მაკა ბოჭორიშვილი: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს საზოგადოებაში პოლარიზებას.
ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო. რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება წახალისება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგი. ის განცხადებები, ის ქმედებები, ის ნაბიჯები, რაც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც სხვათა შორის ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, არის მიუღებელი.
მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზებას. როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. დღეს სურათი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მიუღებელია.
მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რასაც იმსახურებს საქართველო კეთილსინდისიერ ურთიერთობებში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ავლაბრის რეზიდენციაში მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე
27 აპრილი 2026, 15:43
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
27 აპრილი 2026, 15:37
პოლიტიკა
რევაზ სოხაძე პოლონეთის მისიის ხელმძღვანელ არტურ გებალს შეხვდა
მინისტრმა პოლონელ დიპლომატს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის — შუა დერეფნის განვითარებისთვის განხორციელებული მასშტაბური ინიციატივები, რომლებიც საქართველოს პოზიციას აძლიერებს როგორც რეგიონულ სატრანზიტო ჰაბს.
27 აპრილი 2026, 15:26
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში „ჰანის მარანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და დისტრიბუციას ახდენდა კახეთის რეგიონიდან აჭარაში. ობიექტზე ღვინის ჩამოსხმა და დაფასოება მიმდინარეობდა ჰიგიენური ნორმებისა და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევით.
27 აპრილი 2026, 15:18
სამართალი
პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
27 აპრილი 2026, 15:14
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გამოწვევის უკეთესად მართვისათვის და უკეთესი კოორდინაციისთვის, საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა. სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან, ვიცე-პრემიერის სტატუსით, რა თქმა უნდა, ეს კოორდინაცია ეფექტური იქნება
გამოწვევის უკეთესად მართვისათვის და უკეთესი კოორდინაციისთვის, საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებზე საუბრისას.
27 აპრილი 2026, 15:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატების ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია - ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია, ვისთვისაც მიუღებელია არალეგალი მიგრანტების უკონტროლოდ მიღება, პრორუსად ცხადდება
ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით. კონკრეტულად ეს ადმინისტრაცია ამ ყველაფერზე ისედაც საუბრობდა. ერთადერთი, გასაკვირია ის, საქართველო რატომ არ მოხვდა ამ ჩამონათვალში, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია.
27 აპრილი 2026, 15:09
პოლიტიკა
ალექსანდრე ტაბატაძე: ამ დღეებში გვექნება სუსის ახალი უფროსის წარდგენა, მისი იდეების მოსმენა და, რა თქმა უნდა, ერთსულოვნად დავუჭერთ გეკა გელაძეს მხარს
„ამ დღეებში გვექნება სუსის ახალი უფროსის წარდგენა, მისი იდეების მოსმენა და, რა თქმა უნდა, ერთსულოვნად დავუჭერთ მას მხარს, იმიტომ რომ გეკა გელაძე ერთ-ერთი წარმატებული იყო თავის პოზიციაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს“, - განაცხადა ტაბატაძემ.
27 აპრილი 2026, 15:05
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როდესაც ჩვენი ქვეყანა არის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ქვეშ, როდესაც ყველას აქვს ინტერესი ქვეყანაში აირიოს მდგომარეობა, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ერთმანეთთან კოორდინაციაში იმუშაონ
მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა არის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ქვეშ, როდესაც ყველას აქვს განსაკუთრებული ინტერესი ჩვენს ქვეყანაში აირიოს მდგომარეობა, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ერთმანეთთან კოორდინაციაში იმუშაონ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გასულ კვირაში განხორციელებულ საკადრო სიახლეების შეფასებისას.
27 აპრილი 2026, 15:04
საზოგადოება
ნიკოლოზ ჩხეტიანი: ჩვენი ინტერესია თანამშრომლობა მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტთან სამართალმცოდნეობის მიმართულებით
ჩვენი ინტერესია თანამშრომლობა მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტთან სამართალმცოდნეობის მიმართულებით, - განაცხადა მედიასთან საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა. როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფართოვდება და ახალი მიმართულებები ემატება.
27 აპრილი 2026, 15:03
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მიუნხენში იმყოფებიან
დელეგაციამ პირველი შეხვედრა ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართა. დაიწყო მოლაპარაკება, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში გაიხსნას სამართლის ფაკულტეტი და დაინერგოს, პროგრამები, რომელიც მორგებული იქნება ქართულ აკადემიურ რეალობასთან.
