20 აპრილი 2026, 11:28 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა. გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერიკა ჰქონდა ბრიუსელს, რომ თითქოს ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას?!

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა. გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერია ჰქონდა ბრიუსელს, რომ თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს ხელისუფლება. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას?! - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელი კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველ ხალხთან, ვინაიდან ის, რასაც წლების განმავლობაში უმტკიცებდნენ საქართველოს თავადვე უარყვეს უნგრეთთან მიმართებაში.

„ძალიან საინტერესოა უნგრეთის არჩევნები. იცით, რომ უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველამ მიულოცა. გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერიკა ჰქონდათ ბრიუსელს და მის დაქირავებულ ჯგუფებს, რომ თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს ხელისუფლება, თითქოს ერთ პარტიას თუ აქვს უმრავლესობა, ეს არის არადემოკრატიული. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება?!

აქედან გამომდინარე შეგვიძლია, რომ ეს თავიც გადავფურცლოთ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სხვების მავნე ხელების ფათური.

დაადასტურა თავად ბრიუსელმა, რომ მთავარი არის ხალხი როგორ აირჩევს და ხალხის არჩევანი თუ არის ასეთი, ყველამ უნდა მიიღოს. ამიტომ კიდევ ერთხელ დამარცხდა ბრიუსელი ქართველებთან. იმიტომ, რომ ის, რასაც ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია, ერთი პარტიის უმრავლესობის ქონა არის ცუდი, ეს ყველაფერი მამლის ყივილამდე უარყვეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

მარტა კოსი

21 აპრილი 2026, 13:26

მსოფლიო

მარტა კოსის განცხადებით, ევროპას ცენტრალურ აზიასთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ.

ნატა კვაჭანტირაძე

21 აპრილი 2026, 13:24

ეკონომიკა

ნატა კვაჭანტირაძე: ტურიზმის პოზიტიურ დინამიკას ევროპული ბაზრების ზრდა და პირდაპირი ფრენები განაპირობებს

2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა, კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

ჟუანგ რონგვენი 
პაატა სალია

21 აპრილი 2026, 13:23

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

პაატა სალიასა და ჟუანგ რონგვენს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 13:11

ჯანდაცვა

სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას

სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 13:07

ჯანდაცვა

სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ საქართველოზე ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემები, რა მიზეზით არ აქვთ შეტანილი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?!

არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით. მაგალითად, ნორვეგია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა: ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?! , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

21 აპრილი 2026, 13:03

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა.

მადონა

21 აპრილი 2026, 13:03

ტაბლოიდი

მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა

პოპის დედოფალი მადონა ქურდობის მსხვერპლი გახდა. პოპვარსკვლავი გასულ პარასკევს Coachella Valley Music and Arts Festival-ის მთავარ სცენაზე ჰედლაინერ საბრინა კარპენტერთან ერთად გამოჩნდა.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 13:02

ჯანდაცვა

სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს, გაეცნონ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს, გაეცნონ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

21 აპრილი 2026, 12:59

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ექსპორტისა და 9 მილიონამდე ლარის გათეთრების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 12:59

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 12:57

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულის მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები

ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულის მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.

21 აპრილი 2026, 12:50

თავდაცვა

პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მონიკა რენატა ბოლანიოს პერეზს უმასპინძლა.

21 აპრილი 2026, 12:23

ეკონომიკა

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა I კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 12:19

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია, - მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

21 აპრილი 2026, 12:05

საზოგადოება

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად ბიოტექნოლოგიურ კომპანია „ბიოქიმფარმს“ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ დაათვალიერა საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები. წარმოების ორგანიზებისა და ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს „ბიოქიმფარმის“ მმართველმა პარტნიორმა რატი ღოლიჯაშვილმა გააცნო.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 12:02

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის მედიკამენტებზე გადაწყვეტილებას, ამიტომ ვერცერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ

ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებს და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700 ათასდოლარიან წამალს ვერ იმეტებენ, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.

რუმენ რადევი

21 აპრილი 2026, 11:58

მსოფლიო

Euractiv: ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში რადევის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება

ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, რუმენ რადევის პოლიტიკური გუნდის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 11:56

პოლიტიკა

The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ

ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.

21 აპრილი 2026, 11:48

პოლიტიკა

The National Interest: ევროკავშირის ბრალდებები „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების დადებით შეფასებებს

ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი განიხილება თითქოსდა მისი კავშირების კონტექსტში რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწერება სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დიქტატების მიმართ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, სოციალურ თემებში, მათ შორის ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში შიდა პოლიტიკაში, - ვკითხულობთ The National Interest -ის მიერ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

21 აპრილი 2026, 11:46

პოლიტიკა

The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია - აშშ–საქართველოს ალიანსის განახლების არგუმენტი უფრო გამყარდა ადმინისტრაციის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით

შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია, - წერს ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest-ი, სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.