მეუფე შიო: ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი, ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი - ჩვენს ქვეყანასა და ყოველ ჩვენგანს და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
მან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა ჩაატარა და პანაშვიდი გადაიხადა. მან პატრიარქის როლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ნაკადი არ წყდება პატრიარქის საფლავთან და ყველას სურს გამოხატოს სიყვარული მისი უწმინდესობის მიმართ.
მეუფემ აღნიშნა, რომ უწმინდესის გარდაცვალებიდან ორმოცმა დღემ განვლო.
„ამ ორმოცი დღის განმავლობაში ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად, კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილობრივი მოვალეობა ამ პერიოდში. ეს დრო იქცა ჩვენთვის - ალბათ, დამეთანხმება ყველა, რომ ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ჩვენი თავის, ასევე ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად. ის, რისი მომსწრენიც ჩვენ გავხდით, იმ უჩვეულო, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლებაც და აღმავლობაც.
უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენს ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზად და უნათებდა ამ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსმთავრის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც ამბობდა წმინდა პავლე მოციქული, რომ „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე“.
აი, შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობასა და უნეტარესობაში, მის პიროვნებაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე, მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე, იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისკენ და გადარჩენისკენ. სწორედ ამ ღვაწლის შედეგი იყო ის, რაც ჩვენ ვიხილეთ - ქართველი ხალხის პასუხი ამაზე, მის სიყვარულზე.
დღემდე არ წყდება ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან. ყველა ასაკის, ფენის ადამიანს სურს გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება. რაოდენ სასიხარულოა, რომ მათ შორის მრავლად არის ახალგაზრდობა, ვინაიდან მისი უწმინდესობის მზრუნველობა, სიყვარული, თავმდაბლობა ეფინებოდა ყველას განურჩევლად ასაკის, სოციალური მდგომარეობის თუ საქმიანობისა.
ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორმოცი დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა ისეო ქრისტესი. ეს იყო პირველი აღდგომა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, აღდგომის დღეებში მისი უწმინდესობის დიდი სიყვარულით ჩვენში მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენისა და იმედის დიდი სულისკვეთებით. მიტროპოლიტმა გაიხსენა უფლის სიტყვები, რომ ვისაც იგი სწამს, რომ იგია „აღდგომა და ცხოვრება, თუნდაც რომ მოკვდეს, ის არ მოკვდება უკუნისამდე“.
„როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, დღეს ღმერთი შეაშრობს ჩვენს თვალებზე ცრემლებს, „რამეთუ არ არის სიკვდილი, არც გლოვა, არც ცრემლი, არც ტანჯვა, რადგან მართალთა სულნი უფალთან არიან და მშვიდობასა შინა არიან“, - როგორც ნათქვამია წმინდა წერილში.
და, აი, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი, ჩვენს ქვეყანასა და ყოველ ჩვენგანს და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა. გზა, რომელიც დამყარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე; ღვთის, სამშობლოსა და მოყვასისადმი სიყვარულზე; ასევე, რასაც განსაკუთრებით გვიქადაგებდა, მშვიდობაზე, ერთსულოვნებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე, რომლითაც მისი უწმინდესობა ასე საოცრად გამოირჩეოდა“, - აღნიშნა მეუფემ.
მან მადლობა შესწირა უფალს, რომ ურთულეს ათწლეულებში საქართველოს ასეთი პატრიარქი მოუვლინა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყველა სიახლე
25 აპრილი 2026, 15:15
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს
მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას. ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.
25 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ქვეყანაში არსებული დადებითი მიგრაციული სალდო პირდაპირ დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე - საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში. ეს არის განმსაზღვრელი იმისა, რომ მოქალაქეები ბრუნდებიან
ქვეყანაში არსებული დადებითი მიგრაციული სალდო პირდაპირ დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ნაცემების კომენტირებისას.