27 აპრილი 2026, 14:53
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რადიკალიზმის შეტანას ქართულ საშინაო პოლიტიკაში, ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რადიკალიზმის შეტანას ქართულ საშინაო პოლიტიკაში, ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებზე საუბრისას.
27 აპრილი 2026, 14:48
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - ევროკავშირი თავისი წევრი სახელმწიფოების შიდა საქმიანობაში ერევა
„ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიში შეაფასა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია.
27 აპრილი 2026, 14:42
მსოფლიო
ჩეხი ევროპარლამენტარი ოკამურა: ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომ დემოკრატია დაიცავს. სინამდვილეში, ეს არის ტოტალიტარული პროექტი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას
„ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომ დემოკრატია დაიცავს. სინამდვილეში, ეს არის ტოტალიტარული პროექტი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ევროკავშირში ცენზურას დააწესებს და ფარულად შეძლებს მანიპულირებას საარჩევნო კამპანიაზე. ჩვენ უარს ვუცხადებთ ბრიუსელის ცენზურასა და ტოტალიტარიზმს“, - წერს ევროპარლამენტარი.
27 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ჩვენ ვითხოვთ ბევრად უფრო ხისტ ნაბიჯებს, რომ კიდევ უფრო ვაიძულოთ პირები, რომლებიც ღიად მტრობენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, შეცვალონ დამოკიდებულება
ჩვენ ვითხოვთ ბევრად უფრო ხისტ ნაბიჯებს, რომ კიდებ უფრო ვაიძულოთ პირები, რომლებიც ღიად მტრობენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს შეცვალონ დამოკიდებულება,- განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვარო შაქარიშვილმა.
27 აპრილი 2026, 14:39
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: BBC-მ ხელოვნური ინტელექტი გამოყენებით საშინელი განცხადება მათქმევინა
„BBC-მ ხელოვნური ინტელექტი გამოყენებით საშინელი განცხადება მათქმევინა. ვამბობდი, ეს არასოდეს მითქვამს მეთქი. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტით ამაწყვეს და სიძულვილის საშინელი სიტყვები მათქმევინეს - ის, რაც არასდროს მითქვამს. ახლა კი არ იციან, რა მოიმოქმედონ. აღიარეს, რომ შეცდნენ, ასე რომ როცა მეკითხებით, შემიძლია თუ არა მედიასთან ნორმალური ურთიერთობა, მე ყველასთან შემიძლია ურთიერთობა, მაგრამ როცა ხალხი იტყუება და ყალბია, ასეთ დროს სურვილი აღარ მიჩნდება“, - განაცხადა ტრამპმა.
27 აპრილი 2026, 14:38
პოლიტიკა
შარმანაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას უთანხმებენ უცხო ქვეყნის საელჩოს. მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ისინი დასავლეთში მოქმედი რადიკალური ძალების ეგიდით მოქმედებენ
ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას უთანხმებენ უცხო ქვეყნის საელჩოს და კოორდინაციაც კი დაუწყიათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას.
27 აპრილი 2026, 14:36
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: იმის გამო, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა გარე ძალებმა, თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიეს საქართველოში, ახლა დადიან და ცდილობენ რამენაირად გარკვეული სანქციების შემოღებით ქვეყანაში ვითარება დაძაბონ
იმის გამო, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა გარე ძალებმა, თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიეს საქართველოში, ახლა დადიან და ცდილობენ რამენაირად გარკვეული სანქციების შემოღებით ქვეყანაში ვითარება დაძაბონ, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
27 აპრილი 2026, 14:36
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: განცხადებები, რომლებიც კეთდება ბრიუსელის მხრიდან, ძირს უთხრის საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს, შეუძლებელია, არ გავაცნოთ ელჩს, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე
მსგავსი ნაბიჯები, რომლებსაც ვხედავთ, რომლებიც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის, იმ ურთიერთობებს, რაც არის საქართველოსა და ბრიუსელს შორის და მიმართულია ამ ურთიერთობების დაზიანებისკენ, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.
27 აპრილი 2026, 14:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენი მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ გაშიფრა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დიპლომატებთან კოორდინაცია ბევრ რამეს ამბობს, მათ შორის იმას, რომ ქართული ოპოზიცია სწორედ გარე დავალებებით მოქმედებს.
27 აპრილი 2026, 14:29
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


