14 აპრილი 2026, 19:10 / სანდო წყარო

ნათია სახოკია გვარამიას განცხადებაზე: მსგავსი სიტყვის გამოყენება არის ძალიან დიდი შეცდომა, დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა ოჯახებს, მშობლებსა და ბავშვებს, ბოდიშის მოხდა აუცილებელია

ნათია სახოკია

ნათია სახოკია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს არასამთავრობო ასოციაცია „გზამკვლევის“ შემქმნელი, აუტისტური სპექტრის მქონე პირის მშობელი, ნათია სახოკია ეხმიანება.

სახოკიას თქმით, ნიკა გვარამიას განცხადებით დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა - ოჯახებს, მშობლებს, ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ეს მდგომარეობა აქვთ.

ნათია სახოკია აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენებას შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ აუცილებელია ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბოდიში მოიხადოს.

„უშუალოდ ნიკა გვარამიას განცხადება მე არ მინახავს, თუმცა მოვისმინე მშობლის - მარი კორკოტაძის ვიდეომიმართვა. ჩემთვის პირველი შემთხვევა არ არის, რომ მსგავს რამეს ვისმენ - ანუ აუტიზმს დამაკნინებელ კონტექსტში, როგორც დაავადებას ისე მოიხსენიებენ. სალანძღავ კონტექსტში მოიხსენია ნიკამ აუტიზმის მქონე ადამიანები. ეს არის ჩემი შვილის რეალური მდგომარეობა - აუტიზმი. აუტიზმი სალანძღავ სიტყვად იქცა და ეს არის ძალიან მტკივნეული, როგორც დედისთვის, მოქალაქისთვის. ნიკა გვარამიას მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანს, მისი გამოცდილება, მისი გამოსვლები, თანამდებობები რეალურად უნდა აძლევდეს იმის შესაძლებლობას, რომ ეს სიტყვა არ იყოს სალანძღავ კონტექსტში გამოყენებული. ამას ნებისმიერ ადამიანს ვეტყვი განურჩევლად პოლიტიკური ძალისა. ეს უკვე უბრალოდ შეცდომა არ არის, 21-ე საუკუნეა, იმდენად აქტუალური თემაა აუტიზმი, აუტიზმის მქონე ადამიანების მრავალრიცხოვნობა ჩვენს გარშემო, მინიმუმ საბაზისო ცოდნას თითოეული ადამიანი, ვფიქრობ, მით უფრო საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები მინიმუმ ცოდნას უნდა აკმაყოფილებდნენ.

ეს არის ძალიან მტკივნეული როგორც დედისთვის, მშობლისთვის, აქტიური მოქალაქისთვის და ნებისმიერ ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს პროტესტი. მარტო მშობლებს არა - ნებისმიერ ჩვენგანს, არ აქვს ამას მნიშვნელობა გვყავს აუტიზმის მქონე შვილი ან ოჯახის წევრი თუ არა. ძალიან მტკივნეული ფაქტია ჩემთვის და საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის. მინიმუმ, რაც შეიძლება გააკეთოს ალბათ, რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდაა. ვფიქრობ, ეს აუცილებელია. ერთი კარგი ტრენინგი მათ აუცილებლად სჭირდებათ ცნობიერების ასამაღლებლად. მსგავსი სიტუაციები უნებლიედ ხდება და ალბათ ნიკამაც უნებლიედ გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა - ოჯახებს, მშობლებს, ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ეს მდგომარეობა აქვთ. ამასთან ერთად, მსგავსი დამოკიდებულება აუტიზმის მიმართ სტიგმის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

ყოველგვარი პოლიტიკური ხედვის და მრწამსის გარეშე ვამბობ, ვურჩევ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომ მსგავსი სიტყვის გამოყენება არის ძალიან დიდი შეცდომა, შეცდომას აღიარება უნდა, აღიარებას მოსდევს ბოდიში და მსგავსი დამოკიდებულებებით იმედია, სხვა დროს ისევ სხვა ვინმე არ „გამოხტება“, - დასძინა ნათია სახოკია.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები „პოლიტიკურ აუტისტებად“ მოიხსენია და დაწერა: „მთლად „პოლიტიკური აუტისტები“ მაინც ნუ ილაპარაკებთ ყველასთვის ხელის ჩამორთმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე, ვინმე ცინიკოსმა ძაან აბუჩად არ აგიგდოთ“.

ყველა სიახლე

13 მაისი 2026, 03:05

მსოფლიო

The New York Times: აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს

ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ირანის განადგურებული სამხედრო ძალების შესახებ მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რასაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები პოლიტიკოსებს დახურულ კარს მიღმა ატყობინებენ, - წერს გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს“.

