31 მარტი 2026, 17:43 / სანდო წყარო

ახალ ბულვარში უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ახალ ბულვარში ერთ-ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. აღნიშნულ ობიექტს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა, - ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისათვის, ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით, სამშენებლო ნარჩენების გატანა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ტერიტორიის სრულყოფილი მოწესრიგება განხორციელდება.

„ბულვარის იერსახის გაუმჯობესებისა და რეკრეაციული სივრცის მოწესრიგების მიზნით, უსახური და უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

31 მარტი 2026, 19:18

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ საკითხებთან ერთად, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მაია ბითაძე

31 მარტი 2026, 19:11

პოლიტიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პიტ ჰეგსეტი

31 მარტი 2026, 19:11

მსოფლიო

ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება და თეირანი გააფრთხილა, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

იოსებ ჯორბენაძე

31 მარტი 2026, 19:04

პოლიტიკა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 19:01

საზოგადოება

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ილია დარჩიაშვილი

31 მარტი 2026, 18:52

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

ირაკლი ხელაძე

31 მარტი 2026, 18:42

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის შეცვლას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, 74 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომლითაც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესი იცვლება.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 18:38

პოლიტიკა

პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 82 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე „საქსტატის“ საბჭოს წევრების დანიშვნის წესს შეეხება.

 ალექსანდრე ტაბატაძე

31 მარტი 2026, 18:36

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

თამარ მახარაშვილი

31 მარტი 2026, 18:33

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება

საკანონმდებლო ორგანომ 87 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირინე წაქაძე

31 მარტი 2026, 18:25

ჯანდაცვა

საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 90 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

კეროლაინ ლევიტი

31 მარტი 2026, 18:19

მსოფლიო

თეთრი სახლი ბენზინის ფასის 4 დოლარამდე გაძვირებაზე: ომის დასრულებისთანავე ფასები მკვეთრად დაიწევს

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწვავზე ფასები დაეცემა როგორც კი ირანთან ომი დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

31 მარტი 2026, 18:13

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში, ეს იყო იმის დემონსტრირება, რას წარმოადგენს ერი, რისკენ აქვს მისწრაფება

„ეტყობა სერიოზული ანალიზი კეთდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ამ ფსიქოლოგიური მომენტის [ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში ხალხის ერთიანობის]. იქ [სამების ტაძრის ეზოში, პატრიარქის სამძიმარზე] იყო შეყვირებები, „მოდი გადავანგრიოთ, მივაწვეთ, შევიჭრათ, მაგრამ ვერ განავითარეს“.

დიმიტრი ხუნდაძე

31 მარტი 2026, 18:10

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი

ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

31 მარტი 2026, 18:04

პოლიტიკა

ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს

ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

გიორგი ვოლსკი

31 მარტი 2026, 18:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა. დიდი გამოცდილება აქვთ ხელოვნური ისტერიკის შექმნაში, არაჯანსაღი სიტუაციების ფორმირებაში

პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით რადიკალების რეაქციაზე.

31 მარტი 2026, 18:00

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა.

დიმიტრი ხუნდაძე

31 მარტი 2026, 17:59

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავებაც არის უმთავრესი

„ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. ხშირად უარს ამბობენ ოჯახის შექმნაზე, იმიტომ რომ აქვთ საცხოვრისის პრობლემა. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავება არის უმთავრესი, იმიტომ რომ იქ, სადაც ლიბერალური პროპაგანდა მძლავრია, იქ შობადობა არის დაბალი. ასეთი პრობლემები პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანას შეექმნა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

პიტ ჰეგსეტი

31 მარტი 2026, 17:49

მსოფლიო

ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა და ახალი ხელისუფლება წინაზე უფრო ბრძენი უნდა იყოს.

31 მარტი 2026, 17:45

პოლიტიკა

ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა გაიმართა. მომდევო შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.