06 მაისი 2026, 08:12 / სანდო წყარო

გიორგი ჩაკვეტაძე იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს.

„ყოველთვის, როდესაც იქნება დეზინფორმაცია, ფაქტების დამახინჯება, მცდელობა, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

პერსონალური სანქციები და სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დასჯის მოთხოვნა - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა დეპუტატ რასა იუკნევიჩიენეს მოხსენებას მხარი დაუჭირა.

ყველა სიახლე

06 მაისი 2026, 08:51

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 მაისს საქართველოში

წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

06 მაისი 2026, 08:40

სპორტი

ქუთაისში 19-წლამდე მოკრივეთა შორის აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-15 საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი

ქუთაისში 19-წლამდე მოკრივეთა შორის აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-15 საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი. ჩემპიონატში მსოფლიოს 11 ქვეყნის 200-მდე გოგონა და ვაჟი მოკრივე მონაწილეობს, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონ -პრიზიორი.

06 მაისი 2026, 08:39

მსოფლიო

9 მაისის აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთში ინტერნეტი შეზღუდეს

9 მაისის აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთში ინტერნეტი შეზღუდეს. გაითიშა ონლაინ გადახდის სისტემა და ტერმინალები.

06 მაისი 2026, 08:37

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, დაიბომბა კრამატორსკი

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, დაიბომბა კრამატორსკი. იერიშის სამიზნე გახდა დასახლებული პუნქტი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.

ნიკუშორ დანი

06 მაისი 2026, 08:35

პოლიტიკა

რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, რუმინეთს ახალი, დასავლური ფასეულობების გამტარებელი მთავრობა, გონივრულ ვადებში ეყოლება

რუმინეთს ახალი, დასავლური ფასეულობების გამტარებელი მთავრობა, გონივრულ ვადებში ეყოლება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.

06 მაისი 2026, 08:33

პოლიტიკა

აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა

აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან, კაია კალსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რა დროსაც მხარეებმა ევროპის ენერგო რესურსებით მომარაგების სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპის ენერგო უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.

06 მაისი 2026, 08:29

რეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოლქვში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოლქვში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. იგება ასფალტის ახალი საფარი. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ლითონის ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელები.

06 მაისი 2026, 08:28

პოლიტიკა

„ხალხის ძალის“ წევრები რეგიონებში მოსახლეობასთან და საკრებულოებში თავიანთ ფრაქციის წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ

შეხვედრების მიზანი, ფრაქციის წევრების მხრიდან მიმდინარე საკითხების განხილვა, ადგილზე არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და სამომავლო გეგმების გაზიარებაა. მორიგი შეხვედრა ზესტაფონის საკრებულოში გაიმართა.

სოზარ სუბარი

06 მაისი 2026, 08:23

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციურ ალიანსზე: ერთმანეთისადმი გაუტანლობა და პირველობისადმი მუდმივი სწრაფვა სძალავს ყველანაირ დავალებას, ამიტომ არანაირი შანსი ასეთ ალიანებს არ აქვს

ერთმანეთისადმი გაუტანლობა და პირველობისადმი მუდმივი სწრაფვა სძალავს ყველანაირ დავალებას, ამიტომ არანაირი შანსი ასეთ ალიანებს არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

ლევან მაჭავარიანი

06 მაისი 2026, 08:18

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „ლელოზე“: გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი

გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

დავით მათიკაშვილი

06 მაისი 2026, 08:01

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ევროპარლამენტი პრაქტიკულად დაცილებულია იმ ღირებულებებს და ფუნქციებს, რაც სინამდვილეში გააჩნია

რაც კი ამ რეზოლუციაში წერია, მტკნარი სიცრუეა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

06 მაისი 2026, 02:26

მსოფლიო

Bloomberg: რუსეთის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მაქსიმუმზეა

რუსული ნავთობის ექსპორტის ღირებულება ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა მას შემდეგ, რაც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბური ინტერვენცია დაიწყო - აღნიშნული ზრდა განპირობებულია ნაკადების მატებითა და ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული მაღალი ფასებით, - წერს გამოცემა Bloomberg-ი.

მასუდ პეზეშკიანი

06 მაისი 2026, 01:33

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის მოთხოვნები არარეალური და შეუძლებელია

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ს მისი ქვეყნის მიმართ „არარეალური და შეუძლებელი“ მოთხოვნების წაყენებაში დასდო ბრალი.

06 მაისი 2026, 01:01

სპორტი

„არსენალმა“ „ატლეტიკო“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

ლონდონის „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ესპანური „ატლეტიკო“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა.

მარკო რუბიო

06 მაისი 2026, 00:54

მსოფლიო

რუბიო: ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ შეტევითი ეტაპი დასრულებულია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ „ოპერაცია ეპიკური რისხვა“ დასრულებულია.

რომის პაპი ლეო XIV

06 მაისი 2026, 00:45

მსოფლიო

რომის პაპი: თუ ვინმეს სურს ჩემი გაკრიტიკება სახარების ქადაგების გამო, დაე, ეს სიმართლით გააკეთოს

რომის პაპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გაკრიტიკება, სანამ ის ირანში მიმდინარე ომის ფონზე მშვიდობისკენ მოწოდებებს აგრძელებს. პაპის ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მორიგ მწვავე საყვედურს მოჰყვა.

06 მაისი 2026, 00:00

საზოგადოება

დღეს გიორგობაა

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

მარკო რუბიო

05 მაისი 2026, 23:48

მსოფლიო

რუბიო: ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლი ჩვეულებრივ მოვლენად არ უნდა იქცეს

ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლი „ახალ ნორმად“ არ უნდა იქცეს - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. მან თეირანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანაოსნო გზის ბლოკირებისა და სხვა ქვეყნებისთვის სრუტეში გავლის სანაცვლოდ ფულის გამოძალვის მცდელობის გამო გააკრიტიკა.

მარკო რუბიო

05 მაისი 2026, 23:44

მსოფლიო

რუბიო ცეცხლის შეწყვეტის დროს აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს თავდაცვით ოპერაციად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს ირანში ამერიკელი სამხედროების მოქმედებას „თავდაცვითი ოპერაცია“ უწოდა.