არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიას: კანონპროექტით, რომელიც წარმოადგინეთ, უცხოელ ფონდებსაც უკან უბრუნებთ თანხას. თქვენი მიზანია, უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები, რომელიც მიმართული იყო ჯარიმების გადასახდელად, უკან დაუბრუნოთ
არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ იურიდიულ კომიტეტზე, სადაც „გახარია-საქართველოსთვის“ საპარლამენტო წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ მოსმენა განიხილებოდა, მომხსენებელს და კანონპროექტის ინიციატორ ჯგუფს მიმართა, რომ ისინი, ამ კანონპროექტით, უცხოელ ფონდებსაც უკან უბრუნებენ თანხას.
„სამწუხაროდ, დღეს, რაც ჩვენ ვიხილეთ არის, რომ როდესაც მომხსენებელი საუბრობს კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, რომ ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევას. გულისხმობს შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევაა, როდესაც პიროტექნიკას იყენებს ადამიანი ძალადობრივი აქციის დროს, მოლოტოვის კოქტეილებს, ადვილად აალებად ნივთიერებებს. როდესაც ნიღბით მიდის შეკრება მანიფესტაციის დროს და რისთვის მიდის და რატომ სჭირდება ეს ნიღაბი? რომ შემდეგ დარღვევა ჩაიდინოს და პასუხისმგებლობას გაექცეს. როდესაც ცდილობს, რომ ხელოვნურად გადაკეტოს ათეული და რამდენიმე ასეული დღის განმავლობაში მთავარი მაგისტრალი. როდესაც საფრთხეს უქმნის, როგორც აქციის მონაწილეების, ისევე სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. როდესაც შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზრდება უკვე ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებში, როგორიც არის თავდასხმა ადმინისტრაციულ ორგანოზე, შესაბამისად თავდასხმა კერძო საკუთრებაზე და განადგურებებზე და თქვენ ამ ყველაფერზე სამწუხაროდ პასუხი არ გაეცით. კონკრეტული ერთი მაგალითი თქვით, რომ მაქვს ინფორმაცია და ვიცი რომ დაჯარიმებული არის ბევრჯერო. ეს კონკრეტული ადამიანი შეიძლება ვინმესთვის იყოს საკითხავი, თუ რატომ იცის ქალბატონმა სოფიომ ამ ადამიანის შესახებ- ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მათი გუნდის წევრია. ეს არის ადამიანი, გოგონა, ქეთი აბულაძე, რომელიც გახარიელების ბელად გახარიასთან პოზირებს. როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანზე საუბრობდა ქალბატონი სოფიო, მან თქვა ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ ეს ადამიანი 125 ათასი ლარით არის დაჯარიმებულიო. ქალბატონო სოფიო, ასეთი ჯარიმა, 125 ლარიანი ჯარიმა 174-ე პრიმა მუხლში გათვალისწინებული არ არის. გამოდის, რომ ამ ადამიანმა მიზანმიმართულად არაერთხელ დაარღვია კანონი და თქვენ ახლა გინდათ, რომ მიზანმიმართულად არაერთი გზის სამართალდამრღვევს ჯარიმა ჩამოაწეროთ და თქვენ თვითონ გიწერიათ განმარტებით ბარათში, რომ ჯარიმის მთავარი მიზანი და ნებისმიერი ადმინისტრაციული სახდელიც იქნება და პასუხისმგებლობაც ამისი- ეს არის პრევენცია. ანუ პრევენციული თავისი მიზანი ვერ შეასრულა კანონმა. ამიტომაც დაგვჭირდა უფრო გაგვემკაცრებინა შესაბამისი პასუხისმგებლობების. ერთი მხრივ, ჯერ გქონდათ ზოგადად ძალადობის აქციის მომწყობებს და მათ უკან მდგომ პირებს ფონდები შექმნილი, რითაც პირდაპირ ჰპირდებოდით ადამიანებს, რომ დაარღვიეთ კანონი....“, - აღნიშნავს გორდულაძე.
მისივე თქმით, არავინ დაუშვებს, რომ საქართველოში ძალადობრივი აქციები იყოს წახალისებული.
„საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები ქმნიდნენ ფონდებს, აორგანიზებდნენ სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტების გამოქვეყნებით, -ვაგროვებთ თანხებს, რომ სამართალდამრღვევებს ჯარიმები გადავუხადოთო. ისინი ამით ახალისებდნენ ახალი სამართალდარღვევების ჩადენას. მათ შორის, არაერთი ფონდი პირდაპირ მიმართული იყო, რომ სამართალდარღვევებისთვის თავისი ჯარიმები გადაეხადათ. თქვენ, მათ შორის, ამ კანონპროექტით, რომელიც ახლა წარმოადგინეთ, უცხოელ ფონდებსაც უბრუნებთ უკან თანხას. იმიტომ, რომ თქვენ კანონპროექტში გიწერიათ, რომ გადახდილი ჯარიმები უკან უნდა დაბრუნდესო. ე.ი. თქვენ გაქვთ მიზანი, რომ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები, რომელიც მიმართული იყო, რომ ჯარიმები გადახდილიყო, ეს უკან დაუბრუნოთ, მაგრამ ამ ყველაფერზე არ საუბრობთ და ჩვენ ვისაუბრებთ. ჩვენ ვერანაირად დავუშვებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში წახალისებული იყოს ძალადობრივი აქციები. არაერთი მცდელობის მიუხედავად ერთ მარტივ კითხვაზეც ვერ მოვისმინეთ პასუხი, რა ხდებოდა 2023- 2024- 2025 წლებში. თურმე ყველას დაავიწყდა, მათ შორის, მომხსენებელსაც და ინიციატორ ფრაქციასაც, რომ ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტი იმსჯელებს და ამ საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
ყველა სიახლე
11 აპრილი 2026, 15:14
საზოგადოება
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. LIVE
სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
11 აპრილი 2026, 15:08
პოლიტიკა
მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიაზე: გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია, საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს
სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობს და ორმხრივი დიალოგი აქტიურად განახლდა, საეჭვოდ გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიის შესახებ, რომლის თანაავტორიც მისი თქმით, გიორგი კანდელაკია, ხოლო თინა ხიდაშელის ორგანიზაცია სააგენტოს დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა.
11 აპრილი 2026, 15:05
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ და ირანულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანულ და ამერიკულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 15:04
პოლიტიკა
გია აბაშიძე: საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-„ტაივანჩიკები" და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი „შპანა" კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ "ნაცასკარიდები" - თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
11 აპრილი 2026, 15:03
პოლიტიკა
ჩიხელიძე: fox news-ის სტატიის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან-გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, გარე აქტორების დღის წესრიგის მხარდაჭერა დგას
fox news-ის სტატიაზე, რომლის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან, სტატიაში საუბარია საქართველოს ირანთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და საქართველოს მიერ ირანის მხარდაჭერაზე. თუ ადრე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება სირცხვილად ითვლებოდა და ასეთი ქმედებები ფარულად ხორციელდებოდა, დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია, მსგავსი ნაბიჯები უკვე ღიად, დემონსტრაციულადაც კი იდგმება, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე FOX NEWS-ის სტატიაზე.
11 აპრილი 2026, 15:00
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება - წერს ანალიტიკოსი,ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
11 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.
11 აპრილი 2026, 14:06
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ
უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
11 აპრილი 2026, 14:01
მსოფლიო
Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას
აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:00
რეგიონი
ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
11 აპრილი 2026, 13:18
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.
11 აპრილი 2026, 13:10
საზოგადოება
14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
11 აპრილი 2026, 13:01
მსოფლიო
კამალა ჰარისმა, შესაძლოა, აშშ-ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 12:32
საზოგადოება
ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
11 აპრილი 2026, 12:27
მსოფლიო
ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.
11 აპრილი 2026, 12:15
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.
11 აპრილი 2026, 12:03
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს.
11 აპრილი 2026, 11:56
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.
11 აპრილი 2026, 11:45
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად - ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.


