ზურაბ აბაშიძე: დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება, მოღვაწეობა და მოწამებრივი სიკვდილი სამშობლოს მსახურებისა და მისთვის თავგანწირვის ნათელი მაგალითია
ფოტო: საკრებულოს პრესსამსახური
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ქვეყნისა და ხალხის წინაშე მის დამსახურებებზე ისაუბრა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი მისივე სახელობის დარბაზს ამშვენებს. ეს კი წინა მოწვევის საკრებულოს წევრებისა და ხელმძღვანელობის დამსახურებაა.
,,დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება, მოღვაწეობა და მოწამებრივი სიკვდილი სამშობლოს მსახურებისა და მისთვის თავგანწირვის ნათელი მაგალითია. სწორედ ამიტომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. დიმიტრი ყიფიანი საქართველოს ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოა.
სწორედ ასეთი ადამიანები, მართლაც გამორჩეული გმირები, ქმნიან საქართველოს ისტორიას, ქართველთა იდენტობას და ჩვენი ვალია მათი დანატოვარი მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ყველა სიახლე
27 აპრილი 2026, 17:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: მიგვაჩნია, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება
„მიგვაჩნია, რომ სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება. არსებობს მიზეზი, რის გამოც ირანს სანქციები დაუწესდა და ეს არის მათი ქმედებები საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ირანის რეჟიმმა წელს სულ მცირე 17 000 ახალგაზრდა მოკლა. სწორედ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ირანში ქალთა უფლებების დათრგუნვა გახდა სანქციების დაწესების მიზეზი“, - განაცხად ფონ დერ ლაიენმა.
27 აპრილი 2026, 17:16
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა.
27 აპრილი 2026, 17:11
მსოფლიო
რუმინელმა სოციალისტებმა და მემარჯვენეებმა პრემიერ-მინისტრის გადაყენების გეგმა გაამხილეს
რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, სოციალ დემოკრატები და მემარჯვენეები მთავრობის უნდობლობის ვოტუმს ამზადებენ. ქვეყნის პარლამენტში ილიე ბოლოჟანის მთავრობის ნდობის საკითხის დასაყენებლად ტექნიკური სამზადისი ორმა პარტიამ დაიწყო.
27 აპრილი 2026, 17:02
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩინეთის ელჩს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის მომოიხილეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ჩინეთის პროვინციას შორის დამეგობრების საკითხი.
27 აპრილი 2026, 16:51
რეგიონი
წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მოეწყობა რაგბის მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და განათების თანამედროვე სისტემები.
27 აპრილი 2026, 16:50
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა
თვითმმართველ ქალაქებში, მერის წარდგინებით, ადგილობრივ საკრებულოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ. აღნიშნულ ინიციატივას „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
27 აპრილი 2026, 16:44
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები
მისი განმარტებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და მიღებულია გადაწყვეტილება ახალი მიმართულების დამატებასთან დაკავშირებით.
27 აპრილი 2026, 16:44
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რომ 2026 წელს მგზავრთნაკადის დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს
მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საავიაციო სექტორში წარმატებული იყო, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
27 აპრილი 2026, 16:43
პოლიტიკა
ქართველიშვილი: ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ, იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი - ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს ყველა სამართალდამცავ უწყებას
უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი - ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სადაც ნათქვამია, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება".
27 აპრილი 2026, 16:41
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და 2,600 მლრდ-ს მიუახლოვდა, რაც უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 84 849,4 ათასი ლარით გაიზარდა და 2 591 827,7 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს საკრებულოს სხდომაზე უყარეს კენჭი.
27 აპრილი 2026, 16:35
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ კომისიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიამ 14 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც 59 საკითხი განიხილეს.
27 აპრილი 2026, 16:31
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი დამტკიცდა
სააგენტოს ინფორმაციით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მოიცავს დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას.
27 აპრილი 2026, 16:25
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
27 აპრილი 2026, 16:24
პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
27 აპრილი 2026, 16:23
საზოგადოება
კახა ლაბუჩიძე: მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს
ისნის რაიონში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვის პროცესი აქტიურ ფაზაშია, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე.
27 აპრილი 2026, 16:11
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში მოისმინა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში განიხილა, რომელიც სააგენტოს უფროსმა ლევან თოდუამ წარადგინა.
27 აპრილი 2026, 15:54
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება.
27 აპრილი 2026, 15:43
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
27 აპრილი 2026, 15:37
პოლიტიკა
რევაზ სოხაძე პოლონეთის მისიის ხელმძღვანელ არტურ გებალს შეხვდა
მინისტრმა პოლონელ დიპლომატს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის — შუა დერეფნის განვითარებისთვის განხორციელებული მასშტაბური ინიციატივები, რომლებიც საქართველოს პოზიციას აძლიერებს როგორც რეგიონულ სატრანზიტო ჰაბს.


