07 მაისი 2026, 17:35 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მისამართით, მაგრამ თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, როდესაც ერევნის სამიტზე ზელენსკიმ გამოავლინა ინიციატივა საქართველოსთან მიმართებით, ეს განპირობებულია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სწორი პოზიციონირებით.

„უკრაინის ხელისუფლება მიხვდა, რომ საქართველომ სწორი პოზიციონირებით ისეთი ადგილი დაიკავა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს უნდა საქართველოსთან პარტნიორობა. ვფიქრობ, ამიტომ წამოვიდა ზელენსკისგან ჟესტი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის განცხადებები და ნაბიჯები საქართველოს მისამართით იყო უსამართლო, მაგრამ თუ უკრაინული ხელისუფლება ამას აღიარებს, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ მეგობრული გახდება.

„ვფიქრობ, ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლებამ დაინახა ის რეალობა, რაც შექმნა საქართველომ - ჩვენ სწორი პოზიციონირებით შევძელით ის, რომ უკვე ევროკავშირიც დაინტერესებულია ჩვენთან ურთიერთობით; აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციაც პირდაპირ აცხადებს, რომ მაისში აგზავნის დელეგაციას საქართველოში, რათა გადაიდგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. ეს ის რეალობაა, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობდით: ვინც დაგველაპარაკება, როგორც პარნიორ ქვეყანას, ჩვენც მათთან გვექნება მეგობრული დამოკიდებულება. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, სამწუხარო მოცემულობად რჩება ის, რომ მან არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა. თუმცა, ფაქტია, ვერაფერი გაამართლებს იმ განცხადებებსა და ქმედებებს, რაც მოდიოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მისამართით. ომის დაწყების დღიდან საქართველო უკრაინის გვერდით იდგა, იქნებოდა ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ საერთაშორისო პლატფორმებზე 600-მდე რეზოლუციაში უკრაინის მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, უკრაინის მხრიდან იყო მოწოდება, შეიცვალოს ხელისუფლება, გაათავისუფლონ სააკაშვილი, გაიხსნას მეორე ფრონტი - ძალიან მძიმე განცხადებები. ამას, რა თქმა უნდა, ვერ დაივიწყებ, მაგრამ მოცემულობაა, რომ ინიციატივა მოდის უკრაინისგან. როგორც ჩანს, რაღაცები გადააფასეს და მიხვდნენ, რომ საქართველომ სწორი პოზიციონირებით ისეთი ადგილი დაიკავა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს უნდა საქართველოსთან პარტნიორობა. ვფიქრობ, ამიტომ წამოვიდა ზელენსკისგან ჟესტი, რომელიც ვნახეთ სამიტზე. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, უნდა მოვითხოვოთ, უკრაინის მიერ დაფიქსირდეს, რომ მათი განცხადებები და ქმედებები იყო არასწორი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არც გვექნება უკრაინულ საზოგადოებასთან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

07 მაისი 2026, 18:50

მსოფლიო

The Wall Street Journal: რეაქტიული საწვავის ფასები მკვეთრად იზრდება, ტრამპის მრჩევლები კი შეშფოთებულნი არიან

ნიუ-ჰემფშირის ყოფილმა გუბერნატორმა, კრის სუნუნუმ ვაშინგტონში ბოლო ვიზიტისას ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი გააფრთხილა: ავიაბილეთების ისედაც მაღალი ფასები მკვეთრად გაიზრდება, თუ ირანში ომი მალე არ დასრულდება, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

07 მაისი 2026, 18:48

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

სხდომას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

დავით უტიაშვილი

07 მაისი 2026, 18:45

ეკონომიკა

დავით უტიაშვილი: უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვარის გაზრდა სავალუტო რისკებისგან დაიცავს როგორც მომხმარებელს, ასევე ფინანსურ სექტორს

რეგიონში და ზოგადად, გლობალურად გაზრდილი გამოწვევების, ასევე საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, მომხმარებელთა მხრიდან დოლარში სესხის აღება ჭარბის რისკის შემცველია, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ლიმიტი დაგვეწესებინა, - განაცხადა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარის 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაზრდის შესახებ კომენტირებისას. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა.

07 მაისი 2026, 18:42

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: შეიძლება დავზიანდით, მაგრამ გაცილებით უარესად დავზიანდებოდით, თუ დავთმობდით საკუთარ ინტერესებს და ვიმოქმედებდით სხვისი სცენარებით და კარნახით

შეიძლება დავზიანდით, მაგრამ გაცილებით უარესად დავზიანდებოდით, თუ დავთმობდით საკუთარ ინტერესებს და ვიმოქმედებდით სხვისი სცენარებით და კარნახით, - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“.

