თენგიზ შარმანაშვილი: ევროპარლამენტის ცრუ ნარატივებს იმეორებენ ერთი-ერთში ფრანგი ქვედა პალატის წარმომადგენლები. ასეთი ზემოდან ყურება და უაპელაციოდ, არგუმენტების გარეშე დასკვნების გამოტანა არის ყოვლად წარმოუდგენელი
თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპარლამენტის ცრუ ნარატივებს იმეორებენ ერთი-ერთში ფრანგი ქვედა პალატის წარმომადგენლები, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი ზემოდან ყურება და უაპელაციოდ, არგუმენტების გარეშე დასკვნების გამოტანა არის ყოვლად წარმოუდგენელი.
„ჰქონდა საფრანგეთს ერთი მცდელობა მაინც იმისა, რომ ჩვენთან გაერკვიათ ის, რისი პრეტენზიებიც გააჩნიათ? პირდაპირ გადმოწერეს ევრობიუროკრატებისა და ევროპარლამენტის ყალბი ნარატივები თავის რეზოლუციაში და მერე ვითომ დასკვნები გამოიტანეს, რომ მოდი, ხომ არ დავასანქციროთ ამის გამო. ასეთი უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგი ვართ ჩვენ ყოველთვის“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
საფრანგეთის 577-კაციან პარლამენტში, დოკუმენტის განხილვას 95 დეპუტატი ესწრებოდა, მის მიღებას მხარი 68-მ დაუჭირა, 22-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 15:17
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
13 მაისი 2026, 15:10
მსოფლიო
ევროპარლამენტარი ფერნანდ კართაიზერი: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა კრახს განიცდის. ვინც დიალოგს ემხრობა, მათ ბლოკავენ ისინი, ვინც ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან დიალოგს
ევროპარლამენტარმა ლუქსემბურგიდან ფერნანდ კართაიზერმა 11 მაისს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შედეგები გააკრიტიკა.
13 მაისი 2026, 14:53
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
13 მაისი 2026, 14:50
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში, ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იყო მიღებული
„ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იყო მიღებული. პირველ რიგში, ეს ეხება მთავრობის მიერ ყველა განკარგულებისა თუ დადგენილების, ნებისმიერი ბრძანების საჯაროდ გამოტანას და გამოქვეყნებას, რითაც ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაზღვევთ კორუფციულ რისკებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინოს“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
13 მაისი 2026, 14:49
მსოფლიო
პოლონელი ევროპარლამენტარი უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალზე: ნუთუ პოლონეთის ფსევდოელიტა კვლავ დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში უნდა მივიღოთ?
პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი უკრაინაში კორუფციის მორიგ სკანდალს ეხმიანება.
13 მაისი 2026, 14:49
რეგიონი
14-დან 27 მაისის ჩათვლით დაგეგმილი სამუშაოების გამო სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით. ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა“.
13 მაისი 2026, 14:45
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა
გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
13 მაისი 2026, 14:36
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ადგილზე ამის [რევოლუციის] დაკვეთა არ არის
არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ტვ ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ნამდვილი ამბავი“ განაცხადა.
13 მაისი 2026, 14:29
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე: არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად ამ დოკუმენტს ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
„ეს არის ხმაურის ატეხის არაფრის მომეცი, იაფფასიანი მცდელობა, იმისთვის რომ საქართველოში რაღაც დღის წესრიგი გააჩინონ. სხვა მხრივ - არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად, ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა ამ დოკუმენტს არ აქვს. რა თქმა უნდა, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციებში, აქაც უამრავი ტყუილი, ბრალდება და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრების. თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს ესა თუ ის საკითხი - კანონმდებლობა იქნება, ხელისუფლების გადაწყვეტილებები თუ ა.შ., მზად ვართ მათ კონსტრუქციულად დაველაპარაკოთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული მტკიცებულებებით“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მახაშვილი.
13 მაისი 2026, 14:25
სამართალი
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით კიკნაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც დავით კიკნაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მისივე განცხადებით, მათ შორის ორი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
13 მაისი 2026, 14:23
საზოგადოება
იტალიის საელჩო შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
იტალიის საელჩო თბილისში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
13 მაისი 2026, 14:23
ეკონომიკა
„აგროჰაბის“ კომერციული დირექტორი „სასურსათო კალათაზე“: ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღინიშნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით
ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში, ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით, - განაცხადა „აგროჰაბის“ კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას.
13 მაისი 2026, 14:22
ეკონომიკა
„ლიბრეს“ კომერციული დირექტორი: ჩვენს ქსელში სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად არის წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტი, რომელიც სამ დღეში ერთხელ შეიცვლება ხოლმე
ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცვლება ხოლმე სამ დღეში, - განუცხადა „ქრონიკას“ „ლიბრეს“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი გოცირიძემ.
13 მაისი 2026, 14:09
საზოგადოება
ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სკოლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე ტრენინგები ჩატარდა
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხო ქცევის წესების პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტებმა შეხვედრები ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლებში გამართეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
13 მაისი 2026, 13:57
საზოგადოება
პოლონეთის საელჩო შიო III-ს საქართველოს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს - თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში
პოლონეთის საელჩო თბილისში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
13 მაისი 2026, 13:43
საზოგადოება
Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
13 მაისი 2026, 13:42
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და საზოგადოების ზეიმია, ევროკომისია ამაყობს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით, LGBT დროშის აღმართვის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობისა და გამბედაობის ზეიმია.
13 მაისი 2026, 13:32
პოლიტიკა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა.
13 მაისი 2026, 13:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გუშინ ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე იყო, სვეტიცხოვლის ტაძარში აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III
„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


