22 აპრილი 2026, 18:16 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი და ხომ არ შევიწყალეთ ნაციონალური მოძრაობა

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვის პროცესს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი განცხადებით, პროცესი ფინალურ ეტაპს უახლოვდება, თუმცა საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები მისი მიმდინარეობის ვადებთან დაკავშირებით.

„საზოგადოებამ არ იცის, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, რა დრო სჭირდება სარჩელის განხილვას და ა.შ. „ხომ არ შეიწყალეთ ნაცები?“ - ასეთი პრეტენზია იყო სახელისუფლებო გუნდის ამომრჩევლებისგან,“ - განაცხადა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ აღნიშნული დამოკიდებულება უკავშირდება საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

„იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს (საუბარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვის პროცესზე), იმიტომ რომ, სიმართლე გითხრათ, რამდენიმე პიროვნებამ დამირეკა და მკითხა, რა ხდება, რატომ არ გრძელდება ეს პროცესიო. მათ არ იციან, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, რა დრო სჭირდება სარჩელის განხილვას და ა.შ. „ხომ არ შეიწყალეთ ნაცები?“ - ასეთი პრეტენზია იყო სახელისუფლებო გუნდის ამომრჩევლებისგან, რადგან ისინი ის გამწარებული, მოაზროვნე ხალხია, რომელთაც იციან, რა უბედურება დამართა ამ პოლიტიკურმა გუნდმა საქართველოს და დღესაც არ წყვეტენ მოქმედებას ამ ბოროტული პოლიტიკის განხორციელებაში - ეს არის ყველაზე მთავარი.

ყველაზე შემზარავი იყო მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც ციხიდან გააჟღერა - „არანაირი უნგრეთის გზა, ერთადერთი არის მხოლოდ რევოლუცია“. ანუ უარს ამბობენ არჩევნების გზით ცვლილებებზე და მიდიან სისხლზე. 2003 წელს, პირველ არხზე ვმუშაობდი და ჩვენ გვქონდა გარკვეული ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სისხლისღვრაზე იყო წამსვლელი. მისი გუნდიც, უცხოეთიც და დასავლეთიც მზად იყვნენ, რომ საქართველოში სისხლი დაეღვარათ, ოღონდ უკან არ დაეხიათ. ერთადერთი, ვინც დაინდო მაშინ ქართველი ხალხი, იყო ისევ შევარდნაძის მთავრობა. მე მას არ ვაქებ, უბრალოდ ეს არის რეალობა და ფაქტი - მათ დაინდეს ქართველი ხალხი და არ მიიყვანეს პროცესი სისხლისღვრამდე და დაპირისპირებამდე.

სააკაშვილი ყოველთვის წამსვლელი იყო სისხლისღვრაზე. თუკი 2012 წელს მან დათმო ხელისუფლება, ამის მიზეზი იყო პოლიტიკური ცუნამი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მთელი საქართველო ფეხზე დადგა და ამას წინ ვეღარ აღუდგა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ დასავლეთის მოთხოვნა იყო, რომ სააკაშვილს ღიად გაეკეთებინა განცხადება და დაეთმო ხელისუფლება. თუმცა, ის რატომღაც ელოდა, რომ 4 წელიწადში ხელისუფლება შეიცვლებოდა და ის დაბრუნდებოდა.

გულით მეცოდება მათი [რადიკალების] ამომრჩეველი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ცრუ მოლოდინები აქვთ. რადიკალები ატყუებენ საკუთარ ხალხს, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. 14 წელია „ოცნებაა“ ხელისუფლებაში და მთელი ეს პერიოდი არჩევნებიდან არჩევნებამდე აანონსებენ, რომ იქნება ვადამდელი არჩევნები. ეს ხალხი რით ვერ დაიღალა, მიკვირს, მაგრამ ფანატიზმს ახასიათებს ასეთი რამ - რომ მუდმივად მიყვები ყველაფერში ლიდერს. ცოდოა ეს ხალხი, არავინ ეუბნება სიმართლეს, რომ ეს შეუძლებელია, რომ რევოლუციური გზით ვერ მოხდება ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ყველა სიახლე

22 აპრილი 2026, 19:41

მსოფლიო

POLITICO: გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა

გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა, რაც პირდაპირ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისრაელის ომს დაუკავშირა, - წერს გამოცემა POLITICO.

22 აპრილი 2026, 19:36

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში გრძელდება.

თამარ ჩიბურდანიძე

22 აპრილი 2026, 19:13

პოლიტიკა

ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი

ორბანის და მადიარის ამომრჩეველი კონსერვატორია, ანუ ტრადიციული პოლიტიკური კულტურის მხარდამჭერები, ვისთვისაც ღირებულებები უმთავრესია, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

რობერტ ფიცო

22 აპრილი 2026, 19:10

მსოფლიო

ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში.

