27 აპრილი 2026, 17:02 / სანდო წყარო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩინეთის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩინეთის ელჩს შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის მომოიხილეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ჩინეთის პროვინციას შორის დამეგობრების საკითხი.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორმხრივი თანამშრომლობა. აღნიშნულ კონტექსტში, რეგიონების ჭრილში ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ამ ინიციატივის ფარგლებში უკვე გადავდგით საწყისი ნაბიჯები. ჩვენს რეგიონსა და ჩინეთის პროვინციებს შორის თანამშრომლობა შეიძლება, განვითარდეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: ეკონომიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, ტურიზმის, ტექნოლოგიების და განათლებისა პროგრამების გაძლიერება. ასევე მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა დავით ვერავამ.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე შეეხო ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და მიმოიხილა რეგიონის პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტურიზმის საკითხზე, დავით ვერავას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის, ჩინეთში ბოლო ვიზიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, ხელს შეუწყობს რეგიონში ჩინელი ტურისტების ზრდას - რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ეკონომიკური განვითარებისთვის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულთან და ელჩთან ერთად ზუგდიდის მერი დავით კოდუა, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ელჩის პირველი მდივანი (განათლებასა და კულტურის სფეროებზე პასუხისმგებელი პირი) ჩენ ჭიიუ და ატაშე ხე ფენგიუ ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩინეთის ელჩს, ზუგდიდის ღირსშესანიშნაობების ნაწილი დაათვალიერებინეს.

ელჩის ვიზიტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გრძელდება, ჭოუ ციენი მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდება.

ყველა სიახლე

აბას არაღჩი

27 აპრილი 2026, 18:33

მსოფლიო

აბას არაღჩიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში აშშ დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში აშშ დაადანაშაულა და ორშაბათს, რუსეთში ვიზიტისას, ვაშინგტონის მოთხოვნებს „გადაჭარბებული“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ვატო ქიზიყურაშვილი

27 აპრილი 2026, 18:27

პოლიტიკა

ვატო ქიზიყურაშვილი: ევროკავშირის ელჩი არა მხოლოდ ვენის კონვენციის ფარგლებიდან გავიდა და სრულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, უკვე მორალური სტანდარტებიდანაც არის გასული

თუ დავაკვირდებით ბოლოდროინდელ მოვლენებს და ევროკავშირის ელჩის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული პიროვნება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ფარგლებიდან გავიდა და სრულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, უკვე მორალური სტანდარტებიდანაც არის გასული, რადგან არ შეიძლება, როცა მეორე ქვეყანაში მივლინებული ხარ, ასე უხეშად ერეოდე მის საქმეებში და ცდილობდე, რომ გადაწყვიტო სხვა ქვეყნის ბედი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.

27 აპრილი 2026, 18:27

პოლიტიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

შალვა ოგბაიძე

27 აპრილი 2026, 18:24

საზოგადოება

შალვა ოგბაიძე ოპოზიციას: თქვენგან სიამოვნებით მოვისმენდი ხედვას და არა იმას, რომ საპარკინგე სივრცე არ გვყოფნის. თუ საქმიანი საუბარია, უნდა წარმოადგინოთ წინადადება

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგის მიერ თბილისში პარკირების ადგილებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

აბას არაღჩი ვლადიმირ პუტინი

27 აპრილი 2026, 18:24

მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

რუსეთი მზად არის მაქსიმუმი გააკეთოს იმისათვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამყარდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრაზე განაცხადა.

27 აპრილი 2026, 18:19

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

გიორგი ვოლსკი

27 აპრილი 2026, 18:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ჰერჩნსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა

გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა.

27 აპრილი 2026, 18:13

რეგიონი

გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ფრიდრიხ მერცი

27 აპრილი 2026, 18:11

მსოფლიო

მერცი აცხადებს, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ამცირებს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა ამცირებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და აიძულებს აშშ-ის ოფიციალურ პირებს ჩავიდნენ პაკისტანში, შემდეგ კი იქაურობა ყოველგვარი შედეგის გარეშე დატოვონ.

27 აპრილი 2026, 18:02

რეგიონი

აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხის საკომიტეტო განხილვები დასრულდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ზურაბ პატარაძე მის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე, სამოქმედო გეგმითა და სამომავლო ხედვებით წარდგა.

ფრიდრიხ მერცი

27 აპრილი 2026, 17:45

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: რაღაც ეტაპზე უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რაღაც ეტაპზე კი, იმედია სამშვიდობო შეთანხმებაც დაიდება. ამის შემდეგ შესაძლოა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი უკრაინული აღარ იყოს

„რაღაც ეტაპზე უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რაღაც ეტაპზე კი, იმედია, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაც დაიდება. ამის შემდეგ კი შესაძლოა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი უკრაინული აღარ იყოს. თუკი პრეზიდენტი ზელენსკი ისურვებს, რომ ეს თავის მოსახლეობას აცნობოს, უმრავლესობის თანხმობა მოიპოვოს და თუ ამისთვის რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდება, მაშინ ხალხს ისიც უნდა უთხრას, რომ ამით ევროპისკენ გზა გაუხსნა“, - განაცხადა მერცმა.

თორნიკე ჭეიშვილი

27 აპრილი 2026, 17:45

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედ ელჩებთან მთავრობის მხრიდან ურთიერთობის გაწყვეტის აუცილებლობაზეა საუბარი.

არჩილ გორდულაძე

27 აპრილი 2026, 17:41

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით ოპონენტების ქილიკს გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება"

ურსულა ფონ დერ ლაიენი

27 აპრილი 2026, 17:17

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მიგვაჩნია, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება

„მიგვაჩნია, რომ სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება. არსებობს მიზეზი, რის გამოც ირანს სანქციები დაუწესდა და ეს არის მათი ქმედებები საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ირანის რეჟიმმა წელს სულ მცირე 17 000 ახალგაზრდა მოკლა. სწორედ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ირანში ქალთა უფლებების დათრგუნვა გახდა სანქციების დაწესების მიზეზი“, - განაცხად ფონ დერ ლაიენმა.

27 აპრილი 2026, 17:16

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა.

ჟორდან ბარდელა

27 აპრილი 2026, 17:11

მსოფლიო

ჟორდან ბარდელა აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ევროკომისიას დაუპირისპირდება

საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, ბრიუსელში გაემგზავრება და ევროკომისიას დაუპირისპირდება. ჟორდან ბარდელას თქმით, ის შეეწინააღმდეგება ევროკავშირის ინსტიტუტებზე გერმანიის გადაჭარბებულ გავლენას. ამ თემაზე ბარდელამ ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

ილიე ბოლოჟანი

27 აპრილი 2026, 17:11

მსოფლიო

რუმინელმა სოციალისტებმა და მემარჯვენეებმა პრემიერ-მინისტრის გადაყენების გეგმა გაამხილეს

რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, სოციალ დემოკრატები და მემარჯვენეები მთავრობის უნდობლობის ვოტუმს ამზადებენ. ქვეყნის პარლამენტში ილიე ბოლოჟანის მთავრობის ნდობის საკითხის დასაყენებლად ტექნიკური სამზადისი ორმა პარტიამ დაიწყო.

27 აპრილი 2026, 16:51

რეგიონი

წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მოეწყობა რაგბის მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და განათების თანამედროვე სისტემები.

27 აპრილი 2026, 16:50

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

თვითმმართველ ქალაქებში, მერის წარდგინებით, ადგილობრივ საკრებულოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ. აღნიშნულ ინიციატივას „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.