დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის არჩევნების შედეგებზე: მაშინ, როცა სტარმერის გუნდი იდეოლოგიური რიტორიკითა და ქართულ მედიათავისუფლებაზე შეტევით იყო დაკავებული, ბრიტანელთა დიდი ნაწილი ხმას აძლევდა საკუთარ ჯიბესა და მიგრაციის პრობლემას
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ბრიტანეთის მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს და წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა და ლეიბორისტებმა დაკარგეს საყრდენი ძალა - მუშათა რაიონების ხმები. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დარტყმა სტრამერმა მემარჯვენე „რეფორმერების პარტიისგან“ მიიღო და რომ ეს, შესაძლოა, იყოს ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის დასაწყისი:
„სტარმერისთვის ყველაზე საშიში ის არის, რომ კრიზისი მხოლოდ ახლა იწყება. ლეიბორისტების შიგნით უკვე ისმის საუბრები ლიდერის შესაძლო შეცვლის შესახებ, ხოლო ბრიტანეთის ორპარტიული სისტემა, პირველად მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ბზარებს იჩენს“ - წერს ანალიტიკოსი.
დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მანამ, სანამ ბრიტანეთი უტევდა ქართულ მედიას, ბრიტანეთის მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთეს მიგრაციის პოლიტიკიდან, კომუნალური გადასახადებისა და „საკუთარი ჯიბიდან“ გამომდინარე.
„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გუშინ და დღეს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველ მართლაც გამანადგურებელ პოლიტიკურ დარტყმას შეეჯახა. 2026 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნები მმართველი ლეიბორისტებისთვის უბრალოდ საგანგაშო სიგნალი კი არა, ფაქტობრივად უნდობლობის ვოტუმად გადაიქცა. პარტიამ დაიწყო ისტორიული საყრდენის, ანუ იმ მუშათა რაიონების დაკარგვა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ლეიბორისტების „ხელშეუხებელ ტერიტორიად“ ითვლებოდა. ყველაზე დამამცირებელი სტარმერისთვის კი ის არის, რომ დარტყმა კონსერვატორებისგან კი არა, მემარჯვენე "რეფორმების პარტიისგან" მოვიდა, რომელსაც ნაიჯელ ფარაჯი ხელმძღვანელობს.
ფაქტობრივად, ბრიტანეთმა მიიღო პოლიტიკური აჯანყება გლობალისტური, ტექნოკრატიული და საზოგადოებისგან მოწყვეტილი ელიტის წინააღმდეგ. მაშინ, როცა სტარმერის გუნდი „სწორი“ საერთაშორისო დღის წესრიგით, კლიმატური დეკლარაციებით, იდეოლოგიური რიტორიკით და ქართულ მედიათავისუფლებაზე შეტევით იყო დაკავებული, ბრიტანელთა დიდი ნაწილი ხმას აძლევდა საკუთარ ჯიბეს, მიგრაციის პრობლემას, კომუნალურ გადასახადებსა და საკუთარი ქვეყნის კონტროლის დაკარგვის განცდას.
სტარმერისთვის ყველაზე საშიში ის არის, რომ კრიზისი მხოლოდ ახლა იწყება. ლეიბორისტების შიგნით უკვე ისმის საუბრები ლიდერის შესაძლო შეცვლის შესახებ, ხოლო ბრიტანეთის ორპარტიული სისტემა, პირველად მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ბზარებს იჩენს. ფაქტობრივად, ნაიჯელ ფარაჯი დღეს ბრიტანეთის საპროტესტო ელექტორატის მთავარ სიმბოლოდ ყალიბდება - დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე დონალდ ტრამპი აშშ-ში ან სხვა მემარჯვენე ძალები ევროპაში. და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, დღევანდელი მუნიციპალური არჩევნები ისტორიაში შევა არა როგორც ლეიბორისტების ლოკალური მარცხი, არამედ როგორც იმ პოლიტიკური კონსტრუქციის დემონტაჟის დასაწყისი, რომელზეც ბოლო ათწლეულების განმავლობაში იდგა ბრიტანეთის მთელი პოლიტიკური სისტემა“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 15:01
მსოფლიო
The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ
აშშ და ისრაელი ირანისთვის სახმელეთო ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან არის გასული, რის შესახებაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.
31 ივლისი 2026, 14:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკა ფაღავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს.
31 ივლისი 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში
ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
31 ივლისი 2026, 14:29
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება
ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
31 ივლისი 2026, 14:28
მსოფლიო
Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის
ევროკომისიას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის გაწევრიანების პროცესის მართვის რესურსი სულ უფრო ნაკლებად ჰყოფნის, მაშინ როდესაც გაფართოების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ინფორმაციას Euronews-ი ევროკომისიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით
ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.
31 ივლისი 2026, 14:23
სამართალი
18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა
18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.
31 ივლისი 2026, 14:20
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა
მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
31 ივლისი 2026, 14:15
ჯანდაცვა
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია
იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.
31 ივლისი 2026, 14:06
პოლიტიკა
კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა
ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.
31 ივლისი 2026, 14:04
პოლიტიკა
კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს
„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
31 ივლისი 2026, 14:04
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
31 ივლისი 2026, 13:52
მსოფლიო
BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა
ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 13:50
პოლიტიკა
კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
31 ივლისი 2026, 13:48
პოლიტიკა
კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი
საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.
31 ივლისი 2026, 13:45
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.
31 ივლისი 2026, 13:39
რეგიონი
მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.
31 ივლისი 2026, 13:23
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 13:17
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა
ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466)-ზე იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.


