imedi /  27 აპრილი 2026, 14:35 / სანდო წყარო

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენი მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ გაშიფრა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ბრიტანეთის ელჩთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრით მმართველი პარტიისთვის დადასტურდა, რომ ოპოზიცია სწორედ დიპლომატებთან კოორდინირებით მოქმედებს.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დიპლომატებთან კოორდინაცია ბევრ რამეს ამბობს, მათ შორის იმას, რომ ქართული ოპოზიცია სწორედ გარე დავალებებით მოქმედებს.

„ეს კიდევ ერთი დასტურია მათი მხრიდან, რომ მთლიანად გარე მითითებებს იღებენ, სადაც შუამავლობენ ელჩები, ამ შემთხვევაში ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები. კარგად გვახსოვს არჩევნების პერიოდში, თავიდან ბოლომდე ბრიუსელიდან ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია ისე, რომ ველზეც არ გასულან და იმავეს ასრულებენ. ეს ალიანსიც რომ ჩამოყალიბდა, სააკაშვილსა და გვარამიას წამოსცდათ, რომ გარე მითითების საფუძველზე ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენი მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ გაშიფრა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს.

ყველა სიახლე

27 აპრილი 2026, 16:25

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

27 აპრილი 2026, 16:24

პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

კახა ლაბუჩიძე

27 აპრილი 2026, 16:23

საზოგადოება

კახა ლაბუჩიძე: მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს

ისნის რაიონში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვის პროცესი აქტიურ ფაზაშია, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე.

27 აპრილი 2026, 16:11

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში განიხილა, რომელიც სააგენტოს უფროსმა ლევან თოდუამ წარადგინა.

27 აპრილი 2026, 16:06

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება, მოღვაწეობა და მოწამებრივი სიკვდილი სამშობლოს მსახურებისა და მისთვის თავგანწირვის ნათელი მაგალითია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ქვეყნისა და ხალხის წინაშე მის დამსახურებებზე ისაუბრა.

27 აპრილი 2026, 15:54

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება.

27 აპრილი 2026, 15:43

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

27 აპრილი 2026, 15:37

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე პოლონეთის მისიის ხელმძღვანელ არტურ გებალს შეხვდა

მინისტრმა პოლონელ დიპლომატს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის — შუა დერეფნის განვითარებისთვის განხორციელებული მასშტაბური ინიციატივები, რომლებიც საქართველოს პოზიციას აძლიერებს როგორც რეგიონულ სატრანზიტო ჰაბს.

27 აპრილი 2026, 15:26

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში „ჰანის მარანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და დისტრიბუციას ახდენდა კახეთის რეგიონიდან აჭარაში. ობიექტზე ღვინის ჩამოსხმა და დაფასოება მიმდინარეობდა ჰიგიენური ნორმებისა და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევით.

ბეჟან ბეჟუაშვილი

27 აპრილი 2026, 15:18

სამართალი

პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 აპრილი 2026, 15:14

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გამოწვევის უკეთესად მართვისათვის და უკეთესი კოორდინაციისთვის, საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა. სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან, ვიცე-პრემიერის სტატუსით, რა თქმა უნდა, ეს კოორდინაცია ეფექტური იქნება

გამოწვევის უკეთესად მართვისათვის და უკეთესი კოორდინაციისთვის, საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებზე საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

27 აპრილი 2026, 15:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ერთი თანამდებობის პირის ეგიდის ქვეშ თავს მოიყრის მთელი ინფორმაცია, ამის დამუშავება და შემდეგ გეგმების დასახვა გამარტივებული იქნება

როდესაც ერთი თანამდებობის პირის ეგიდის ქვეშ მოიყრის მთელი ინფორმაცია თავს ამის დამუშავება და შემდეგ, გეგმების დასახვა გამარტივებული იქნება,- განაცხადა თავდაცვისა და პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა, სახელმწიფო მინისტრის ფუნქციებთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

27 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატების ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია - ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია, ვისთვისაც მიუღებელია არალეგალი მიგრანტების უკონტროლოდ მიღება, პრორუსად ცხადდება

ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით. კონკრეტულად ეს ადმინისტრაცია ამ ყველაფერზე ისედაც საუბრობდა. ერთადერთი, გასაკვირია ის, საქართველო რატომ არ მოხვდა ამ ჩამონათვალში, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია.

ალექსანდრე ტაბატაძე

27 აპრილი 2026, 15:09

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე: ამ დღეებში გვექნება სუსის ახალი უფროსის წარდგენა, მისი იდეების მოსმენა და, რა თქმა უნდა, ერთსულოვნად დავუჭერთ გეკა გელაძეს მხარს

„ამ დღეებში გვექნება სუსის ახალი უფროსის წარდგენა, მისი იდეების მოსმენა და, რა თქმა უნდა, ერთსულოვნად დავუჭერთ მას მხარს, იმიტომ რომ გეკა გელაძე ერთ-ერთი წარმატებული იყო თავის პოზიციაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს“, - განაცხადა ტაბატაძემ.

არჩილ გორდულაძე

27 აპრილი 2026, 15:05

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როდესაც ჩვენი ქვეყანა არის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ქვეშ, როდესაც ყველას აქვს ინტერესი ქვეყანაში აირიოს მდგომარეობა, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ერთმანეთთან კოორდინაციაში იმუშაონ

მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა არის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ქვეშ, როდესაც ყველას აქვს განსაკუთრებული ინტერესი ჩვენს ქვეყანაში აირიოს მდგომარეობა, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ერთმანეთთან კოორდინაციაში იმუშაონ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გასულ კვირაში განხორციელებულ საკადრო სიახლეების შეფასებისას.

ნიკოლოზ ჩხეტიანი

27 აპრილი 2026, 15:04

საზოგადოება

ნიკოლოზ ჩხეტიანი: ჩვენი ინტერესია თანამშრომლობა მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტთან სამართალმცოდნეობის მიმართულებით

ჩვენი ინტერესია თანამშრომლობა მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტთან სამართალმცოდნეობის მიმართულებით, - განაცხადა მედიასთან საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა. როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფართოვდება და ახალი მიმართულებები ემატება.

27 აპრილი 2026, 15:03

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მიუნხენში იმყოფებიან

დელეგაციამ პირველი შეხვედრა ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართა. დაიწყო მოლაპარაკება, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში გაიხსნას სამართლის ფაკულტეტი და დაინერგოს, პროგრამები, რომელიც მორგებული იქნება ქართულ აკადემიურ რეალობასთან.

ლევან ნიკოლეიშვილი

27 აპრილი 2026, 14:53

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რადიკალიზმის შეტანას ქართულ საშინაო პოლიტიკაში, ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რადიკალიზმის შეტანას ქართულ საშინაო პოლიტიკაში, ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებზე საუბრისას.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 აპრილი 2026, 14:48

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - ევროკავშირი თავისი წევრი სახელმწიფოების შიდა საქმიანობაში ერევა

„ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიში შეაფასა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია.

ტომიო ოკამურა

27 აპრილი 2026, 14:42

მსოფლიო

ჩეხი ევროპარლამენტარი ოკამურა: ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომ დემოკრატია დაიცავს. სინამდვილეში, ეს არის ტოტალიტარული პროექტი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას

„ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომ დემოკრატია დაიცავს. სინამდვილეში, ეს არის ტოტალიტარული პროექტი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ევროკავშირში ცენზურას დააწესებს და ფარულად შეძლებს მანიპულირებას საარჩევნო კამპანიაზე. ჩვენ უარს ვუცხადებთ ბრიუსელის ცენზურასა და ტოტალიტარიზმს“, - წერს ევროპარლამენტარი.