მივიღეთ დაპირება, რომ ბორდი ჩვენს მოთხოვნებს შეისწავლის

ზაალ ანდრონიკაშვილი

ზაალ ანდრონიკაშვილი

მწერლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს შეხვედრა დასრულდა. მათი განცხადებით, მიიღეს დაპირება, რომ პირველი არხის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხზე პროცედურების დაცვით იმსჯელებენ.

"ბორდის წევრების მხრიდან ცალსახად არ დაფიქსირებული პოზიცია, რომ ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის საკითხს იზიარებენ. როგორც გვითხრეს, უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. გვაქვს ინტერესი, რომ მაუწყებლის შელახული რეპუტაცია აღდგეს და ამისათვის საჭიროა ადეკვატური რეაგირება. ბორდი როდის დაასრულებს მოკვლევას, ჯერ ზუსტი პასუხი არ უთქვამთ, თუმცა გვითხრეს, რომ ძალიან არ გაიწელება", - განაცხადა მწერალმა ზაალ ანდრონიკაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია აცხადებს, რომ პოეტ ზვიად რატიანის შესახებ პირველ არხზე მასალის გაშვებისას სტანდარტები დარღვეული იყო. მისი თქმით, საკითხს შეისწავლიან და შესაბამისი რეაგირებაც იქნება, თუმცა მოიაზრება თუ არა არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადაყენების საკითხი, გოგელიას არ დაუკონკრეტებია.

"დღეს იყო სპონტანური შეხვედრა, ავუხსენით დამსწრე საზოგადოებას, რომ ბორდი არის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროცედურები და ამ პროცედურების დაცვით მოხდება მოკვლევაც, გამოკვლევაც და რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, იქნება სამართლებრივად განსაზღვრული. იმ სტანდარტების შესაბამისად იქნება რეაგირება, რაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ყველანაირი ფორმა შეიძლება ჰქონდეს ამას. არ გაგვივლია ეს საკითხები პროცედურულად, არ გვინახავს სამართლებრივად, რა ვადაში იქნება ეს ყველაფერი. ავუხსენით დღეს დამსწრე საზოგადოებასაც, რომ ვართ ინსტიტუტი, რომელიც შესაბამისი წესების მიხედვით მოქმედებს და ამ წესების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. გამოვიკვლევთ ყველაფერს და როგორც იქნება საჭირო, ისე გავაკეთებთ. ბორდმა თავისი პოზიცია დააფიქსირა - ჩვენ ვთქვით, რომ სტანდარტი იყო დარღვეული, შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას ", - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

29 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე განიხილეს, უნდა გაეშვა თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში დაკავებული და  ნასვამი ზვიად რატიანის ვიდეო? სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის აზრით,  ვიდეოს გაშვებით მაუწყებელმა ადამიანის უფლებები დაარღვია. არხის გენერალური დირექტორი კი საპასუხოდ  აცხადებს, რომ ვიდეო სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.

სადავო მასალა ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები, რომელზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება მწერლებმა და გამომცემლებმა შეიტანეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვია.

ქარტიის ცნობით, პირველი პრინციპი ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს, მეათე პრინციპის თანახმად კი, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი."

სადავო მასალა ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები, რომელზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული. 

ზაალ ანდრონიკაშვილი

გრიგოლ გოგელია

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.