13 მაისი 2026, 01:34

მსოფლიო

CNN: ისრაელი შეშფოთებულია, რომ ტრამპი ირანთან ცუდ შეთანხმებას დადებს

ისრაელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლოა მანამდე გააფორმოს შეთანხმება, ვიდრე იმ ძირითად საკითხებს გადაჭრის, რამაც თავდაპირველად ეს ორი ქვეყანა ომამდე მიიყვანა - ამის შესახებ CNN-ს ისრაელის რამდენიმე წყარომ განუცხადა.

13 მაისი 2026, 01:33

საზოგადოება

ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი გამოვლინდა

ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა, პოლონეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია და იტალია, მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.

დონალდ ტრამპი

13 მაისი 2026, 01:12

მსოფლიო

ტრამპი: არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ - არ უნდა დავუშვათ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ხელში ჩაიგდოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობისას, ამერიკელების ფინანსური სირთულეები მისთვის პრიორიტეტული არ არის.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 მაისი 2026, 00:35

მსოფლიო

POLITICO: კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების ლობირებას ცდილობს, კიევში გამწვავებული კორუფციული სკანდალი ძირს უთხრის მის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის გაერთიანებაში გასაწევრიანებლად, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“.

თბილისის „დინამო“

13 მაისი 2026, 00:04

სპორტი

„თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 45 წელი შესრულდა

13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1981 წელს უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2026, 23:56

მსოფლიო

ტრამპი: ეს ომი დასასრულს უახლოვდება - ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე წელს რუსეთში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ჯგუფი „ბზიკები“

12 მაისი 2026, 23:53

საზოგადოება

ჯგუფი „ბზიკები“ ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში წარდგა. ვიდეო

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა. ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.

ლადო სადღობელაშვილი

12 მაისი 2026, 23:13

საზოგადოება

ლადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2026, 23:01

მსოფლიო

ტრამპი: ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა

ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

12 მაისი 2026, 22:59

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.

კაია კალასი

12 მაისი 2026, 22:10

მსოფლიო

კაია კალასი: პუტინის პოზიცია სუსტდება და ამან შესაძლოა ომის დასრულების შესაძლებლობა გააჩინოს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 9 მაისის განცხადებები შეაფასა.

ანა ჯაფარიძე

12 მაისი 2026, 21:47

სპორტი

პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია

ქართველმა პარასპორტსმენებმა ჩემპიონატზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს - ლიკა ჩაჩიბაიამ (47 კგ), სანდრო მეგრელიშვილმა (70 კგ), ნატა ოჩიგავამ (57 კგ) და მარიამ ნინიაშვილმა (52 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.

გურამ მაჭარაშვილი

12 მაისი 2026, 21:32

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო

ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

12 მაისი 2026, 21:20

საზოგადოება

თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე: გამორჩეულია პატივი და პასუხისმგებლობა, როცა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ავიდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ორიათასწლოვანი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე

ისტორიის დოქტორი, თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაციას აფასებს.

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2026, 21:09

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე.

12 მაისი 2026, 20:59

სამართალი

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - ირანის მოქალაქეს საქართველოში 13 ათასზე მეტი აბი „მეთადონი“ შემოჰქონდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ამოღებულია სატვირთოს სამალავში ნაპოვნი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება. აკრძალული ტვირთი სავარაუდოდ, შავ ბაზარზე სარეალიზაციოდ იყო განკუთვნილი. ქართველმა სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე დააკავეს.

12 მაისი 2026, 20:58

კულტურა

დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში მილიონობით მაყურებლის წინაშე ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. ჯგუფი „ბზიკები“, რომელმაც 2008 წელს კონკურსის საბავშვო ნაწილში ჩვენი ქვეყნის პირველი გამარჯვება მოიპოვა, ავსტრიის დედაქალაქში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს.

12 მაისი 2026, 20:41

პოლიტიკა

ოპოზიციის ალიანსისა და სააკაშვილის დაპირისპირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სააკაშვილი ოპოზიციას განსჯის, ოპოზიცია თავს იმართლებს. ალიანსის სტრატეგია მსჯავრდებულს არ აკმაყოფილებს, გარეთ მყოფებმა კი შეუთვალეს, რომ არ ეთანხმებიან და არგუმენტად დაანონსებული ე.წ. კარდაკარ შეხვედრები დაასახელეს. შიდა კონფლიქტი, დაკარგული მხარდამჭეერები და არარსებული რესურსი-ასე ხედავს მმართველი პარტია და საპარლამენტო ოპოზიცია ალიანსის რეალობას.

12 მაისი 2026, 20:37

პოლიტიკა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერება და სანქციები, - ამ მოთხოვნებს აყენებს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია. ავტორები ხელისუფლებას ავტორიტარულ მართვაში სდებენ ბრალს, ქვეყანას კი, რუსეთის მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლაში.