შალვა პაპუაშვილი: უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი - ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია
შალვა პაპუაშვილი
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე
ფოტო: Facebook
„ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია”, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის არჩევის შესახებ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ღვთის წყალობა და მადლი არ მოჰკლებოდეს მას.
,,დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის.
უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - ინებოს უფალმა, რათა მრავალი წლის მანძილზე სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი.
ღვთის წყალობა და მადლი არ მოჰკლებოდეს მას. მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს.
ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!
ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია”, - წერს პაპუაშვილი.
ყველა სიახლე
11 მაისი 2026, 17:41
პოლიტიკა
აბასთუმანში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები რევაზ სოხაძემ ადგილზე განიხილა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს აბასთუმანში. ვიწყებთ კურორტის განვითარების ახალ ეტაპს, რომელიც მოიცავს დარჩენილი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასაც. შენობების უმრავლესობა ისტორიული ძეგლია და მათი სწორად აღდგენა, კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, -განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ აბასთუმანში.
11 მაისი 2026, 17:40
ეკონომიკა
საქსტატი: 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ, 2024 წლის მსგავსად, 13.9 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა.
11 მაისი 2026, 17:34
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: დარწმუნებული ვარ, მომავალი უწმინდესი შეძლებს ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და ეკლესიაში სავარაუდო განხეთქილების მცდელობები, რომელიც არაერთი წელია მიმდინარეობს, დასრულდება
დარწმუნებული ვარ, მომავალი უწმინდესი შეძლებს ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და ეკლესიაში სავარაუდო განხეთქილების მცდელობები, რომელიც არაერთი წელია მიმდინარეობს, დასრულდება, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძემ.
11 მაისი 2026, 17:32
საზოგადოება
გიორგი ვოლსკი: აწ უკვე პატრიარქ შიოს გააჩნია ის ინტელექტუალური რესურსი, წარსული და აწმყო, რომლითაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე გაკვალა ილია მეორემ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბარი წარსულ დროში ძალიან რთულია. ეს სერიოზული თამასაა და როგორც თვითონ აღნიშნა ეს პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმე ჯვარია, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
11 მაისი 2026, 17:26
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ახალ პატრიარქს გულითადად ვულოცავ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას. დარწმუნებული ვარ, შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
11 მაისი 2026, 17:24
საზოგადოება
მიტროპოლიტი ისაია: გილოცავთ დღევანდელ დღეს. მთავარი პრიორიტეტი საქართველოსთვის ზრუნვაა და მგონია, რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება, წმინდა სინოდი, ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში
მთავარი პრიორიტეტი საქართველოსთვის ზრუნვაა და მგონია, რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება, წმინდა სინოდი, ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, ისაიამ ახლად არჩეულ პატრიარქ, შიო მესამეზე საუბრისას.
11 მაისი 2026, 17:20
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს და ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.
11 მაისი 2026, 17:20
საზოგადოება
მეუფე ზოსიმე: მგონია, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა. მეუფე შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას
მეუფე შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას, - განუცხადა წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილმა ჟურნალისტებს.
11 მაისი 2026, 17:17
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე შიო მესამეზე: იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ახალი პატრიარქის არჩევნები უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. „მშვიდობით, ერთსულოვნებით იმოქმედა სინოდმა. ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე. გამოჩნდა ღვთის ნება, იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
11 მაისი 2026, 17:16
საზოგადოება
დეკანოზი შალვა კეკელია: გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი გააგრძელებს იმ გზას, რაც ილია მეორემ დაიწყო, ეკლესია არის ერთიანი და მყარი და ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს
მთელ ჩვენს ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას, იცით, რომ ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგიტოვა ეკლესია, რაც დღეს არის ღვთის მადლით, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
11 მაისი 2026, 17:07
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა.
11 მაისი 2026, 17:05
საზოგადოება
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს.
11 მაისი 2026, 16:56
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას-ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას. ეს არის დღე, რომელმაც შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია
ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას- ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, - წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
11 მაისი 2026, 16:52
საზოგადოება
„თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას“ - პრეზიდენტი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.
11 მაისი 2026, 16:42
მსოფლიო
უნგრეთის ახალ მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებენ
კითხვაზე, გაგზავნიდა თუ არა ის ჯარისკაცებს უკრაინაში, ორბანმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა“.
11 მაისი 2026, 16:33
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს მარიო სტეტას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) თავმჯდომარეს მარიო სტეტას, საქართველოში ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტ თორნიკე ჯაფარიძეს და სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
11 მაისი 2026, 16:28
პოლიტიკა
პატრიარქი შიო მესამე: ამ წუთებში ჩემთვის ძნელია თქვენს წინაშე გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა - დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც
ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, - განაცხადა სამების ტაძარში ახლად არჩეულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ.
11 მაისი 2026, 16:27
საზოგადოება
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები პატრიარქს: გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა, განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას
თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა, - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მისალოც წერილში.
11 მაისი 2026, 16:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას
დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.


