27 მარტი 2026, 12:54 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: სისხლის ღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ, მხარდაჭერა მიიღეს სისხლის ღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სისხლის ღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ სისხლის ღვრისთვის, მხარდაჭერა მიიღეს სისხლის ღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.

პაატა მანჯგალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით კი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მანჯგალაძე სხვა ორგანიზატორებთან ერთად სცენაზე იდგა და აცხადებდა, რომ ხელისუფლება გადაიბარეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის შეფასებას, რომ მანჯგალაძისთვის წარდგენილი ბრალი მტკიცებულებებს არ ემყარება, იმედგამაცრუებელი უწოდა.

„პაატა მანჯგალაძე, ისევე, როგორც სხვა ორგანიზატორები, თავისუფლების მოედანზე სცენაზე იდგა, და მათ განაცხადეს, რომ გადაიბარეს ხელისუფლება, პირადად ჩემი დაპატიმრება დაავალა პოლიციას თუ სხვა ძალოვან უწყებებს. გასაგებია, რომ ასეთ კლოუნებს არავინ დაუჯერებს, მაგრამ 7 000 ათასი ჰყავდათ იქ შეკრებილი და პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურებმა პრევენციულადაც იმოქმედეს, იმ მომენტშიც დროული რეაქცია იყო, სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო სათანადო სიმაღლეზე. ნახეთ, რომ ხელჩართული ბრძოლა მოუწიათ ბიჭებს, რომლებიც იცავდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას იმისთვის, რომ არ დამდგარიყო ნეპალი, რომელსაც გვიანონსებდნენ, თითოეული ეს ადამიანი აანონსებდა სისხლის ღვრას საქართველოში და შეგახსენებთ, ამას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა. ასე რომ ჩვენ გადავრჩით 1990-იან წლებში დაბრუნებას. ბატონ სახალხო დამცველსაც, დარწმუნებული ვარ, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ახსოვს, რაც იყო 1990-იანი წლები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან დამხობის წარმატების შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარებაზეც ისაუბრა.

„აბა, წარმატებული ყოფილიყო ეს ყველაფერი, პაატა მანჯგალაძე იჯდებოდა ახლა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის ან რომელიმე სხვა სავარძელში ძალიან კომფორტულად, შეირგებდა თუ არა თანამდებობას და იქნებოდა თუ არა გადანაწილება? როდესაც მიდიხარ ასეთ ნაბიჯზე, უნდა შეეგუო პასუხისმგებლობას. სისხლის ღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ სისხლის ღვრისთვის, წაიყვანეს სისხლის ღვრაზე, მხარდაჭერა მიიღეს სისხლის ღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი.

ყველა ძალიან კარგად ვხედავდით სცენაზე გამოჭიმულ ხალხს. პაატა მანჯგალაძემ და სხვებმა მოიყვანეს იქ ხალხი ნეპალის მოსაწყობად, 7 ათასი ადამიანი შეკრიბეს ნეპალის მოსაწყობად. იმ 7 ათასს რა ვუთხარი, იქ რომ მივიდნენ, რომ საქართველოში სისხლის დაეღვარათ. ჩვენ გვყავს 7 ათასი ადამიანი - ექიმი, ვექილი, ინჟინერი, სტუდენტი, პროფესორი, ვინც იქ მივიდა, რომ სისხლი დაეღვარა. დაანონსებული იყო ნეპალი და მივიდნენ ნეპალის მოსაწყობად. პაატა მანჯგალაძემ და მსგავსმა ორგანიზატორებმა მიიყვანეს ეს ხალხი იქ, შემდეგ მოუწოდეს, „დავიწყოთ ამ სქემის აღსრულება, წავიდეთ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთ“. დაძრეს ეს ხალხი პრეზიდენტის სასახლისკენ, თვითონვე ჩამოვიდნენ და გაჰყვნენ ამ ხალხს პრეზიდენტის სასახლისკენ და მოხდა კიდეც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა.

ზოგიერთებს ამ პასუხისმგებლობის აღების შნო თუ არ აქვთ, მაშინ ამ ნაბიჯზეც არ უნდა წავიდნენ, ხოლო თუ ამ ნაბიჯზე წავიდნენ, მაშინ კეთილი ინებონ და პასუხისგებაც მიიღონ. ზრდასრული ადამიანები არიან, ყველამ იცის, რას ნიშნავს ნეპალი, ყველამ იცის, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ამისთვის გაგვწირეს, მოითხოვეს იქ ხალხის დაპატიმრება, დასჯა, დახვრეტა, ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში რომ არ გამოუვიდათ, ახლა წუწუნებენ.

თორემ, აბა, წარმატებული ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი გვერდზე რომ იდგა ლამის თავისი შტანდარტიანად - ხომ გახსოვთ ეს კადრები, თქვენი გადაღებულია, ელოდა, რა მოხდებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩაიშალა სისხლიანი გადატრიალება, გაიპარა ისიც და მანჯგალაძეც, და სახლში იჯდა. ჯერ ხალხი მიიყვანა, ხალხი გაწირა ამ ყველაფრისთვის და წავიდა და სახლში იმალებოდა შემდეგ, ვნახეთ, რომ მურთაზ ზოდელავა ეულად აიყვანა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან. აბა, ყოფილიყო წარმატებული, თუ არ შევიდოდა სალომე ზურაბიშვილი თავისი შტანდარტიანად იმ შენობაში, თუ არ ჩასხდებოდნენ შესაბამის სახელისუფლებო სავარძლებში, ვნახავდით. და ვნახავდით ზოგიერთ უცხოელს, რომელიც მივიდოდა მათთან ერთად და დაიწყებდა ამ ყველაფრის ლეგიტიმაციის მცდელობას.

