07 მაისი 2026, 20:42 / სანდო წყარო

გიორგი ზერეკიძე: კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე - პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს

გიორგი ზერეკიძე

გიორგი ზერეკიძე

სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე! კაცმა პირდაპირ თქვა და პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს და ძალის გადამეტების ფაქტებს. ანუ, ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე 2024 წლის აქციებზე გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებაზე.

გიორგი ზერეკიძის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგის მისაკუთრება და აღნიშნულს აფასებს, როგორც - “სხვისი შედეგის საკუთარ თავზე გაფორმება”.

„სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე! კაცმა პირდაპირ თქვა და პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს და ძალის გადამეტების ფაქტებს. ანუ, ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა.

და ამ დროს რას აკეთებენ ნაცების პროპაგანდისტული მანქანა? როგორც კი ყური მოჰკრეს და გაიგეს, რომ გამოძიება უკვე დასრულებულია და დამნაშავეებს აკავებდნენ, სასწრაფოდ, დაკავებამდე ზუსტად ორი დღით ადრე, დადგეს ვითომ საგამოძიებო სიუჟეტი, ვითომ თვითონ გაშიფრეს და იპოვეს ის სპეცრაზმელები.

მთელი ეს ცირკი ხომ მარტივი მიზეზით დაიდგა: იცოდნენ, რომ დაკავება გარდაუვალი იყო და უნდოდათ, მერე გამოსულიყვნენ და ეყვირათ, აი, ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება და ჩვენი სიუჟეტის გამო დაიჭირესო. სხვისი შედეგის საკუთარ თავზე გაფორმება სცადეს და გამოძიების გაბაიბურება, თითქოს ვინმეს არ უნდოდა მოძალადეების დაჭერა და მათ აიძულეს. თუ ვინმე უმალავს იქნებ უთხრათ ტვ პირველსაც და ტვ ფორმულასაც რომ მათ ტელევიზიებს საქართველოს მოსახლეობის 5% არ უყურებს და გავლენის მოხდენა ხელისუფლეზე კი არა, საიდანღაც რო გამოჩნდა და გაქრა ვიღაც ოჯგბუნუჯუ, თბილისის მერობა მინდაო, მაგაზეც არ შეუძლიათ“, - წერს გიორგი ზერეკიძე.

ყველა სიახლე

07 მაისი 2026, 21:39

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ახმეტის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 21:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამართალდამცველების დაკავებას რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა

იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

07 მაისი 2026, 21:33

პოლიტიკა

ესტონეთი პოლიტიკაში გარე დაფინანსებას კრძალავს. როგორ იქცა საქართველოს კრიტიკის მიზეზი ტალინისთვის აუცილებლობად? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ის, რასაც რუსულს ეძახდნენ, ახლა კანონმდებლობით განამტკიცეს. ესტონეთმა გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო. აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი ტალინისთვისაც აქტუალურია, თუმცა, როცა ეს თბილისმა თქვა და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა, რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 21:20

პოლიტიკა

პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო

უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

სამების საკათედრო ტაძარი

07 მაისი 2026, 21:20

საზოგადოება

ვინ გახდება საქართველოს 142-ე პატრიარქი? მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ იკრება 11 მაისს, სამების საპატრიარქო ტაძარში შედგება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

არჩევანი მღვდელმთავრებმა სინოდის ბოლო სხდომაზე გამორჩეული სამი კანდიდატიდან უნდა გააკეთონ: ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.

გიორგი უძილაური

07 მაისი 2026, 21:19

სამართალი

აუდიო-ვიდეო მასალა და დოკუმენტები - რა დევს ჯაშუშობის მრავალტომიან საქმეში? გიორგი უძილაური ბრალს უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური ბრალდებას უარყოფს, ეს მისი ადვოკატისგან გახდა ცნობილი, თავად დაკავებული დუმილს არ არღვევს.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 21:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში

ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში და იმაში, რა კანონს იღებენ, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 მაისი 2026, 21:15

მსოფლიო

ზელენსკი: ვრცელდება ცნობები რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოსგან, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ - ჩვენ ამას არ ვურჩევთ

რუსებს უკრაინისგან აღლუმის ჩატარების ნებართვა სურთ, რათა წელიწადში ერთხელ, ერთი საათით უსაფრთხოდ გამოვიდნენ მოედანზე, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდნენ ჩვენი ხალხის მკვლელობასა და ომის წარმოებას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლიზა გეგეჭკორი

