პოლიტიკა
14 მაისი 2026, 14:37
ნათია კუპრაშვილი: ამ გადაწყვეტილების შეფასება ნამდვილად შეიძლება, კოალიცია რომ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რა ტიპის განცხადება გააკეთოს, იმას წაგიკითხავთ
შეგზღუდეს თქვენ ხომ? არ ხართ „იმედი“ იქ, როგორც ჩვენი, ჩემი კოლეგები საქართველოს პარლამენტში არიან შეზღუდულები, - განაცხადა ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა.
14 მაისი 2026, 14:32
თენგიზ შარმანაშვილი მოლდოვაზე: ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერნეტის ეპოქაში მოახერხებს ინფორმაციის რაღაც ფორმით გავრცელებას. ამით ვერაფერს შეაფერხებენ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს
ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერნეტის ეპოქაში მოახერხებს ინფორმაციის რაღაც ფორმით გავრცელებას. ამით ვერაფერს შეაფერხებენ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მოლდოვას გადაწყვეტილებაზე, რომ ქართული სამი მედია-საშაულება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას არ გააშუქებენ.
14 მაისი 2026, 14:20
მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართული თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, ეს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობაა.
14 მაისი 2026, 14:20
ლევან მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა
ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასურველი ხმები გააჩუმონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
14 მაისი 2026, 14:04
დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას
სანამ ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში ოცნებობს საქართველოში „რეჟიმის შეცვლაზე“, ამზადებს სანქციების პაკეტებს, იმუქრება „იზოლაციით“, სავიზო რეჟიმის შემოღებით და მაღალი ევროტრიბუნებიდან თბილისს ასწავლის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას „სწორად“ - თავად ევროპა, „დომინოს" პრინციპით პოლიტიკური "სტაბილურობის" მართლაც უნიკალურ მაგალითებს გვიჩვენებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
14 მაისი 2026, 13:45
ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა საკუთარი პარტიის აქტიურობით, თუმცა ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს
„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა, სინამდვილეში საკუთარი პარტიის აქტიურობით, თუმცა ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს.
14 მაისი 2026, 13:30
შათირიშვილი: ბუნებრივია, თავისუფალი მედია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს
ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.
14 მაისი 2026, 13:27
გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


