25 აპრილი 2026, 16:56 / სანდო წყარო

რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რეგიონული სასწავლო ტური 19 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით გაიმართა. რეგიონული სასწავლო ტურის მიზანი იყო რეგიონის საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული უნარების, კომპეტენციებისა და თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება, ასევე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ სამუშაო გარემოში ეფექტიანად გამოყენება.

ტურის ფარგლებში სპეციალურმა მასწავლებლებმა პროფესიული პრაქტიკა გაიარეს თბილისის იმ საჯარო სკოლებში, რომლებსაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით წარმატებული გამოცდილება აქვთ. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სწავლა-სწავლების ეფექტიან სტრატეგიებს, სასწავლო მიზნებს, მათი განხორციელების გზებს, მოსწავლეთა ჰოლისტური შეფასების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ტურის ფარგლებში გაიმართა თემატური ვორქშოპები:

✅ „გუნდური მუშაობის ეფექტიანობა და თანამშრომლობა“;
✅ ,,საკომუნიკაციო და ენობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობა სკოლის გარემოში";
✅ „სოციალურ-ემოციური უნარების გაძლიერება სასკოლო გარემოში".

ტურის მონაწილე 30 სპეციალური მასწავლებელი კონკურსის წესით 97 პრეტენდენტიდან შეირჩა. მათგან უპირატესობა მიენიჭათ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეული სოფლების სკოლების, ასევე შედარებით ნაკლები პროფესიული გამოცდილების მქონე იმ სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებსაც პრაქტიკული უნარების გასაძლიერებლად დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ყველა სიახლე

ბიძინა გიორგობიანი

25 აპრილი 2026, 18:22

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ამას თავისი ინიციატივით ვერ იზამდა, სავარაუდოდ დავალება მიიღო ბრიუსელისგან, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით გამოსულიყო

ჰერჩინსკის განცხადება იყო არადიპლომატიური და ეს არც უნდა განვიხილოთ როგორც რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი. პაველ ჰერჩინკსი, ამას თავისი ინიციატივით ვერ იზამდა, სავარაუდოდ მან დავალება მიიღო ბრიუსელისგან, რომ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით გამოსულიყო, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

25 აპრილი 2026, 18:17

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

ლევან მაჭავარიანი

25 აპრილი 2026, 18:08

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: 2028 წელს დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნას. ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებულია შემდგომი გაფართოება. ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ ამას არ გადავხედავთ

ჩვენ ვართ პროქართველები და პირველ რიგში, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა დღის „ქრონიკაში“ საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

25 აპრილი 2026, 18:06

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბლაჟევიჩზე: ძალიან კარგია, რომ სუს-ი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას. გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ახლო მომავალში შედეგებს გაგვაცნობენ

ძალიან კარგია, რომ სუს-ი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ახლო მომავალში გამოძიების შედეგებს გაგვაცნობენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბლაჟევიჩთან დაკავშირებით.

25 აპრილი 2026, 18:06

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

ლევან მაჭავარიანი

25 აპრილი 2026, 18:05

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი საკადრო ცვლილებებზე: ეს არის იდეალური ნაბიჯი ჩვენი გუნდისა და პრემიერის მხრიდან

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები იდეალური ნაბიჯია.

დიმიტრი სამხარაძე

25 აპრილი 2026, 17:59

პოლიტიკა

სამხარაძე: „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, „ნაცურ" მედიაზე არის ზედგამოჭრილი, ისეთ უტოპიაში გადადიან, ერის დასაცინად იხდიან თავს - რაც შეეხება ივანიშვილს და მისი ოჯახის ქველმოქმედებას, საქართველოსთვის მსგავსი არავის, არასდროს გაუკეთებია!

“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, ნაცურ მედიაზე არის ზედგამოჭრილი! უტვინოები რომ არიან, იმითაც ამტკიცებენ, ნაცებს ემონებიან და ისეთ უტოპიაში გადადიან, მთელი ერის დასაცინად იხდიან თავს! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, "ტვ პირველის" ინფორმაციას, რომლის მიხედვით, "ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ".

ირაკლი ბერაია

25 აპრილი 2026, 17:57

პოლიტიკა

აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა

აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „ქრონიკას“ აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.

25 აპრილი 2026, 17:46

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკა მიუღებელია, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. საინტერესოა, რის საფუძველზე აკეთებს იგი ამ განცხადებას - მან შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი რიტორიკა მიუღებელია.

25 აპრილი 2026, 17:33

სპორტი

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო.

გურამ მაჭარაშვილი

25 აპრილი 2026, 17:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით - ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩის ქმედება ადასტურებს იმას, რომ ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია.

25 აპრილი 2026, 17:28

სპორტი

ბათუმი სუმოში ევროპის თასს მასპინძლობს

ბათუმი სუმოში ევროპის თასს მასპინძლობს. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების გარდა კიდევ 5 ქვეყნის სუმოტორები მონაწილეობენ. ქართველ ფალავნებს წინააღმდეგობას გერმანიის, პოლონეთის, უკრაინის, ესტონეთისა და აზერბაიჯანის საუკეთესო მებრძოლები უწევენ.

25 აპრილი 2026, 17:25

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარი და ეზო მრევლით იყო სავსე - შეკრებილებმა ეპოქალური პატრიარქის სულს პატივი მიაგეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი და ეზო დღეს დილიდან მრევლით იყო სავსე. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეპოქალური პატრიარქი, რომელმაც მათივე თქმით, ხალხს ყველაზე რთულ დროს იმედი ჩაუნერგა.

ლაზარე გრიგორიადისი

25 აპრილი 2026, 17:10

სამართალი

პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან, ბრალდებულმა, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

25 აპრილი 2026, 16:53

მსოფლიო

ირანმა პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს საკუთარი მოთხოვნები გადასცა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის მხარის შუამავლობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ს ოფიციალური თეირანის მოთხოვნები გადასცა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

25 აპრილი 2026, 16:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

გურამ მაჭარაშვილი

25 აპრილი 2026, 16:28

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას - აწყობს ეს?

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცი განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენი

25 აპრილი 2026, 16:13

მსოფლიო

The Wall Street Journal: ევროკავშირს უკრაინისთვის სავარაუდოდ 2027 წელსაც მოუწევს ვალის აღება

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა დაამტკიცა, ბრიუსელში უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ბლოკს უკრაინის დაფინანსების საკითხის განხილვა მომავალ წელს კიდევ მოუწევს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Jorunal-ი ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

25 აპრილი 2026, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს

მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას. ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.