ამირან სალუქვაძე

07 მაისი 2026, 18:29

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს. არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში. დღეს ვინ დაუშალათ?

პატივი უნდა სცენ უბრალოდ 26 მაისს, არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

07 მაისი 2026, 18:26

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი აშხაბადში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი

07 მაისი 2026, 18:25

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ერეკლე მეფის, დიდი ქართველის, მხედართმთავრის, პოლიტიკოსისა და უდიდესი მოღვაწის დაბადების თარიღის დაზუსტება ჩვენი ისტორიისთვის და ისტორიული მოვლენების სიზუსტისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თელავში, მეფე ერეკლე II-ის სასახლეში გამართულ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ მონაწილეობდა.

07 მაისი 2026, 18:25

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცს შეხვდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:23

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: უკრაინას თავს აფარებენ ჩვენი სამართალდამცველების მიერ ძებნილები. ეს მიმართულება მოაგვაროს უკრაინამ და შესაძლებელი იქნება საუბარი მათთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გადატვირთვასა და იმ პირობებზე, რომლის შესრულების შემდეგაც აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:20

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ვნახეთ, როგორ ერკვევიან ევრობიუროკრატები გეოგრაფიაში - როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, სად არის ირანი, ვერ უპასუხეს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასაც ვერ აღიქვამენ ისე, როგორც საჭიროა

ცოტა ხნის წინ ვნახეთ, როგორ ერკვევიან ევრობიუროკრატები გეოგრაფიაში. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტი სვამდა კითხვას, თუ სად არის ირანი, და ფაქტობრივად, ვერავინ გასცა პასუხი. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ისინი საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასაც ვერ აღიქვამენ ისე, როგორც საჭიროა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით“, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას.

მარიამ ქვრივიშვილი სერდარ ბერდიმუჰამედოვი

07 მაისი 2026, 18:17

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქმენეთის ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებიც ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს.

პაატა სალია

07 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

პაატა სალია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: „დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს რეკომენდაციები - რეკომენდაციები, რაც დასკვნამ გასცა ყველანაირად სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა ,,მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ.

ცოტნე ანანიძე

07 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: სახელმწიფო არავის აფარებს ხელს! პრემიერის მიდგომა აღსრულდა, ვინც აქციებზე კანონს არღვევს ან ძალას ბოროტად იყენებს, პასუხს აგებს. ეს არის ინსტიტუციური სამართლიანობის სწორი გზა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ალბათ მიხვდებიან ეს ადამიანები, რომ რეზოლუციები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ იღებენ, არ შეესაბამება სიმართლეს

ალბათ მიხვდებიან ეს ადამიანები [ევროპარლამენტარები], რომ რეზოლუციები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ იღებენ, არ შეესაბამება სიმართლეს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“.

ზვიაშ შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:02

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე მონტენეგროს სამიტზე: რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირში არიან დღევანდელ დღეს და არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ არიან კანდიდატებიც

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირში არიან დღევანდელ დღეს და არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ არიან კანდიდატებიც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ მონტენეგროს სამიტთან დაკავშირებით.

პაატა სალია

07 მაისი 2026, 18:01

პოლიტიკა

პაატა სალია: რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია

„სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეფასებებისგან თავს შევიკავებ, თუმცა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია“, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გიორგი უძილაურის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა.

პაატა სალია

07 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ორგანიზებით იმართება და მას 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.

იოჰან ვადეფული

07 მაისი 2026, 18:00

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მერცმა, შესაძლოა, პუტინს დაურეკოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა სააგენტო Bloomberg-ს უთხრა, რომ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებზე: ვხედავთ, რომ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, რაც საბოლოოდ, ჩვენს ორ ქვეყანას მიიყვანს იქამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ისევ აღდგება

თუ ვინმე იყო ამ შემთხვევაში დამნაშავე იმ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტისა, იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ის ნაბიჯები, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს იდგმებოდა ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 17:59

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: მისასალმებელია ეს ურთიერთობა, რადგან ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის იყო მეგობრულ დამოკიდებულებაში და ეს არის ის ქვეყანა, რომელთანაც არა მარტო მეგობრობა, არამედ პარტნიორობაც აკავშირებდა საქართველოს

ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაიდგმებოდა უკრაინის მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.