15 მაისი 2026, 15:26 / სანდო წყარო

ქართველიშვილი „რადიო თბილისის“ სტატიაზე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მოიტანა ჭეშმარიტი სიტყვის თავისუფლება. არასოდეს მოუსმინოთ პროპაგანდისტებს, როგორიც „რადიო თბილისია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რადიოსთან და თბილისთან

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

„რადიო თბილისმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავტორი ცოტნე ივანიშვილის სამეცნიერო ნაშრომს მიმოიხილავს და უნიჭო ანალიზით ამ თემის პოლიტიზირებას ცდილობს - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გამოეხმაურა „რადიო თბილისის“ მიერ მომზადებულ ანალიზს ცოტნე ივანიშვილის აკადემიური ნაშრომის შესახებ, რომელიც მედიის ნდობისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებს შეეხება.

„საქმე რაშია - ცოტნე ივანიშვილის ავტორობით, რომელიც ჰონგ - კონგის უნივერსიტეტში სწავლობს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში MDPI დაიბეჭდა სამეცნიერო სტატია, სადაც ჩემი პირადი მოსაზრებით, მაღალპროფესიონალურად არის ანალიზი გაკეთებული ციფრული მედიის სანდოობისა და ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ ყველა ის დეტალი, რაზეც აქამდე არასოდეს არავის აქცენტი არ გაუკეთებია. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით კონკრეტულად ეს ნაშრომი აუცილებლად უნდა წაიკითხონ მომავალმა ქართველმა მედია სფეროს წარმომადგენლებმა, რათა ჩანასახშივე გაითავისონ ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაზეც ცოტნე ივანიშვილი აკეთებს ანალიზს. ამიტომ - სანამ შემდგომ სათქმელზე გადავალ აქვე დავდებ ელექტრონულ მისამართს, სადაც ეს ნაშრომია განთავსებული (https://www.mdpi.com/2673-5172/7/2/102... )“- აღნიშნავს ქართველიშვილი.

ქართველიშვილი თავის პოსტშივე იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მედიის რთულ მდგომარეობასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებს. ამასთან, პარალელს ავლებს დღევანდელ ვითარებასთან და ხაზს უსვამს, რომ 2012 წლის შემდეგ რადიკალური ცვლილებები განხორციელდა და აღნიშნა, რომ დღეს გამოხატვის სრული თავისუფლებაა.

მისივე თქმით, „როდესაც ამ დეზინფორმაციული სტატიის ავტორი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შვილს არ აქვს უფლება ისაუბროს მედიის თავისუფლებასა და მედიის სანდოობაზე, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი ცინიზმი და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობა.“

„რაც შეეხება ახლა მთავარ სათქმელს, ნაცმოძრაობის პროპაგანდისტული მედია თითქოს და ნიშნის მოგებით წერს, რომ ცოტნე ივანიშვილის მხრიდან ცინიკურია მედიის სანდოობასა და თავისუფლებაზე საუბარი, როდესაც თურმე დღეს საქართველოში „თავისუფალ მედიას“ სხვადასხვა პრობლემები აქვს.

კონკრეტულად ამ მარგინალურ მედიას, მის გაქცეულ პატრონს და ზოგადად ნაცმოძრაობას რამდენიმე ფაქტი მინდა შევახსენო:
1 - ნაციონალური რეჟიმის დროს საქართველოში თავისუფალი მედია არ არსებობდა - დღეს ქვეყანაში არის სიტყვისა და გამოხატვის სრული თავისუფლება, ამიტომაც ლაპარაკობს ყველა იმას, რაც უნდა და იმდენს, რამდენიც უნდა.
2 - ნაციონალური რეჟიმის დროს სააკაშვილი და მისი ბანდა სატელიტურ თეფშებს აყადაღებდა - დღეს საქართველოში ნებისმიერი ახალი მედიის გახსნა ზუსტად 2 დღეშია შესაძლებელი.
3 - ნაციონალური რეჟიმის დროს თითზე ჩამოსათვლელ ობიექტურ ჟურნალისტებს სცემდნენ, ძვლებში ამტვრევდნენ და კლავდნენ, დღეს თქვენ მოისმენთ არაერთი ოპოზიციური არხიდან ტალახის სროლას, ტყუილს და დეზინფორმაციას, მაგრამ არასოდეს არავის არავინ დამუქრებია.
4 - საერთაშორისო რეიტინგებში ნაციონალური რეჟიმის დროს სიტყვის თავისუფლების რეიტინგში საქართველო ვანუატუსა და სუდანის გვერდით იდგა, დღეს კი მოწინავეთა რიგებშია.

გაგრძელება შემიძლია მსგავსი შედარებების მართლაც დაუსრულებლად, მაგრამ აქ გავჩერდები. როდესაც ამ დეზინფორმაციული სტატიის ავტორი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შვილს არ აქვს უფლება ისაუბროს მედიის თავისუფლებასა და მედიის სანდოობაზე, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი ცინიზმი და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველო უარეს მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის მართლაც ისტორიული ცვლილებები, საქართველოში დღეს სუნთქვის საშუალებაც კი აღარ იქნებოდა. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მოიტანა ჭეშმარიტი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება მისი ყველაზე ფართო გაგებით. ამიტომ, ჩემო ახალგაზრდებო, კიდევ ერთხელ გირჩევთ წაიკითხოთ ცოტნეს სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სამეცნიერო ჟურნალმა დაბეჭდა, ბევრი ისწავლოთ და არასოდეს მოუსმინოთ ისეთ ბინძურ პროპაგანდისტებს, როგორიც ჩემ მიერ ნახსენები მედიის მსგავსი წარმონაქმნი, „რადიო თბილისია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც რადიოსთან და არც თბილისთან.“- წერს ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.

მერაბ დარბაიძე

31 ივლისი 2026, 14:23

სამართალი

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 14:15

ჯანდაცვა

სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს- ხელშკრულება გაფორმებულია

იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 14:06

პოლიტიკა

კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა

ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 14:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

31 ივლისი 2026, 14:04

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

31 ივლისი 2026, 13:52

მსოფლიო

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:50

პოლიტიკა

კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:48

პოლიტიკა

კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი

საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.

31 ივლისი 2026, 13:45

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.

31 ივლისი 2026, 13:39

რეგიონი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

დავით ჩიხელიძე

31 ივლისი 2026, 13:23

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

31 ივლისი 2026, 13:17

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466)-ზე იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.

31 ივლისი 2026, 13:16

მსოფლიო

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

ევროპის საფეხბურთ ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ორგანიზაციის (CONCACAF) შემდეგ FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც (AFC) გამოუცხადა.

ვახტანგ ცინცაძე

31 ივლისი 2026, 13:04

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

31 ივლისი 2026, 12:56

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

ჯო’მაჯზე ლარი

31 ივლისი 2026, 12:43

მსოფლიო

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის ინდიანის შტატში 15 წლის მოზარდს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი 2025 წელს მომხდარ სროლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 12:37

რეგიონი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო,მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

31 ივლისი 2026, 12:16

მსოფლიო

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

ირანის მოკავშირე იემენელმა „ჰუსიტებმა“ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან შეუტიეს, რასაც, სავარაუდოდ, ერაყულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კოორდინაციით ახორციელებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთისა და რეგიონის პარტნიორი ქვეყნების შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.