აი, ეს იყო - 4 ოქტომბერს ევროკავშირის მხარდაჭერით აქ აწყობდნენ ხელისუფლების დამხობას და არ გამოუვიდათ. იმიტომ არიან გატრუნულები. ვინმესგან - ევროკავშირის ან რომელიმე ელჩისგან, გუშინ რომ კიდევ ერთხელ დაიწყეს ექსტრემიზმის მხარდაჭერა, ამ ძალადობის დაგმობის ერთი სიტყვა გაგიგონიათ? - არა. რატომ? - იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რაც დააშავეს ქართველი ხალხის წინაშე, ძალიან კარგად იციან, რომ ლამის სისხლის ღვრაში შეიყვანეს ეს ქვეყანა. ასე რომ, არაფრის მიმართ თვალის დახუჭვა არ იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა მანჯგალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამას სასამართლო დაადგენს.

„გასაგებია, რომ მე არ მომვარდა და არ მახრჩობდა პირდაპირ, მაგრამ მოუწოდა, რომ უნდა დავეპატიმრებინე. სასამართლო იმართება, ბრალი წაყენებული აქვს, რა წონის არის მისი პასუხისმგებლობა, რაში მიუძღვის ბრალი და რაში არა, ამას ყველაფერს დაადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა თავისი სამართლიანობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

27 მარტი 2026, 14:28

მსოფლიო

მედია: Visa-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს

საერთაშორისო გადახდის სისტემა Visa-მ რუსეთში ოთხი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

27 მარტი 2026, 14:15

რეგიონი

„მუსიკალური ბათუმი ერევანში“ - სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გალა კონცერტი გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში გალა კონცერტი „მუსიკალური ბათუმი ერევანში“ გაიმართა. ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მარიამ გრიგოლიშვილი

27 მარტი 2026, 14:11

საზოგადოება

მარიამ გრიგოლიშვილი: ვცდილობთ, ყველა მიმართულება მოვიცვათ და ახალგაზრდებისთვის გავაჩინოთ საინტერესო პროექტები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ

,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს სიის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილი „იმედის დღეში“ ახალგაზრდების ხელშეწყობაზე საუბრობს.

27 მარტი 2026, 14:10

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოვლინეს.

ვარლამ ლიპარტელიანი

27 მარტი 2026, 14:08

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: იმედი მაქვს, შეხვედრებში უამრავი ახალგაზრდა ჩაერთვება, რომლებიც საბოლოო ჯამში გახდებიან ქვეყნის სახეები, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ყველას შეხვდეთ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, გადაცემაში „იმედის დღე“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათ დიდ როლზე ისაუბრა.

27 მარტი 2026, 14:07

მსოფლიო

POLITICO: გლობალური ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის საომარ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის

აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო შექმნილი ენერგოკრიზისი უკრაინის საწვავით მომარაგებას და მის საომარ ძალისხმევას საფრთხე უქმნის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

თეკლა თიკანაშვილი

27 მარტი 2026, 14:05

საზოგადოება

თეკლა თიკანაშვლი: მთავარი სათქმელი, რაც გვინდა ახალგაზრდებს ვუთხრათ არის ის, რომ გვინდა მოვისმინოთ მათი იდეები. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რატომაც მივდივართ რეგიონებში

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი თეკლა თიკანაშვლი „იმედის დღეში“ იმ მიზნებზე საუბრობს, რაზეც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონული ტურნეს ფარგლებში გეგმავს.

27 მარტი 2026, 14:04

საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩენგდუში ქართული ღვინის მორიგი წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენაში „Fine Wineseer” მონაწილეობდა.

ვარლამ ლიპარტელიანი

27 მარტი 2026, 14:03

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ხელი უნდა შევუწყოთ მომავალ თაობას, რომ განვითარდნენ და საბოლოო ჯამში, გამოადგნენ ქვეყანას - მთავარი ინტერესი, მიზანი და მოტივაციაა, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი და წარმატებული

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდებთან დაგეგმილ შეხვედრებზე, "იმედის დღის" ეთერში ისაუბრა.

ვარლამ ლიპარტელიანი

27 მარტი 2026, 14:03

პოლიტიკა

ლიპარტელიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფორმატზე: გავცვლით აზრებს, მაქსიმალურად ვეცდებით ახალგაზრდების თხოვნები, იდეები, გავითვალისწინოთ - შეხვედრაზე დასწრებას QR კოდით შეძლებენ, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, გადაცემაში „იმედის დღე“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ რეგიონული ტურნეს დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

27 მარტი 2026, 14:01

საზოგადოება

მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადიდან პატრიარქის ბანერები დროებით მოიხსნება. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ბანერები შენობაზე ისევ განთავსდება

მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადიდან პატრიარქის ბანერები დროებით მოიხსნება. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ბანერები შენობაზე ისევ განთავსდება.

27 მარტი 2026, 13:46

სამართალი

პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პირი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:39

სამართალი

პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

27 მარტი 2026, 13:38

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული ს.უ. და 1987 წელს დაბადებული ა.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 13:30

პოლიტიკა

პაპუაშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ, გვახსენდება 9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში

ევროპარლამენტის სხდომებს, რომ ვუყურებთ ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით, გვახსენდება 9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც ზუსტად ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ, გვახსენდება 9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში

27 მარტი 2026, 13:30

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საერთაშორისო საბანკო კონფერენციის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, მზარდ როლს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:25

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:23

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს.

გიორგი კობერიძე

27 მარტი 2026, 13:18

რეგიონი

გიორგი კობერიძე: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარება პრიორიტეტად რჩება

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ - ქვეყნის წყალმომარაგების სფეროში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

27 მარტი 2026, 13:16

საზოგადოება

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში, დარგის რეგულირების ახალ მექანიზმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.