27 აპრილი 2026, 17:45 / სანდო წყარო

თორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან

თორნიკე ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედ ელჩებთან მთავრობის მხრიდან ურთიერთობის გაწყვეტის აუცილებლობაზეა საუბარი.

ჭეიშვილის თქმით, კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაერთხელ დაფიქსირდა.

„სამწუხაროდ, არაერთხელ დაფიქსირდა ელჩების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, როდესაც ჩვენ დავაფიქსირეთ, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, დღის წესრიგში არ დგას საკითხი იმის შესახებ, რომ ზოგადად, მოხდეს ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან, თუ ელჩებთან ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ის, რომ საქმე ჩვენ იმდენად პერსონალებთან არ შეიძლება გვქონდეს, რამდენადაც საკუთრივ მიდგომასთან. მიდგომასთან, რომელიც მომდინარეობს ევრობიუროკრატიის მხრიდან, რომელიც მომდინარეობს ევრობიუროკრატიის მხრიდან; რომელიც მომდინარეობს ბრიუსელის მხრიდან და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული პირები პირდაპირ წარმოადგენენ, ფაქტობრივად რუპორს სწორედაც ევრობიუროკრატების ხელში“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ.

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

27 აპრილი 2026, 19:25

მსოფლიო

რუბიო აცხადებს, რომ მისი აზრით, ირანელი მომლაპარაკებლები სერიოზულად არიან განწყობილნი აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ მისი აზრით, ირანელი მომლაპარაკებლები „სერიოზულად“ არიან განწყობილნი აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად.

27 აპრილი 2026, 19:06

მსოფლიო

Reuters: უნგრეთი და ევროკავშირი დაბლოკილი მილიარდების გამოთავისუფლების პირობებს განიხილავენ

ევროკავშირის მაღალჩინოსნები და უნგრეთის მომავალი მთავრობა ოთხშაბათს იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლებიც ბუდაპეშტმა უნდა განახორციელოს 17 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების განსაბლოკად, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

გურამ მაჭარაშვილი

27 აპრილი 2026, 19:00

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება

საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელსა და საქმის განხილვის პროცესს ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

აბას არაღჩი

27 აპრილი 2026, 18:55

მსოფლიო

The Wall Street Journal: არაღჩის ვიზიტი რუსეთში თეირანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნიშანია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ვიზიტი რუსეთში იმ დროს იმართება, როდესაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება - ორივე მათგანი აშშ-ის მიმართ მტრულადაა განწყობილი და ერთმანეთს სამხედრო თვალსაზრისითაც ეხმარებიან, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

სულხან თამაზაშვილი

27 აპრილი 2026, 18:50

სამართალი

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვილაიათ ეივაზოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

27 აპრილი 2026, 18:43

მსოფლიო

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ 2 მარტის შემდეგ ლიბანში ისრაელის სამხედრო კამპანიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 521-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 7 804 ადამიანია.

გურამ ნიკოლაშვილი

27 აპრილი 2026, 18:42

საზოგადოება

გურამ ნიკოლაშვილი: ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი მაინც ქვეითისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქია

ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი მაინც ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქია, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად დედაქალაქში არასაკმარისი საპარკინგე ადგილების შესახებ.

გიორგი ვოლსკი

27 აპრილი 2026, 18:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ევრობიუროკრატებზე: არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე

„არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.

აბას არაღჩი

27 აპრილი 2026, 18:33

მსოფლიო

აბას არაღჩიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში აშშ დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში აშშ დაადანაშაულა და ორშაბათს, რუსეთში ვიზიტისას, ვაშინგტონის მოთხოვნებს „გადაჭარბებული“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ლადო სადღობელაშვილი

27 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

სადღობელაშვილი: მამუკა მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - რიგი ოპოზიციონერები და მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალის გაძლიერება

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

27 აპრილი 2026, 18:27

პოლიტიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ვატო ქიზიყურაშვილი

27 აპრილი 2026, 18:27

პოლიტიკა

ვატო ქიზიყურაშვილი: ევროკავშირის ელჩი არა მხოლოდ ვენის კონვენციის ფარგლებიდან გავიდა და სრულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, უკვე მორალური სტანდარტებიდანაც არის გასული

თუ დავაკვირდებით ბოლოდროინდელ მოვლენებს და ევროკავშირის ელჩის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული პიროვნება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ფარგლებიდან გავიდა და სრულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, უკვე მორალური სტანდარტებიდანაც არის გასული, რადგან არ შეიძლება, როცა მეორე ქვეყანაში მივლინებული ხარ, ასე უხეშად ერეოდე მის საქმეებში და ცდილობდე, რომ გადაწყვიტო სხვა ქვეყნის ბედი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.

შალვა ოგბაიძე

27 აპრილი 2026, 18:24

საზოგადოება

შალვა ოგბაიძე ოპოზიციას: თქვენგან სიამოვნებით მოვისმენდი ხედვას და არა იმას, რომ საპარკინგე სივრცე არ გვყოფნის. თუ საქმიანი საუბარია, უნდა წარმოადგინოთ წინადადება

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგის მიერ თბილისში პარკირების ადგილებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

აბას არაღჩი ვლადიმირ პუტინი

27 აპრილი 2026, 18:24

მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

რუსეთი მზად არის მაქსიმუმი გააკეთოს იმისათვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამყარდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრაზე განაცხადა.

27 აპრილი 2026, 18:19

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

გიორგი ვოლსკი

27 აპრილი 2026, 18:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ჰერჩნსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა

გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა.

27 აპრილი 2026, 18:13

რეგიონი

გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ფრიდრიხ მერცი

27 აპრილი 2026, 18:11

მსოფლიო

მერცი აცხადებს, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ამცირებს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა ამცირებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და აიძულებს აშშ-ის ოფიციალურ პირებს ჩავიდნენ პაკისტანში, შემდეგ კი იქაურობა ყოველგვარი შედეგის გარეშე დატოვონ.

27 აპრილი 2026, 18:02

რეგიონი

აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხის საკომიტეტო განხილვები დასრულდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ზურაბ პატარაძე მის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე, სამოქმედო გეგმითა და სამომავლო ხედვებით წარდგა.