07 მაისი 2026, 21:06

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია

ყველას კარგად გვახსოვს 23 აპრილს მამუკა მდინარაძის პირდაპირი ეთერი TV იმედზე, სადაც მან ძალიან მკაფიო, პრინციპული და სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ახალი პოზიციიდან მან საზოგადოებას მისცა მყარი პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ცალკეული, ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ სისტემაში ხელშეუხებელი არავინ დარჩებოდა და ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი წერს სოციალურ ქსელში რითაც ის, საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტს ეხმიანება.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 21:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა ბრალეულობა დამხობის ორგანიზების კუთხით და კიდევ ერთხელ მიეცა შეფასება, რა მოხდა 4 ოქტომბერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

07 მაისი 2026, 20:59

პოლიტიკა

ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკა და სუსტი სასაზღვრო კონტროლი - შეერთებული შტატები ევროპას ტერორისტული საფრთხის წარმოშობის ადგილად მიიჩნევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეს თეთრი სახლის ანტიტერორისტული სტრატეგიის ვრცელ დოკუმენტში წერია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მდიდარ ევროპულ ქვეყნებს სისუსტეში ადანაშაულებს და დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მალტისა და მასპინძელი ქვეყნის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს. მქონდა საუბარი როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ისე, რა თქმა უნდა, რეგიონულ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოსთვის დღესდღეობით საერთოა, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ვიზიტისას ჟურნალისტებს.

პეტერ მადიარი

07 მაისი 2026, 20:50

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთი და ევროკავშირი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ 10 მილიარდი ევროს დაფინანსების რა ნაწილი უნდა მიიღოს ქვეყანამ

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ევროკომისიასთან დაპირისპირებაში შევიდა, რაც ვიქტორ ორბანის შემდგომი პერიოდის პირველი რეალური გამოცდაა - ბუდაპეშტისთვის გაყინული ევროკავშირის სახსრების რა ნაწილის წამოღებას შეძლებს ის ქვეყანაში? - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „უნგრეთი და ევროკავშირი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ 10 მილიარდი ევროს დაფინანსების რა ნაწილი უნდა მიიღოს ქვეყანამ“.

07 მაისი 2026, 20:39

სამართალი

ეკა კუპატაძე: ახლავე წაიყვანონ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ნია იმნაძეს, არ შევარჩენ არავის. ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო. დიახ, დღეს ქალბატონი ქეთი სონიძე იყო პრინციპული

გიგა ავალიანის საქმეზე მოწმე ნია იმნაძე სასამართლოში იძულების წესით მიიყვანეს, თუმცა დაკითხვამდე განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და სხდომა დატოვა.

07 მაისი 2026, 20:20

სამართალი

აქტივისტზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ჟურნალისტზე თავდასხმის საქმე - პროკურატურამ 5 პირი დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქმე ეხება 2024 წლის აქციებზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს. აქტივისტზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ჟურნალისტზე თავდასხმას.

07 მაისი 2026, 19:43

მსოფლიო

The Washington Post: აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანს შეუძლია ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტისთვის დაწესებულ ბლოკადას კიდევ თვეების განმავლობაში გაუძლოს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანალიზი, რომელიც ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს მიმდინარე კვირაში წარუდგინეს, ასკვნის, რომ ირანს შეუძლია აშშ-ის საზღვაო ბლოკადას, სულ მცირე, სამი-ოთხი თვის განმავლობაში გაუძლოს, ვიდრე უფრო მძიმე ეკონომიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდება, - წერს გამოცემა The Washington Post-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

07 მაისი 2026, 19:36

საზოგადოება

პროკურატურა: სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და ირაკლი შაიშმელაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია დამნაშავედ ცნო.

07 მაისი 2026, 19:29

მსოფლიო

Reuters: AfD-ის მხარდაჭერა აღმოსავლეთ გერმანიის მხარეში არჩევნების წინ მკვეთრად იზრდება

ხუთშაბათს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) სექტემბერში აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთი მხარის არჩევნებში გამარჯვებისკენ მიისწრაფვის. ეს ზრდის იმის პერსპექტივას, რომ პარტიამ რეგიონული მთავრობა ისტორიაში პირველად ჩაიბაროს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

07 მაისი 2026, 19:25

კულტურა

თელავში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ გაიმართა

კონფერენციას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.