პოლიტიკა

17 აპრილი 2026, 19:18

პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი.

მარიამ ლაშხი

17 აპრილი 2026, 18:36

განათლების კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, რომელიც ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეეხება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

17 აპრილი 2026, 18:22

ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს, განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება

ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.

ნინო წილოსანი

17 აპრილი 2026, 18:20

წილოსანი: კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც იმართებიან გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ

კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად და ბიუროკრატებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ იმართებიან „დიფ სთეითისგან“, იმ გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2026, 18:20

გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. განსაკუთრებულ აქცენტს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე გავაკეთებ. გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით სახელმწიფო დეპარტამენტში განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს, მის მოადგილესა და სახელმწიფო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოსთან ურთიერთობაზე. ცალსახად აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაგრძელება გაღრმავება. დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად. გვაქვს ის განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას ძალიან პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ. ამის დადასტურებაა ის ფაქტორიც, რომ თემატურ კონტექსტშიც არაერთი საუბარი გვქონდა და გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც რეფორმის მხარდაჭერის თვალსაზრისით განათლების სფეროში, ასევე სრული მხარდაჭერა იმაში, რომ ქართულმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ ამერიკულ უნივერსიტეტებთან.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:19

პრემიერი: უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია იყო ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ გაშალონ კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:17

ირაკლი კობახიძე: აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა არაფერია სასპეკულაციო, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა და კურორტის განვითარებისთვის

აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა აქ არაფერია სასპეკულაციო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:13

ირაკლი კობახიძე: გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს კი ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, ეს ძალიან სამწუხაროა

გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს, ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ, ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს და ეს არის ძალიან სამწუხარო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას შეეხებოდა.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}