ირაკლი ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს
ირაკლი ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, საქართველოს სურს ევროპა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.
„ყველა კარგად ვხედავთ, თუ რა ამოძრავებს ამ ადამიანს. მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ევროპა, გავაკეთეთ განაცხადი, ვასრულებთ ასოცირებით დაკისრებულ ყველა მოვალეობას და შესაბამისად, 2028-2030 წლებში ჩვენი ქვეყანა იქნება მზად ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
ყველა სიახლე
25 აპრილი 2026, 16:53
მსოფლიო
ირანმა პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს საკუთარი მოთხოვნები გადასცა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის მხარის შუამავლობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ს ოფიციალური თეირანის მოთხოვნები გადასცა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 16:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
25 აპრილი 2026, 16:28
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას - აწყობს ეს?
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცი განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
25 აპრილი 2026, 16:13
მსოფლიო
The Wall Street Journal: ევროკავშირს უკრაინისთვის სავარაუდოდ 2027 წელსაც მოუწევს ვალის აღება
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა დაამტკიცა, ბრიუსელში უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ბლოკს უკრაინის დაფინანსების საკითხის განხილვა მომავალ წელს კიდევ მოუწევს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Jorunal-ი ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ქვეყანაში არსებული დადებითი მიგრაციული სალდო პირდაპირ დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე - საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში. ეს არის განმსაზღვრელი იმისა, რომ მოქალაქეები ბრუნდებიან
ქვეყანაში არსებული დადებითი მიგრაციული სალდო პირდაპირ დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ნაცემების კომენტირებისას.
25 აპრილი 2026, 14:56
პოლიტიკა
ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ
გია ხუხაშვილის თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ მიხეილ სააკაშვილი ბევრად ადეკვატურია, ვიდრე ზოგიერთი სხვა წევრი. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
25 აპრილი 2026, 14:51
მსოფლიო
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 14:45
თავდაცვა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზაზე - “ვარციხე” ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე აღნიშნა.
25 აპრილი 2026, 14:45
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ქვეყანაში არსებული ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ასეთი ტენდენცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იქამდე, რომ უცხოეთში წასული თანამემამულენი დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწას
ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი გადასაწყვეტი, მაგრამ ქვეყანაში მიგრაციის ტენდენცია არის ძალიან კარგი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა, საქსტატის მიერ მიგრაციის შესახებ განახლებული მონაცემების კომენტირებისას.
25 აპრილი 2026, 14:38
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 14:31
მსოფლიო
Reuters: ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს
ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 14:27
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის უსაფრთხოება, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას იწვევს, უზრუნველყოფს ქვეყნიდან წასული ადამიანების დაბრუნებას
საქსტატის მიერ მიგრაციის შესახებ განახლებულ მონაცემებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.
25 აპრილი 2026, 14:15
საზოგადოება
მეუფე შიო: ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი, ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი - ჩვენს ქვეყანასა და ყოველ ჩვენგანს და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ჩვენ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
25 აპრილი 2026, 14:13
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები აზერბაიჯანში გამართოს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი მზადაა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართოს.
25 აპრილი 2026, 14:09
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული „ლელოს" ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV "პირველი" ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ", სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ დადასტურებული თაღლითების და მევახშეებად აღიარებული "ლელოს" ლიდერების დაფინანსებული ტელეკომპანია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს.
25 აპრილი 2026, 14:02
პოლიტიკა
გეგეჭკორი: ერთ მხარეს დგას ივანიშვილი, რომელმაც გადაარჩინა ათასობით ადამიანი. ფსკერზე კი დგას ხაზარაძე, რომელსაც სასამართლომ თაღლითის სტატუსი დაუდგინა - თავისივე ჯიბის ტელევიზიის ხელით ცდილობს, ჩირქი მოსცხოს ისტორიულ ქველმოქმედებას
„როდესაც გგონია, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ყველა შესაძლო ფსკერი ჩაანგრია, მაშინვე, იქვე ჩნდება ტვ პირველად მონათლული ტვ უკანასკნელი და გაჩვენებს, რომ თურმე კიდევ უფრო ქვევით დაცემაც შეუძლიათ“- წერს ჟურნალისტო ლიზა გეგეჭკორის „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ თითქოს „ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხს გასცემენ“.
25 აპრილი 2026, 13:57
პოლიტიკა
ლაშა გეგეჭკორი ნოდარ მელაძეს: დადე, ნოდარ, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება - ვერა, ჰო? ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს. ტექნოლოგია ძველია - მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე
ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.” ტექნოლოგია ძველია - მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, „ტვ პირველის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებაზე.
25 აპრილი 2026, 13:54
მსოფლიო
მედია: თეირანის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა
ირანის დედაქალაქ თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტმა საერთაშორისო რეისების შესრულება განაახლა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 13:47
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.


