21 აპრილი 2026, 17:29 / სანდო წყარო

პრემიერი: არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი - სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით აქვეყნებს.

„14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე, გარე ინტერესებს დაქვემდებარებული ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სუვერენული, სტაბილური, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისკენ დაიწყო სვლა და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ წარსულს სამუდამოდ ჩავაბარეთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა შექმნა.

დღეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებიდან 14 წლის შემდეგ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის სირთულეები, რომელიც ჩვენმა გუნდმა და ქართველმა ხალხმა გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მიაჩნია, რომ 14 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს არსებულ მდგომარეობასთან პარალელების გავლება დღეს არარელევანტურია, აუცილებელია გვახსოვდეს, როგორი ქვეყნის მართვის მანდატი მიანიჭა ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2026, 19:06

მსოფლიო

POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში

სხვადასხვა პარტიისგან შემდგარ კანონმდებელთა ჯგუფს სურს, რომ ევროპარლამენტმა სტრასბურგში ყოველთვიური მგზავრობა გააუქმოს, ვიდრე ენერგოკრიზისი გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

კახა კალაძე

21 აპრილი 2026, 19:01

პოლიტიკა

კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა

„2012 წლის 21 აპრილი, თარიღი, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ- „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა. ეს არ იყო უბრალოდ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, ეს იყო ქართველი ხალხის იმედი და მტკიცე მოთხოვნა მშვიდობიან, სტაბილურ მომავალზე, ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას“.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 18:59

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: მიუხედავად ამ დიაგნოზის მქონე უფრო დიდი პოპულაციის ყოლისა, მხოლოდ 31 ადამიანია, ვინც იღებს კორტიკოსტეროიდს - რეალურად ეს წამალია, რაც აუმჯობესებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა და რამდენად მიჰყვება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს.

21 აპრილი 2026, 18:54

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ნორვეგიაშიც უყვართ ბავშვები და ნორვეგიაშიც აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ ვერ რისკავენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას ასეთი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით

დღეს დაისვა კითხვა შევხვდებით თუ არა აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტების მშობლებს, არასდროს ჩვენი კარი არ დახურულა, ეს მათი არჩევანი იყო, რაც გააკეთეს და მათ მე კრიტიკას ვერ დავუწყებ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ საუბრისას.

დონალდ ტრამპი

21 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

ტრამპი მოლაპარაკებების წინ ირანს 8 ქალის გათავისუფლებას სთხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს რვა ქალის გათავისუფლება სთხოვა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება „შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა ჩვენი მოლაპარაკებებისთვის“.

21 აპრილი 2026, 18:25

საზოგადოება

წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩევა, 28 აპრილს გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი. „ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მაკა ბოჭორიშვილი

21 აპრილი 2026, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სულხან თამაზაშვილი

21 აპრილი 2026, 18:11

პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

21 აპრილი 2026, 18:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს

მინდა, ბატონ მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა ბატონ მამუკას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

21 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 18:01

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: ოპონენტებს აქვთ ინტერესი, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ტემპერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით. მესმის ემოციური ფონიც, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი ვისაუბრო იმაზე, რაც არის სიმართლე

პოლიტიკურად მიკერძოებულ ადამიანებს, ოპონენტებს აქვთ ინტერესი, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ტემპერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით, მესმის ემოციური ფონიც, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი ვისაუბრო იმაზე, რაც არის სიმართლე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატის ირგვლივ სპეკულაციებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 18:00

პოლიტიკა

კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში შეიტანა - მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება საერთო ეროვნული მიზნის გარშემო

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხედვამ და ქვეყნის წინაშე აღებულმა პასუხისმგებლობამ მიიყვანა საქართველო გარდამტეხ ეტაპამდე და მისი ლიდრობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება.

ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 17:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ

კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა ფორმალობიდან რეალობად იქცა, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა თითოეული მოქალაქის ღირსების ხელშეუვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

მიხეილ ყაველაშვილი

21 აპრილი 2026, 17:57

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 17:54

პოლიტიკა

კობახიძე: 2012 წლის 21 აპრილი, რასაც პირველ ოქტომბერს, „ნაციონალების“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე ქვეყნიდან, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე, გარე ინტერესებს დაქვემდებარებული ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

რობერტ ფიცო

21 აპრილი 2026, 17:52

მსოფლიო

რობერტ ფიცო პეტერ მადიარს ტელეფონით ესაუბრა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ტელეფონით უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს ესაუბრა და ის პრემიერ-მინისტრის რანგში სლოვაკეთში მიიწვია.

ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 17:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან იღებს, რაც წლიდან წლამდე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებით და საზოგადოების მხარდაჭერით მტკიცდება

რა თქმა უნდა, გამოწვევები კვლავ არსებობს, მით უფრო თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გათვალისწინებით, როდესაც გეოპოლიტიკური ინტერესები ხშირად კვეთს მცირე და განვითარებადი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს. ამგვარ ვითარებაში საქართველოსთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად სუვერენიტეტის დაცვა და დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის შენარჩუნება რჩება, - წერს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

ბალაშ ორბანი

21 აპრილი 2026, 17:49

მსოფლიო

ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მრჩეველი ევროკავშირის სასამართლოს მიერ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილაბაზე: ბრიუსელი იჩემებს უფლებამოსილებას იქ, სადაც ეს არავის მიუნიჭებია

უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მრჩეველი, ბალაშ ორბანი ევროკავშირის სასამართლოს მიერ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 17:48

პოლიტიკა

კობახიძე: სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება საერთო ეროვნული მიზნის გარშემო და იმ სისტემური მანკიერებების დემონტაჟი, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდა ქვეყნის განვითარებას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაარსებიდან 14 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ვრცელ წერილში პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს უსვამ ხაზს. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ სწორედ მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი იმ სისტემური მანკიერებების დემონტაჟი, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდა ქვეყნის განვითარებას.