ზურაბ ქადაგიძე: თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფია ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ შეღავათიან და ეკონომიურ ავტომობილს
ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მოგწონს თუ არ მოგწონს, რეალურად, ბაზარი ავტომატურად გაძვირდება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სოციალური ბალანსი ვიპოვოთ. თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფი არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ ავტომობილს - შეღავათიანს, ეკონომიურს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, შესაძლებელია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება, მაგალითად, იაპონიაში, კონკრეტულ კლასზე მოქმედებს სპეციალური გადასახადები და დაზღვევა, რის შედეგადაც ქალაქები განიტვირთა და ჰაერი გასუფთავდა.
მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ ბალანსზე, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია სამართლიანობიდან გამომდინარე, რადგან ეს არის არა კომფორტი, არამედ, აუცილებლობა.
დეპუტატმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
„რომ შევთანხმდეთ, მოგწონს თუ არ მოგწონს, რეალურად ბაზარი ავტომატურად გაძვირდება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სოციალური ბალანსი ვიპოვოთ. თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფი არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ ავტომობილს - შეღავათიანს, ეკონომიურს.
შემოთავაზება მაქვს - ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო პრაქტიკაც გავითვალისწინოთ. მაგალითად, იაპონიაში „ქეი ქარს“ ასე ჰქვია - სპეციალური კლასი არსებობს, მოქმედებს მასზე სპეციალური გადასახადები და დაზღვევა, რის შედეგადაც ქალაქები განიტვირთა და ჰაერი გასუფთავდა.
სინგაპურში და ჰონგ კონგში მანქანის ფლობა ძვირია, თუმცა რეგისტრაციის საფასური პირდაპირ პროპორციულია ძრავის მოცულობისა. 1.6-მდე ძრავის მქონე მანქანები კატეგორია „ა“-ში გადიან, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე მაღალი კუბატურის კატეგორია, რომელიც არის „ბ“ კატეგორია.
საფრანგეთში, მაგალითად, ე.წ. ბონუს-მალუსის სისტემა არსებობს ჯარიმა-ჯილდოს სისტემა: თუ ყიდულობ დაბალი „ემისიის“ მანქანას, სახელმწიფო გაძლევს სუბსიდიას, შეღავათს, ხოლო დიდი ძრავის შემთხვევაში გადაგახდევინებს თანხას.
როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ ბალანსზე, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია სამართლიანობიდან გამომდინარე. რადგან ეს არ არის კომფორტი - ეს არის აუცილებლობა. და ეს არის დაბალი კუბატურის მანქანები, რომლებსაც ეს მიზნობრივი ჯგუფები იძენენ“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 18:42
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის შეცვლას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, 74 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომლითაც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესი იცვლება.
31 მარტი 2026, 18:38
პოლიტიკა
პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 82 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე „საქსტატის“ საბჭოს წევრების დანიშვნის წესს შეეხება.
31 მარტი 2026, 18:36
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 18:33
საზოგადოება
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
საკანონმდებლო ორგანომ 87 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 18:25
ჯანდაცვა
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 90 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
31 მარტი 2026, 18:19
მსოფლიო
თეთრი სახლი ბენზინის ფასის 4 დოლარამდე გაძვირებაზე: ომის დასრულებისთანავე ფასები მკვეთრად დაიწევს
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწვავზე ფასები დაეცემა როგორც კი ირანთან ომი დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 18:13
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში, ეს იყო იმის დემონსტრირება, რას წარმოადგენს ერი, რისკენ აქვს მისწრაფება
„ეტყობა სერიოზული ანალიზი კეთდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ამ ფსიქოლოგიური მომენტის [ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში ხალხის ერთიანობის]. იქ [სამების ტაძრის ეზოში, პატრიარქის სამძიმარზე] იყო შეყვირებები, „მოდი გადავანგრიოთ, მივაწვეთ, შევიჭრათ, მაგრამ ვერ განავითარეს“.
31 მარტი 2026, 18:10
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი
ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.
31 მარტი 2026, 18:04
პოლიტიკა
ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.
31 მარტი 2026, 18:02
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა. დიდი გამოცდილება აქვთ ხელოვნური ისტერიკის შექმნაში, არაჯანსაღი სიტუაციების ფორმირებაში
პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით რადიკალების რეაქციაზე.
31 მარტი 2026, 18:00
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა.
31 მარტი 2026, 17:59
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავებაც არის უმთავრესი
„ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. ხშირად უარს ამბობენ ოჯახის შექმნაზე, იმიტომ რომ აქვთ საცხოვრისის პრობლემა. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავება არის უმთავრესი, იმიტომ რომ იქ, სადაც ლიბერალური პროპაგანდა მძლავრია, იქ შობადობა არის დაბალი. ასეთი პრობლემები პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანას შეექმნა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
31 მარტი 2026, 17:49
მსოფლიო
ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა და ახალი ხელისუფლება წინაზე უფრო ბრძენი უნდა იყოს.
31 მარტი 2026, 17:45
პოლიტიკა
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა გაიმართა. მომდევო შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.
31 მარტი 2026, 17:43
რეგიონი
ახალ ბულვარში უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა
ახალ ბულვარში ერთ-ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. აღნიშნულ ობიექტს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა, - ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
31 მარტი 2026, 17:37
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე აშშ-ს 27-30 აპრილს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე მეუღლესთან ერთად ამერიკას სახელმწიფო ვიზიტით 27-30 აპრილს ეწვევა.
31 მარტი 2026, 17:35
საზოგადოება
მამა ალექსანდრე ბოლქვაძე: უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა
უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა. ბოლოს ვნახეთ, რომ მთელი ერი მის დასაფლავებაზე მოვიდა, - განაცხადა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ.
31 მარტი 2026, 17:31
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს
ეგრეთ წოდებული ალიანსის შეკრებას ვუყურებდი და მათ განცხადებას ვუსმენდი, რომ 26 მაისამდე წავიდნენ რეგიონებში. ნაცვლად იმისა, თბილისში ილაპარაკონ, მართლა როგორი საქართველო უნდათ და რაზე თანხმდებიან, დაახვიეს რეგიონებში. 26 მაისამდე თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
31 მარტი 2026, 17:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ელისაშვილზე: ეს ადამიანი შეპყრობილია ტერორისტული აქტებით. ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ პარტია „ლელო“ არ ემიჯნება რადიკალიზმს და ამ ტერორისტულ აქტებს
ეს ადამიანი შეპყრობილია ტერორისტული აქტებით, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით.
31 მარტი 2026, 17:29
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ყველა, ვინც არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს, არ გმობს ამ ტერაქტს და ტერორიზმს, პრაქტიკულად არის ამ ყველაფრის თანამონაწილე
ყველა ვინც არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს, არ გმობს ამ ტერაქტს და ტერორიზმს პრაქტიკულად არის ამ ყველაფრის თანამონაწილე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.


