პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა იმასაც აჩვენებს, რომ რასაც გვეთამაშებოდნენ, თითქოს აინტერესებთ მრავალპარტიულობა, ეს ყველაფერი არის ფარსი, ინსტრუმენტები იმისთვის, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა იმასაც აჩვენებს, რომ რასაც გვეთამაშებოდნენ, თითქოს აინტერესებთ მრავალპარტიულობა, ეს ყველაფერი არის ფარსი, ინსტრუმენტები იმისთვის, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად. კერძოდ, აღნიშნული განცხადებით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს, რომ „უნგრეთში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის და ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახები საქართველოზე შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ“.
პაპუაშვილის თქმით, მთავარი, რაც ახლა ჩანს, არის ის, რომ ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში.
„თავისთავად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა იმასაც აჩვენებს, რომ ის ფარსი, რასაც ჩვენ გვეთამაშებოდნენ, თითქოს აინტერესებთ მრავალპარტიულობა, აინტერესებთ პლურალიზმი, ეს ყველაფერი არის ფარსი, არის მხოლოდ საბაბი, ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ.
კიდევ ერთხელ, მთავარი რაც ახლა ჩანს, არის ის, რომ ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის დღეს მთავარი ამოცანა, რასაც ვხედავთ, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, როგორც იკვეთება, რომ ახალი გლობალური წესრიგისთვის. სწორედ ამას ცდილობს დღეს ის „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ვხედავთ, რომ არ ისვენებს სხვადასხვა ქვეყანაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყველა სიახლე
20 აპრილი 2026, 13:39
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“. ფორუმი ქალაქ სამარყანდში, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
20 აპრილი 2026, 13:20
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
20 აპრილი 2026, 13:18
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: მივესალმები დამნაშავე პოლიტიკური ძალების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პარტიის დამატებას - ეს ვერდიქტი ბოკერიაზე არ გავრცელდეს, ყოვლად წარმოუდგენელია
პირადად ჩემთვის გასაკვირი და აღმაშფოთებელი იყო, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რატომღაც გვერდი აუარა ბოკერიას პერსონას და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ბოროტების მთავარი იდეოლოგი გიგა ბოკერია გამოკითხვაზეც არ დაიბარა. დღეს, ასაკრძალი პარტიების სიაში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის დამატებით, ეს ნაკლოვანება, შეიძლება ითქვას, აღმოფხვრილია, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.
20 აპრილი 2026, 13:16
პოლიტიკა
ქართველიშვილი: ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჰიპერავტორიტარულ მმართველობაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ მასთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის დამყარება თითქმის შეუძლებელია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინტერვიუს, რომელიც „ბრიუსელ თაიმსში“ გამოქვეყნდა.
20 აპრილი 2026, 13:15
მსოფლიო
მერცი საავიაციო საწვავის მოსალოდნელი კრიზისის გამო გერმანიის უსაფრთხოების საბჭოს იწვევს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ იგი „დაუყოვნებლივ“ მოიწვევს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საავიაციო საწვავის შესაძლო დეფიციტის საკითხის განსახილველად.
20 აპრილი 2026, 13:13
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ბლაჟევიჩის შეგირდები იხმაურებენ, მერე ვიღაცები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან, დაირქმევენ „სინდისის პატიმრებს," ევროპაში გამოუცხობენ რეზოლუციებს და დესერტად დააყოლებინებენ ბურღულის ფაფას
ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს და ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.
20 აპრილი 2026, 13:10
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თელავში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებთან და მაგისტრანტობის კანდიდატებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს, რაც მათი ინფორმირებულობის გაზრდასა და საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
20 აპრილი 2026, 13:05
პოლიტიკა
გია აბაშიძე: თუკი უცხოელთა ტრენინგი ჩვენთვის სასიკეთოა, რატომ არ უნდა უპასუხო თამამად მედიას, რომ ამ თემაზე იყო? მაგრამ „სააკაცუკეთში“ ასე არაა, ჩეხი „რევოლუციონერი“ ბლაჟევიჩი განაგრძობს დესტრუქციას, მისი ნაცადეპტები ვერ დაიმალებიან
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს. ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.
20 აპრილი 2026, 13:03
სამართალი
პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.
20 აპრილი 2026, 13:00
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც არამართებულად იყენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ლოგოს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს.
20 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა.
20 აპრილი 2026, 12:55
მსოფლიო
შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენზე: იქ არის სუპერ ავტორიტარული მმართველობა, კომისრებს აღარავითარი როლი აღარ აქვთ - არაფერი გაკეთებულა, ეს ყველაფერი შიგნიდან ვნახე
გამოცემა The Brussels Times-თან ინტერვიუში ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან თანამშრომლობის კრახზე ისაუბრა.
20 აპრილი 2026, 12:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით არის, რომ არ არის სრულ თანხვედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სრულ თანხვედრაში იგულისხმება, რომ დავუწესოთ რუსეთს სანქციები
თუკი საუბარია იმაზე, რომ თუ საქართველო შეიცვლის მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ამ შემთხვევაში არის ევროპული პერსპექტივები, მაშინ ეს არის მართლაც კატასტროფული მოწოდება საქართველოს მიმართ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას.
20 აპრილი 2026, 12:43
რეგიონი
ბათუმის მერია: 26 მაისის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა წყლის მილი, პირველადი ინფორმაციით, ფაქტი არ უკავშირდება 26 მაისის ქუჩაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს
ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 12:42
მსოფლიო
იაპონიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადდა ცუნამის საფრთხე
იაპონიაში, ივატეს პრეფექტურის სანაპიროსთან ახლოს მდებარე წყლებში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
20 აპრილი 2026, 12:36
საზოგადოება
გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები 65 ჰა ფართობზე მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტს ადგილზე გაეცნო. სამუშაოები გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე, ჭალის ტყის მასივში ხორციელდება და 65 ჰექტარ ფართობს მოიცავს.
20 აპრილი 2026, 12:34
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ინტელექტუალური საკუთრების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში‘‘, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა
20 აპრილი 2026, 12:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: იქით გავუწევთ რეკომენდაციას თუ ვინმეს დასჭირდება, როგორ უნდა დაიცვან თავი გარე ჩარევისგან. სხვათა შორის ვაკვირდებით ამის წარმატებულ მაგალითს საქართველოს შემთხვევაში
იქით გავუწევთ რეკომენდაციას თუ ვინმეს დასჭირდება, როგორ უნდა დაიცვან თავი გარე ჩარევისგან. სხვათა შორის ვაკვირდებით ამის წარმატებულ მაგალითს საქართველოს შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
20 აპრილი 2026, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის პროპაგანდისტის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან
დღეს, ის ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციის პროპაგანდისტის დავით ნებიერიძის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე.
20 აპრილი 2026, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია. ჩვენ საბჭოთა მოსკოვს არ ვუჩუმდებოდით და როგორმე ახლა ბრიუსელს არ გავუჩუმდებით
როდესაც ხდება ჩვენზე თავდასხმა, ჩვენ ვპასუხობთ. როდესაც კრემლის პოლიტიკის გამტარებლებს, პრორუსულს და ა.შ. გვეძახიან, ამაზე ყველა მიიღებს პასუხს. ისინი რომ გამოგონილ ბრალდებებს გვიყენებენ, ჩვენ არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.