25 აპრილი 2026, 14:56
პოლიტიკა
ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ
გია ხუხაშვილის თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ მიხეილ სააკაშვილი ბევრად ადეკვატურია, ვიდრე ზოგიერთი სხვა წევრი. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
25 აპრილი 2026, 14:51
მსოფლიო
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 14:45
თავდაცვა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზაზე - “ვარციხე” ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე აღნიშნა.
25 აპრილი 2026, 14:45
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ქვეყანაში არსებული ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ასეთი ტენდენცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იქამდე, რომ უცხოეთში წასული თანამემამულენი დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწას
ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი გადასაწყვეტი, მაგრამ ქვეყანაში მიგრაციის ტენდენცია არის ძალიან კარგი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა, საქსტატის მიერ მიგრაციის შესახებ განახლებული მონაცემების კომენტირებისას.
25 აპრილი 2026, 14:38
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 14:31
მსოფლიო
Reuters: ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს
ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 14:27
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის უსაფრთხოება, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას იწვევს, უზრუნველყოფს ქვეყნიდან წასული ადამიანების დაბრუნებას
საქსტატის მიერ მიგრაციის შესახებ განახლებულ მონაცემებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.
25 აპრილი 2026, 14:13
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები აზერბაიჯანში გამართოს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი მზადაა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართოს.
25 აპრილი 2026, 14:09
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული „ლელოს" ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV "პირველი" ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ", სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ დადასტურებული თაღლითების და მევახშეებად აღიარებული "ლელოს" ლიდერების დაფინანსებული ტელეკომპანია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს.
25 აპრილი 2026, 14:02
პოლიტიკა
გეგეჭკორი: ერთ მხარეს დგას ივანიშვილი, რომელმაც გადაარჩინა ათასობით ადამიანი. ფსკერზე კი დგას ხაზარაძე, რომელსაც სასამართლომ თაღლითის სტატუსი დაუდგინა - თავისივე ჯიბის ტელევიზიის ხელით ცდილობს, ჩირქი მოსცხოს ისტორიულ ქველმოქმედებას
„როდესაც გგონია, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ყველა შესაძლო ფსკერი ჩაანგრია, მაშინვე, იქვე ჩნდება ტვ პირველად მონათლული ტვ უკანასკნელი და გაჩვენებს, რომ თურმე კიდევ უფრო ქვევით დაცემაც შეუძლიათ“- წერს ჟურნალისტო ლიზა გეგეჭკორის „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ თითქოს „ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხს გასცემენ“.
25 აპრილი 2026, 13:57
პოლიტიკა
ლაშა გეგეჭკორი ნოდარ მელაძეს: დადე, ნოდარ, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება - ვერა, ჰო? ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს. ტექნოლოგია ძველია - მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე
ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.” ტექნოლოგია ძველია - მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, „ტვ პირველის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებაზე.
25 აპრილი 2026, 13:54
მსოფლიო
მედია: თეირანის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა
ირანის დედაქალაქ თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტმა საერთაშორისო რეისების შესრულება განაახლა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 13:47
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
25 აპრილი 2026, 13:17
მსოფლიო
ვაშინგტონში მეფე ჩარლზ მესამის ვიზიტის მოლოდინში დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ავსტრალიის დროშები დაკიდეს
აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის ვიზიტისთვის მზადებისას დიდი ბრიტანეთის ნაცვლად შეცდომით ავსტრალიის დროშები დაკიდეს. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 13:09
საზოგადოება
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით პანაშვიდი მიმდინარეობს
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით პანაშვიდი მიმდინარეობს.
25 აპრილი 2026, 13:09
სპორტი
3 ოქრო, 5 ვერცხლი და 12 ბრინჯაო - საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 20 მედლით დაასრულა
სერბეთში 18-წლამდელებს და 23-წლამდელებს შორის სამბოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით. ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 20 მედალი მოიპოვა, აქედან სამი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალია; ამ შედეგით ნაკრებმა გუნდურ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.
25 აპრილი 2026, 13:06
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 5,6 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ტილიდინს“, რომელიც ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულის სამგზავრო ჩანთიდან ამოიღეს.