22 აპრილი 2026, 19:06

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: მჯერა, რომ აჭარაში დაწყებული პროექტები და ინიციატივები აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება

სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, პარტია „ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ერთობლივი და დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და მაღალი პასუხისმგებლობის დამსახურებაა.

22 აპრილი 2026, 18:47

მსოფლიო

POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა, იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს გზებს იმ მოკავშირეების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომში მხარდაჭერაზე უარი თქვეს

თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა, იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს გზებს იმ მოკავშირეების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომში მხარდაჭერაზე უარი თქვეს, - წერს გამოცემა POLITICO.

22 აპრილი 2026, 18:45

თავდაცვა

თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ იუბილე აღინიშნა

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის - „კრწანისის“ 10 წლის საიუბილეო ღონისძიება საერთო საჯარისო ცენტრში გაიმართა. ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და სარდლობის მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა მამუკა ქაფიანიძემ.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 18:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: [სამთავრობო] ცვლილებები მიმართულია იქითკენ, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც აქვს დღეს საქართველოს მთავრობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნითი სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 18:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

22 აპრილი 2026, 18:34

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებმაც ჯგუფურად შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, დროებით საცხოვრებელ ბინაში აფასოებდნენ, შემდეგ კი ბათუმში, საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ათავსებდნენ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.

მარიამ ქვრივიშვილი

22 აპრილი 2026, 18:18

ეკონომიკა

ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. შეთანხმებაში ცვლილების ოქმს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კომერციის მინისტრმა ვანგ ვენთაომ.

22 აპრილი 2026, 18:15

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: რიტორიკას უნდა მოჰყვეს საქმე. ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლება იმავეს აკეთებს - აკრიტიკებს, აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ევროკავშირშია და განცხადების ბოლოს აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის

რიტორიკას უნდა მოჰყვეს საქმე. ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლება იმავეს აკეთებს - აკრიტიკებს, აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ევროკავშირშია და განცხადების ბოლოს დაჟინებით აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

22 აპრილი 2026, 18:14

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, როდესაც მთელი ეს პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სპექტრი მოცული აქვს აგენტურულ ქსელს - ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს

შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, როდესაც მთელი ეს პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სპექტრი მოცული აქვს აგენტურულ ქსელს. მათ ხელშია მედიები, „ენჯეოები“, ფინანსები და ათასგვარი სხვა ბერკეტი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, უკანასკნელ წლებში არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.

თორნიკე ჭეიშვილი

22 აპრილი 2026, 18:10

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: შევახსენებ საზოგადოებას, რომ გასულ წელს თავად ევროკავშირმა, ბოლო მომენტში დიალოგი გაურკვეველი ვადით გადადო. თუკი მათ რეალურად სურთ დიალოგი, ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ მსჯელობისთვის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ევროკავშირში კვლავ ძალაშია ნარატივი საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლისს“ შესახებ, რაც უსაფუძვლოა და შესაბამისად, მათი გზავნილები „შეფუთულია ყალბი ნარატივის საბურველით“.

ვატო შაქარიშვილი

22 აპრილი 2026, 18:09

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი რადიკალებზე: ისინი არ წარმოადგენენ ოპოზიციას. ეს არის უცხოური აგენტურა, რომლის შენარჩუნებაც ქართულ პოლიტიკაშიც აქამდე, სამწუხაროდ სწორედ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდა

ეს არის უცხოური აგენტურა, რომლის შენარჩუნებაც ქართულ პოლიტიკაშიც აქამდე, სამწუხაროდ სწორედ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

თორნიკე ჭეიშვილი

22 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ეუთოს ფორუმზე: სერიოზული გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ რეალური შედეგები ვაჩვენოთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურად შეფასდება ეუთოს მიერ

სერიოზული გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ რეალური შედეგები ვაჩვენოთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურად იქნება შეფასებული ეუთოს მიერ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობით მიმდინარეობს.

თორნიკე ჭეიშვილი

22 აპრილი 2026, 17:53

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: სამთავრობო ცვლილებები მძიმე ლოდად დააწვა გულზე რადიკალებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ახარებთ არაფერი, რამაც შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე

სამთავრობო ცვლილებები ძალიან მძიმე ლოდად დააწვა გულზე რადიკალურ დაჯგუფებებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ახარებთ არაფერი, რამაც შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილი

22 აპრილი 2026, 17:51

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსის“ დაპირისპირებაზე: ორი თვეც არ არის გასული ე.წ. ალიანსის შექმნიდან და ელემენტარულ საკითხებზე შეთანხმებაც კი უჭირთ - ძალიან მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში არიან

სერიოზულად ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი რაიმე ალტერნატივას წარმოადგენენ, არ შეიძლება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას. ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსს“ შორის გამოაშკარავებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და „ოპოზიციის ალიანსს“ პოლიტიკური პაროდია უწოდა.

22 აპრილი 2026, 17:28

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესზე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, რის შემდეგაც საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს

საქალაქო სასამართლოში, პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.