კახა ლაბუჩიძე: მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს
კახა ლაბუჩიძე
ფოტო: თბილისის საკრებულო
ისნის რაიონში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვის პროცესი აქტიურ ფაზაშია, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე.
მისივე თქმით, პროექტი ოთხი თვეა აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩემი სამაჟორიტარო ოლქის 50%-ს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი არეალი წარმოადგენს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს. ამ ეტაპზე 10 მისამართზე მიმდინარეობს ავარიული მრავალბინიანი შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება-გამოსყიდვის პროცესი, მათ შორის ორი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაა. ვინაიდან ეს პროექტი პირველად ხორციელდება, გამოიკვეთა ისეთი სპეციფიკური საკითხების მოგვარების აუცილებლობა, როგორებიცაა მისამართზე თანამესაკუთრის არსებობა, ასევე დაურეგისტრირებელი ფართები. ამ და სხვა მრავალი სპეციფიკური დეტალის დაზუსტება დროს მოითხოვს, თუმცა ყოველი საკითხი ინდივიდუალურად თანხმდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეულ წევრთან, ასევე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ უწყებებთან. მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების ჩანაცვლებისა და გამოსყიდვის პროგრამა ისნის რაიონში აქტიურად გრძელდება. პროექტის მიზანი კი ისტორიულ ზონაში მცხოვრები ოჯახების უსაფრთხოების გარანტირება და მათი ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაა.
„მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ. თბილისის მერის, კახა კალაძის, ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში, ოფიციალურად შემუშავებული თანხმობის ფორმებზე ხელმოწერები აქტიურად მიმდინარეობს. ეს პროცესი მრავალმხრივ სამუშაოებს მოიცავს და მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს, რათა ყველა სამართლებრივი და ტექნიკური დეტალი ბოლომდე დაზუსტდეს. ეს კი ხელს შეუწყობს პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვას“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ყველა სიახლე
27 აპრილი 2026, 17:45
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: რაღაც ეტაპზე უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რაღაც ეტაპზე კი, იმედია სამშვიდობო შეთანხმებაც დაიდება. ამის შემდეგ შესაძლოა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი უკრაინული აღარ იყოს
„რაღაც ეტაპზე უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რაღაც ეტაპზე კი, იმედია, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაც დაიდება. ამის შემდეგ კი შესაძლოა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი უკრაინული აღარ იყოს. თუკი პრეზიდენტი ზელენსკი ისურვებს, რომ ეს თავის მოსახლეობას აცნობოს, უმრავლესობის თანხმობა მოიპოვოს და თუ ამისთვის რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდება, მაშინ ხალხს ისიც უნდა უთხრას, რომ ამით ევროპისკენ გზა გაუხსნა“, - განაცხადა მერცმა.
27 აპრილი 2026, 17:41
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით ოპონენტების ქილიკს გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება"
27 აპრილი 2026, 17:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: მიგვაჩნია, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება
„მიგვაჩნია, რომ სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება. არსებობს მიზეზი, რის გამოც ირანს სანქციები დაუწესდა და ეს არის მათი ქმედებები საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ირანის რეჟიმმა წელს სულ მცირე 17 000 ახალგაზრდა მოკლა. სწორედ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ირანში ქალთა უფლებების დათრგუნვა გახდა სანქციების დაწესების მიზეზი“, - განაცხად ფონ დერ ლაიენმა.
27 აპრილი 2026, 17:16
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა.
27 აპრილი 2026, 17:11
მსოფლიო
ჟორდან ბარდელა აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ევროკომისიას დაუპირისპირდება
საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, ბრიუსელში გაემგზავრება და ევროკომისიას დაუპირისპირდება. ჟორდან ბარდელას თქმით, ის შეეწინააღმდეგება ევროკავშირის ინსტიტუტებზე გერმანიის გადაჭარბებულ გავლენას. ამ თემაზე ბარდელამ ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.
27 აპრილი 2026, 17:11
მსოფლიო
რუმინელმა სოციალისტებმა და მემარჯვენეებმა პრემიერ-მინისტრის გადაყენების გეგმა გაამხილეს
რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, სოციალ დემოკრატები და მემარჯვენეები მთავრობის უნდობლობის ვოტუმს ამზადებენ. ქვეყნის პარლამენტში ილიე ბოლოჟანის მთავრობის ნდობის საკითხის დასაყენებლად ტექნიკური სამზადისი ორმა პარტიამ დაიწყო.
27 აპრილი 2026, 17:02
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩინეთის ელჩს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის მომოიხილეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ჩინეთის პროვინციას შორის დამეგობრების საკითხი.
27 აპრილი 2026, 16:51
რეგიონი
წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მოეწყობა რაგბის მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და განათების თანამედროვე სისტემები.
27 აპრილი 2026, 16:50
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა
თვითმმართველ ქალაქებში, მერის წარდგინებით, ადგილობრივ საკრებულოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ. აღნიშნულ ინიციატივას „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
27 აპრილი 2026, 16:44
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები
მისი განმარტებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და მიღებულია გადაწყვეტილება ახალი მიმართულების დამატებასთან დაკავშირებით.
27 აპრილი 2026, 16:44
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რომ 2026 წელს მგზავრთნაკადის დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს
მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საავიაციო სექტორში წარმატებული იყო, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
27 აპრილი 2026, 16:43
პოლიტიკა
ქართველიშვილი: ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ, იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი - ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს ყველა სამართალდამცავ უწყებას
უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი - ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სადაც ნათქვამია, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება".
27 აპრილი 2026, 16:41
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და 2,600 მლრდ-ს მიუახლოვდა, რაც უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 84 849,4 ათასი ლარით გაიზარდა და 2 591 827,7 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს საკრებულოს სხდომაზე უყარეს კენჭი.
27 აპრილი 2026, 16:35
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ კომისიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიამ 14 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც 59 საკითხი განიხილეს.
27 აპრილი 2026, 16:31
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი დამტკიცდა
სააგენტოს ინფორმაციით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მოიცავს დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას.
27 აპრილი 2026, 16:25
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
27 აპრილი 2026, 16:24
პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
27 აპრილი 2026, 16:11
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში მოისმინა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში განიხილა, რომელიც სააგენტოს უფროსმა ლევან თოდუამ წარადგინა.
27 აპრილი 2026, 16:06
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება, მოღვაწეობა და მოწამებრივი სიკვდილი სამშობლოს მსახურებისა და მისთვის თავგანწირვის ნათელი მაგალითია
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ქვეყნისა და ხალხის წინაშე მის დამსახურებებზე ისაუბრა.


